შინაარსზე გადასვლა

LAR-160

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
LAR - 160
კლასიფიკაცია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1983-დღემდე
ძირითადი ოპერატორები ისრაელის დროშა ისრაელი
საქართველოს დროშა საქართველო
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ჩილეს დროშა ჩილე
არგენტინის დროშა არგენტინა
ვენესუელის დროშა ვენესუელა
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
რუმინეთის დროშა რუმინეთი
ზომები
კორპუსის სიგრძე , მმ 4880
კორპუსის სიგანე, მმ 2510
სიმაღლე, მმ 2500
ჯავშანი
მობილურობა

LAR-160 (გრადლარი)ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა რომელსაც ებრაული კომპანია Israel Military Industries LTD აწარმოებს.

70–ანი წლების ბოლოს ფირმამ შექმნა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ლარ–160. დაწყებით ეტაპზე იგეგმებოდა რაკეტის საბრძოლო ქობინებში ჩვეულებრივი 155 მმ საარტილერიო ჭურვების გამოყენება. ამიტომაც იქნა არჩეული კალიბრად 160 მმ. მაგრამ ჩანაფიქრი არ იქნა რეალიზებული. 1983 წელს ზცრს ლარ–160 იქნა მიღებული ისრაელის შეიარაღებულ ძალებში, პირველი საექსპორტო ლარ–160 გაგზავნილ იქნა ვენესუელაში (20 დანადგარი). ვენესუელაში ექსპორტირებული ზცრს, ლარ–160 დამონტაჟებული იქნა მსუბუქი ტანკის АМХ-13 is შასიზე, ისრაელის არმიის განკარგულებაში მყოფი ლარ–160–ს გამშვები დანაგარები კი დამონტაჟებული იყო მუხლუხოვან ტრანსპორტიორზე М-548. გარდა სხვადასხვა თვითმავალი გამშვები დანადგარებისა ლარ–160–ს ფირმა „Israel Military Industries“–ს მიერ დაპროექტებულია აგრეთვე ამ სისტემის ბუქსირებადი ვარიანტი. გამშვები დანადგარი რომელშიც შედიოდა 18 ლულა დამონტაJებულია მისაბმელზე, ბუქსირებას კი ახდენს ავტომობილი, რომელზეც იმყოფება საბრძოლო ეკიპაჟი და უმართავი რაკეტების დამატებითი პაკეტები.

LAR–160 ის განვითარება გრძელდება. ამჟამად მწარმოებელი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სისტემის მოდერნიზებულ ვარიანტს. აგრეთვე დამზადებულია სისტემის საზღვაო ვარიანტი - NAVLAR, რომელიც საშუალებას აძლევს განთავსდეს მცირე ხომალდზეც. მუდმივად ფართოვდება და უმჯობესდება ლარ–160 ის საბრძოლო მასალის ნომენკლატურა, იზრდება სროლის სიშორე. მაგალითად, იქმნება კასეტური ქობინები, რომელიც განკუთვნილია ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად, აგრეთვე გაუმჯობესებული ფუგასური ქობინები. სროლის სიშორის და სიზუსტის გასაუმჯობესებლად ლარ–160 iს მფლობელ ქვეყანას, კომპანია Israel Military Industries LTD მომხმარებელს სთავაზობს აღჭურვოს რაკეტები TCS სისტემით. რაკეტების მოდერნიზებულ ვარიანტს ჰქვია აკულარ რომელიც ჩვეულებრივისგან განსხვავდება გაცილებით უკეთესი სიზუსტით.


შემადგენლობა
სხვადასხვა ტიპის გამშვები დანადგარები
160 მმ უმართავი რაკეტების პაკეტები
მართვის მანქანა СУО FERA (1 მართვის მანქანა 4 გამშვებზე)
საავტომობილო ამწე, გამოიყენება გამშვები დანადგარის ხელახალი დატენვისთვის


Lynx ზედ დამონტაჟებული LAR-160-ის პაკეტით

ზცრს ლარ–160–ს გამშვები დანადგარის საარტილერიო ნაწილს აქვს მოდულურიკონსტრუქცია, რომელიც საშუალებას აძლევს დამონტაჯებული იქნას სხვადასხვა შასიზე. ის შედგება ჰორიზონტალურად მბრუნავი პლატფორმისგან, მასზე განთავსებულია ჩარჩო, რომელიც გამოიყენება გამშვები პაკეტების განთავსებისათვის. ჩარჩო მოძრაობს ელექტროჰიდრავლიკური ამძრავით, გამშვები მას შეუძლია იმოძრაოს ვერტიკალურ სიბრტყეში 0 – +45°. ჰორიზონტლაური მამოძრავებელი აგრეთვე დაკომპლექტებულია ელექტროჰიდრავლიკური ამძრავით, რომელიც უზრუნველყოს პლატფორმის ბრუნვის კუთხეს ±85° .

გამშვები პაკეტი რაკეტებით აღიჭურვება და გადის ჰერმეტიზაციას მწარმოებელ ქარხანაში. შენახვის ვადა 15 წელი. რეაქტიული რაკეტებისაგან დაცლის შემდეგ პაკეტი იხსნება ამწეს საშუალებით და იცვლება ახალით. რაკეტების რაოდენობა პაკეტში სხვადასხვაა, არსებობს 18 ლულიანი, 26, 36, და 50–ც კი.

