Lil Yachty

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lil Yachty

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მაილს პარკს მაკ-კოლუმი
აგრეთვე ცნობილი როგორც Lil Yachty
დაბ. თარიღი 23 აგვისტო, 1997 (1997-08-23) (26 წლის)
დაბ. ადგილი მაბლეტონი, ჯორჯია, აშშ
აქტიური 2014–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Quality Control; Capitol; Motown
საიტი lilyachtyshop.com
Lil Yachty ვიკისაწყობში

მაილს პარკს მაკ-კოლუმი (დ. 23 აგვისტო, 1997), ცნობილი სასცენო სახელით Lil Yachtyამერიკელი რეპერი. მაკ-კოლუმმა თავდაპირველად აღიარება მოიპოვა ინტერნეტში 2015 წელს მისი სინგლების „One Night“-სა და „Minnesota“-ს გავრცელების შემდეგ. ორივე სინგლი შესული იყო მის სადებიუტო EP-ში „Summer Songs“.[1][2][3][4] 2016 წლის მარტში გამოუშვა თავისი სადებიუტო მიქსტეიპი „Lil Boat“.

მას გამოშვებული აქვს ოთხი სტუდიური ალბომი. პირველი ალბომი „Teenage Emotions“ 2017 წელს გამოვიდა. მისი მეორე და მესამე სტუდიური ალბომები „Lil Boat 2“ და „Nuthin' 2 Prove“ 2018 წელს გამოვიდა. მისი ამ დროისთვის უკანასკნელი სტუდიური ალბომი „Lil Boat 3“ 2020 წლის 29 მაისს გამოვიდა.[5] მისმა ოთხივე ალბომმა მოახერხა Billboard 200-ის საუკეთესო ოცეულში მოხვედრა.[6] მისი ნამუშევარი „Broccoli“ ნომინირებული იყო გრემის ჯილდოზე.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Post-Internet Worlds of Atlanta Rappers Lil Yachty and Playboi Carti. ციტირების თარიღი: March 30, 2016
  2. „Lil Yachty, Lil Uzi Vert and Playboi Carti, Oddball Rap's Children, at Play“. New York Times. ციტირების თარიღი: March 30, 2016.
  3. Lil Yachty Lil Boat. ციტირების თარიღი: March 30, 2016
  4. Meet Lil Yachty, The Atlanta Rapper Born To Go Viral. ციტირების თარიღი: March 30, 2016
  5. Johnson, Zoe. (May 20, 2020) Lil Yachty to Drop Lil Boat 3 Album Next Week. XXL. ციტირების თარიღი: May 21, 2020
  6. Ihaza, Jeff. (2021-06-15) Rapper and Entrepreneur Lil Yachty -- Future 25 en-US. ციტირების თარიღი: 2021-06-17
  7. Here Is the Complete List of Nominees for the 2017 Grammys en. ციტირების თარიღი: 2021-06-17
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Lil_Yachty&oldid=4233429“-დან