შინაარსზე გადასვლა

Lamborghini Veneno

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lamborghini Veneno
მიმოხილვა
პარტნიორი კომპანია Volkswagen
წარმოება 2013
სხეული და შასი
კლასი ჰიპერ ავტო
პლატფორმა Lamborghini Aventador (4x4)
ტრანსმისია
ძრავი 6.5ლ V12
ზომები
წონა 1450კგ
ქრონოლოგია
წინამორბედი Lamborghini Reventón

Lamborghini Veneno არის შეზღუდული წარმოების უნივერსალური ავტომობილი, იგი საზოგადოებას 2013 წლის ჟენევის ავტოსალონზე წარუდგინეს. მოდელი შექმნილია Lamborghini Aventador-ის პლატფორმაზე, ავტომობილი შეიქმნა Lamborghini-ის 50 წლისთავის აღსანიშნავად. პირველი პროტოტიპი შეიქმნა ნაცრიფერი ფერის და ორივე მხრიდან ზოლებად იტალიის დროშის ფერები ამშვენებს, ავტომობილი Lamborghini-ის მუზეუმში დაიკავებს ადგილს. მოდელს აქვს Aventador-ის 6.5 ლიტრის მოცულობის 12 ცილინდრიანი ძრავა.

ავტომობილის მხოლოდ სამი მოდელი შეიქმნება რომლებიც წითელი, თეთრი და მწვანე ფერისანი იქნებია, იტალიის დროსის ფერების შესაბამისად. ავტომობილის ღირებულება შეადგენს €3.12 მილიონ ევროს და სამივე მათგანი უკვე გაყიდულია, აქედან ორი შეერთებულ შტატებში გაიგზავნება.

ავტომობილის კორპუსი მთლიანად დამზადებულია ნახშირბადის კომპოზიტებისაგან, მოდელს გააჩნია ბევრი საჰაერო ნახვრეტები. იგი მთლიანად Lamborghini Aventador-ის პლატფორმაზეა შექმნილი, მაგრამ მისგან განსხვავებით Veneno უფრო მოკლეა რამაც 125 კილოგრამის დაზოგვის შესაძლებლობა მისცა.

მოდელ აღჭურვილია Pirelli P-Zero-ს წინა 20 და უკანა 21 დიუმიანი დისკებით, Lamborghini-ის ყველა სხვა მოდელების მსგავსად ამ მოდელსაც გააჩნია ოთხივე წამყვანი თვალი (4x4) და კარბონატ-კერამიკი მუხრუჭები.

ძრავა და ტრანსმისია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღევანდელი ტენდენციების მიხედვით პოპულარულია სუპერ ავტომობილებში ჰიბრიდული ძრავის დამონტაჟება, მაგრამ კომპანიაში გადაწყვიტეს კლასიკური ძრავის დაყენება, არჩევანი Aventador-ის 6.5 ლიტრის მოცულობის 12 ცილინდრიანი ძრავაზე შეაჩერეს, რომელიც 750 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მოდელს ასევე გააჩნია ოპტიმიზირებული გამოსაბოლქვი სისტემა და გაუმჯობესებული აეროდინამიკა.

რაც შეეხება ტრანსმისიას, 7 სიჩქარიანი ნახევრად ავტომატური სიჩქარის გადაცემათა კოლოფი, რაც ასევე შეიცავს ერთ ელექტროჰიდრავლიკურ კონუსს (ე.წ. ცეპლენია).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Lamborghini_Veneno“-დან