ღრუბელა (სოკო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Lepista sordida)
ღრუბელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ტრიქოლომასებრნი
გვარი:  ლეპისტა
სახეობა:  ღრუბელა
ლათინური სახელი
Lepista sordida (Schumach.) Singer (1951)

ღრუბელა, ასევე ცნობილია როგორც მელნისძირა და მელანო[1] (ლათ. Lepista sordida) — ლეპისტას გვარის სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა.

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა,[2] რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ცენტრალურ ამერიკას, ევროპას, ავსტრალიასა და აზიას. 1951 წელს როლფ ზინგერის მიერ გადაყვანილი იქნა ლეპისტას გვარში.[3]

სოკო პირველად აღწერა დანიელმა მიკოლოგმა და ბოტანიკოსმა კრისტიან ფრიდრიხ შუმახერმა 1803 წელს როგორც Agaricus sordidus.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოკოს ქუდის დიამეტრი — 3-8 სმ, ხორციანი, სადა ზედაპირით, ჰიგროფანური, თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, შემდეგომში ამოზნექილი, ცენტრში ჩაჭყლეტილი, ზოგჯერ ბორცვაკით, კიდეები შეკეცილი, მურა-მოლურჯო, მონაცრისფრო-მურამდე.[1]

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ხშირი, ვიწრო, თხელი, შეზრდილი, ზოგჯერ ოდნავ დაღმავალია, მურა-მოლურჯო, შემდგომში უფერულდება.

სოკოს ფეხის სიგრძე — 3-6 სმ, სისქე — 0,9-1,5 სმ, ცილინდრული, მთლიანი, სიგრძივ ბოჭკოვანია, ყავისფერ-მურა-მოლურჯო.[1]

რბილობი — მონაცრისფრო-მოლურჯო. გაშრობის შემდეგ თეთრი, განსაკუთრებული სუნის გარეშე. სუსტად განოხატული გემოთი.[4].

სპორები — 6-7x3,5-4 მკმ, ელიფსისებრი, ხორკლიანი, უფერული.

გავრცელება და ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპროტროფია.[5] იზრდება ნიადაგზე — მინდვრებში, მდელოებზე, ტყის პირებში, ბაღებში, ბოსტნებსა და კომპოსტებზე. ხშირად ქმნის „ქაჯის წრეს“.[6]

გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ცენტრალურ ამერიკას, ევროპას, ავსტრალიასა და აზიას (იაპონია, კორეა და ტაივანი).[7] მისი არსებობა დადასტურებულია აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში.[8]

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეცნიერო სინონიმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lepista sordida var. lilacea (Quél.) Bon (1980)
  • Lepista sordida var. obscurata (Bon) Bon (1980)
  • Lepista sordida var. ianthina Bon (1979)
  • Rhodopaxillus sordidus f. obscuratus Bon (1970)
  • Lepista nuda var. sordida (Schumach.) Maire (1916)
  • Melanoleuca sordida (Schumach.) Murrill (1914)
  • Rhodopaxillus sordidus (Schumach.) Maire (1913)
  • Gyrophila nuda var. lilacea Quél. (1888)
  • Tricholoma sordidum (Schumach.) P. Kumm. (1871)
  • Agaricus sordidus Schumach. (1803)

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 123, ISBN 99940-856-1-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ნახუცრიშვილი, 2006, გვ. 123
  2. Till R. Lohmeyer, Kũnkele (2006). Grzyby. Rozpoznawanie i zbieranie. Warszawa. ISBN 978-1-40547-937-0. 
  3. Index Fungorum en. ციტირების თარიღი: 2020-05-13.
  4. 4.0 4.1 Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa. ISBN 978-83-245-9550-1. 
  5. Władysław Wojewoda (2003). Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences. ISBN 83-89648-09-1. 
  6. Choi JH, Fushimi K, Abe N, Tanaka H, Maeda S, Morita A, Hara M, Motohashi R, Matsunaga J, Eguchi Y, Ishigaki N, Hashizume D, Koshino H, Kawagishi H (2010). „Disclosure of the "fairy" of fairy-ring-forming fungus Lepista sordida“. ChemBioChem. 11 (10): 1373–37. doi:10.1002/cbic.201000112. PMID 20486242.
  7. Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2014-09-01.
  8. Morphological and cytochemical characterization of spores and gills of Lepista sordida (Fungi: Basidiomycota). ციტირების თარიღი: 2014-08-23.