Lamborghini Estoque
| Lamborghini Estoque | |
|---|---|
|
Lamborghini Estoque მუზეუმში | |
| მიმოხილვა | |
| წარმოება | საცდელი ვერსია |
| ძარა და შასი | |
| კლასი |
ბიზნესკლასი სანახაობრივი მოდელი |
| პლატფორმა | 4x4 |
| ძალური აგრეგატი | |
| ძრავა | 5.2ლ V10 |
| დაკიდება | |
| ზომები | |
| სიგრძე | 5148 მმ |
| სიგანე | 1991 მმ |
| სიმაღლე | 1351 მმ |
| ქრონოლოგია | |
| წინამორბედი | პირველია |
| მომდევნო | უცნობია |
Lamborghini Estoque საცდელი ავტომობილი, რომელიც შექმნა Lamborghini-მ. ეს მოდელი Lamborghini-ს სხვა მოდელებისაგან ბევრად განსხვავდება, სხვა მოდელებს ძრავა უკან აქვთ და ორ ადგილიანი სპორტული ავომობილებია, ეს მოდელი კი 4 კარიანი სედანია, რომელსაც ძრავა წინ აქვს და 4x4 გამწევი ძალითაა. Estoque საზოგაოებას 2008 წელს პარიზის ავტო შოუზე წარუდგინეს. LM002 მოდელსი შემდეგ Estoque Lamborghini-ს პირველი მოდელია რომელსაც ძრავა წინ აქვს. როგორც აღწერენ ეს არის 230.000$-იანი სედანი. რაც შეეხება ძრავას ის არც თუ ისე სუსტია, 5.2 ლიტრიანი V10 (10 ცილინდრიანი0, მაგრამ მისი ჩანაცვლებაც შესაძლებელია V8, V12 ვერსიებით, ან საერთოდაც ჰიბრიდული ან ტურბო-დიზელის ძრავებით.
2009 წლის 22 მარტს გაირკვა რომ ამ მოდელთან დაკავშირებული ყველა გეგმა შეჩერდა. რადგან ავტომობილმა წარდგენის შემდეგ ისეთი პოპულარობა ვერ მოიპოვა როგორსაც ესლოდნენ, რის გამოც პროექტი შეჩერდა. სტეფან ვინკელმენმა ფირმის თავმჯდომარემ განაცხადა რომ Lamborghini-ს არასდროს ჰქონია მის წარმოებასთან დაკავშირებული რაიმე გეგმა და რომ მანქანა მხოლოდ საცდელი ვერსია იყო.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||||||||