ზცრს ლარ–160–ს საბრძოლო მასალაში შედის 160მმ უმარათავი რეაქტიული რაკეტები: მკ-1, მკ-2 და მკ-41. რაკეტას გააჩნია ოთხფრთიანი სტაბილიზატორი, რომელიც იშლება გასროლისთანავე . ლარ-160 ის პირველი თაობის რაკეტა მკ-1 ს შეუძლია მაქსიმალურ 30 კმ–ზე ფრენა. დღეისათვის ლარ-160 ის ძირითადი რაკეტაა მკ-2 ფრენის სიშორით 34 კმ. მისი სიგრძეა 3.314, წონა 110kg. უკანასკნელი ვარიანტი რაკეტისა არის მკ-41 მას გააჩნია გაუმჯობესებული სარაკეტო ძრავი და მიფრინავს მაქსიმალურ 45კმ–ზე. რაკეტის სიგრძეა 3.470მ.

რეაქტიული რაკეტები აღიჭურვება მსხვრევად–ფუგასური და კასეტური ქობინებით. ყველა მოდიფიკაციის ქობინის წონაა 46 კგ. კასეტური ქობინი იტენება ამერიკული წარმოების 104 ცალი კუმულატიურ–მსხვრევადი საბრძოლო ელემნტებით M77 an M-85 რომელიც გამოიყენება ქვეითებისა და მსუბუქად შეჯავშნული ტექნიკის გასანადგურებლად, აგრეთვე მოწინააღმდეგის საარტილერიო ბატარეის Cასახშობათ. თითოეული საბრძოლო ელემენტი ნამსხვრევებს ფანტავს 3-4 მეტრზე და შეუძლია 40მმ შავშნის გატანა. კასეტურ საბრძოლო ქობინს აქვს სპეციალური ამფეთქი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქობინის სათავსოს დაშლას და საბრძოლო ელემენტების გაშლას დროის საჭირო მომენტში. კასეტური ქობინის გაფანტვის ფართობია 31400მ2.

სროლის საწყისი მონაცემების შესამუშავებლად ყოველი ბატარეის შემადგენლობა შეიცავს ცეცხლის მართვის სისტემა FERA–ს. ანოლოგიური სისტემა გამოიყენება ზცრს LARS-1 და LARS-2–ში. ცეცხლის მართვის სისტემა FERA შეიცავს რადიოლოკატორს და ელექტრო–გამომთვლელს. რადიოლოკატორი დგება გამშვები დანადგარის უკან და მასზე ზევით. ელექტრო–გამომთვლელი მანქანა ადარებს ოთხი თანმიმდევრობით გაშვებულ რაკეტის ტრაექტორიის საშუალო მნიშვნელს და შეყავს შესწორებები დამმიზნებელ ხელსაწყოებში. ასე ითვალისწინება სროლის დროს დაშვებული შეცდომები, კოორდინატების მიზნის განსაზღვრისა და გამშვების საცეცხლე პოზიციისა, აგრეთვე გადახრა მეტეოროლოგიური და ბალისტიკური პირობების გამო სროლის დროს. სპეციალისტების შეფასებით, რაკეტების ზალპის მართვის სისტემა FERA ზრდის სროლის ეფექტურობას 60%–თ. ტრანსპორტიორ М-548 s აქვს კარბიურატორიანი ძრავა "Sofam" Model 8Gxb სიმძლავრე 250 ცხენის ძალა. გადაცემა ჰიდრომექანიკურია. მუხლუხოვან სავალ ნაწილზე ორივე მხრიდან დამონტაჟებულია 6 დამჭერი. სავალი ბორბლები წინ აქვს. მუხლუხო მეტალო–რეზინის შემადგენლობით, რკინის სატვირთოებს აქვთ რეზინის ბალიშები. გზატკეცილზე მოძრაობისას თვითმავალი გამშვები დანადგარი ავიTარებს 65კმ/ს სიჩქარეს. გამოირჩევა კარგი გამავლობით, შეუძლია 30°–მდე დახრლობის აღმართზე ასვლა, 0,6 მ სიმაღლის წინაღობაზე და 1,68 მეტრი სიგანიs თხრილზე გადავლა. წინასწარი მომზადების გარეშე შეუძლია გადალახოს 0,6 მ სიღრმის არხი. საწვავის მარაგი 350-400 კმ. თვითმავალი გამშვები დანადგარი აღჭურვილია რადიო სადგურით და ხანძრის ჩამქრობი სისტემით.

ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კალიბრი 160 მმ
ლულების რაოდენობა 26-36-50
რაკეტის წონა 110 კგ
ქობინის წონა 40-60 კგ
რაკეტის საწვავის წონა 36 კგ
სროლის მინიმალური მანძილი 12 კმ
სროლის მაქსიმალური მანძილი 45 კმ
საბრძოლო ეკიპაჟი 2 კაცი
გამშვები დანადგარის წონა საბრძოლო მდგომარეობაში 19.2 ტ
გამშვები დანადგარის გაბარიტები 4.88*2.51*2.5 მ
გადატენვის დრო 10 >
ზალპის ხანგრძლივობა 39 წამი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=LAR-160&oldid=4547864“-დან