LEGO Batman

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
LEGO Batman
ჟანრები მოქმედებითი-სათავგადასავლო
დეველოპერ(ებ)ი ლეგო
TT Games
Warner Bros.
გამომცემელი Warner Bros.
პლატფორმები PlayStation 3
PlayStation 4
PlayStation 2
Xbox 360
Xbox One
Microsoft Windows
PlayStation Vita
PlayStation Portable
Nintendo DS
Mac OS X
Wii U
Android
iOS
პირველი გამოცემა LEGO Batman: The Videogame
29 სექტემბერი, 2008
ბოლო გამოცემა LEGO Batman 3: Beyond Gotham
11 ნოემბერი, 2014
ოფიციალური საიტი ოფიციალური საიტი

LEGO Batmanმოქმედებითი-სათავგადასავლო ჟანრის ვიდეო თამაშების სერია, რომელიც შეიმუშავა TT Games-მა და გამოუშვა Warner Bros-მა. თამაში შედგება 3 ნაწილისგან. პირველი ნაწილის მთავარი პერსონაჟები არიან ბეტმენი და რობინი, რომლებიც ებრძოლებიან ჯოკერსა და მის ბოროტ გმირებს როგორიცაა ჰარლი ქუინი კაცი გამოცანა და ა.შ თამაშში 50-ზე მეტი საყიდელი პერსონაჟია, ასევე თამაშში მოთამაშეს შეუძლია ითამაშოს სხვადასხვა ბოროტი გმირებით, მაგალითად, ჯოკერითა და ჰარლი ქუინით ზოგიერთი ტურში ჩართული პერსონაჟი არ იყიდება, რადგან ტურის დასრულების შემდეგ ავტომატურად გაიხსნება ასევე ამ ნაწილში და სხვა ნაწილებში. ბეტმენსა და რობინს აქვთ სხვადასხვა კოსტიუმები, რომელიც თამაშის მსვლელობის დროს მოთამაშეს სჭირდება, რათა შეასრულოს კონკრეტული დავალება.

LEGO Batman 2: DC Super Heroes - ეს ნაწილი არის გაგრძელება პირველი ნაწილისა ამ თამაშში ემატება ბეტმენსა და რობინს სხვადასხვა სუპერგმირები როგორებიცაა: სუპერმენი, ქალი საოცრება, მწვანე ლამპარი და ა.შ ბოროტ გმირებს კი ემატებათ ახალი პერსონაჟი ლექს ლუთორი. სუპერგმირები ერთიანდებიან რათა გადაარჩინონ ქალაქი გოთემი გასაჭირისგან. თამაშში არის 100-ზე მეტი საყიდელი პერსონაჟი, მაგრამ ზოგიერთი პერსონაჟი ტურის დამთავრების შემდეგ ავტომატურად იხსნება. კოსტიუმები კი ბეტმენს და რობინს ისევ აქვთ თუმცა ამ ნაწილში ახალი კოსტიუმებია დამატებული.

LEGO Batman 3: Beyond Gotham - ეს ნაწილი არის სრულიად განსხვავებული სხვა ნაწილებისგან რადგან ამ ნაწილში ერთიანდებიან სუპერგმირები და ბოროტი გმირები, რათა დაამარცხონ ბოროტი გმირი ე.წ Brainiac. ამ ნაწილში პერსონაჟებს შეუძლიათ გზაშივე გადაცვალონ სხვადასხვა კოსტიუმზე და არ დაჭირდებათ იპოვონ ახალი კოსტიუმი. ასევე ამ ნაწილში ჯოკერსა და ლექს ლუთორს ემატებათ კოსტიუმების არჩევა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=LEGO_Batman&oldid=4108566“-დან