შინაარსზე გადასვლა

Liber de Coquina

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Liber de Coquina

ავტორი უცნობია
ენა ლათინური ენა
გამოცემის თარიღი XIII-XIV ს.

„Liber de Coquina“ („მზარეულობის/სამზარეულოს წიგნი“) — ერთ-ერთი უძველესი შუა საუკუნეების რეცეპტების წიგნი. ნამუშევრის შემცველი ორი კოდექსია გადარჩენილი — ორივე მათგანი XIV საუკუნის დასაწყისიდან. ხელნაწერები საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პარიზში ინახება.[1]

ტექსტს ორი დამოუკიდებელი ნაწილი შეადგენს, რომელთაგან პირველს „Tractatus“ („ტრაქტატი“) ხოლო მეორეს „Liber de Coquina“ ეწოდება. სათაურები შუა საუკუნეების რედაქტორის ჩანაწერებშია ნაპოვნი. ორივე ავტორის ვინაობა უცნობია, მაგრამ მიჩნეულია რომ „ტრაქტატის“ ნაწილი ფრანგ პიროვნებას ეკუთვნის, ხოლო „მზარეულობის წიგნის“ — იტალიელ ადამიანს ნეაპოლის რეგიონიდან.

  1. (13 August 2013) Italian Cuisine: A Cultural History. Columbia University Press, გვ. 189–. ISBN 978-0-231-50904-6.