ხშირბეწვიანი მაიმუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Lagothrix)
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ხშირბეწვიანი მაიმუნი
Lagothrix lagotricha (male).jpg
მურა ხშირბეწვიანი მაიმუნი (Lagothrix lagotricha)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ინფრარიგი:  მაიმუნები
ოჯახი:  ობობასებრი მაიმუნები
გვარი:  ხშირბეწვიანი მაიმუნი
ლათინური სახელი
Lagothrix (Geoffroy, 1812)

ხშირბეწვიანი მაიმუნი[1] (ლათ. Lagothrix) — პრიმატების გვარი ობობასებრი მაიმუნების ოჯახისა. მოიცავს 2 სახეობას და 5 ქვესახეობას.[2] გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკის მაღალმთიან ნოტიო ტროპიკულ ტყეებში. სხეულის სიგრძეა 51–59 სმ, კუდისა — 60–72 სმ, მასა 5,5–10,8 კგ. აქვთ მოსაჭიდი კუდი, ქვედა მხარეს გაშიშვლებული მგრძნობიარე ზედაპირით. ბეწვი ყავისფერი ან რუხია. თავი და ტანის ქვედა ნაწილი მუქი, გვერდები და ზურგი, ჩვეულებრივ, უფრო ღია. ცხოვრობენ 40–45-სულიან ჯგუფებად. იკვებებიან უპირატესად ნაყოფებით, იშვიათად ფოთლებითა და წვრილი ცხოველებით. მაკეობა დაახლოებით 225 დღე გრძელდება; ჩვეულებრივ შობენ 1 ნაშიერს. სქესობრივი სიმწიფე დედლის შემთხვევაში მე-6–8 წელს დგება, მამლისა — დაახლოებით 5 წელში. ტყვეობაში ცხოვრობენ 24 წლამდე.[3]

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურათი სახელი დაცვის სტატუსი
Cola amarilla.jpg ყვითელკუდა ხშირბეწვიანი მაიმუნი
Lagothrix flavicauda (Humboldt, 1812)
CR IUCN 3 1.svg
მურა ხშირბეწვიანი მაიმუნი
Lagothrix lagothricha (Humboldt, 1812)
VU IUCN 3 1.svg
Brown Woolly Monkey (cropped).jpg რუხი ხშირბეწვიანი მაიმუნი
Lagothrix lagothricha cana (Geoffroy, 1812)
EN IUCN 3 1.svg
Lagothrix lagotricha.jpg მურა ხშირბეწვიანი მაიმუნი
Lagothrix lagothricha lagothricha (Humboldt, 1812)
VU IUCN 3 1.svg
Lagothrix lagotricha4.JPG კოლუმბიური ხშირბეწვიანი მაიმუნი
Lagothrix lagothricha lugens (Elliot, 1907)
CR IUCN 3 1.svg
Woolly Monkey.jpg ვერცხლისფერი ხშირბეწვიანი მაიმუნი
Lagothrix lagothricha poeppigii (Schinz, 1844)
EN IUCN 3 1.svg
პერუული ხშირბეწვიანი მაიმუნი
Lagothrix lagothricha tschudii (Pucheran, 1857)
DD IUCN 3 1.svg
წყარო: ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. woolly monkey — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. 2.0 2.1 Lagothrix – Genus. International Union for Conservation of Nature. ციტირების თარიღი: 22 ივნისი, 2022
  3. Аверьянов А. О. Шерстистые обезьяны // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 13.