Knights of Honor

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Knights of Honor
Knights of Honor.jpg
თამაშის გარეკანი
დეველოპერ(ებ)ი Black Sea Studios
გამომცემელი Sunflowers Interactive Entertainment Software
Paradox Interactive
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows
გამოსვლის თარიღი
  • ევრ 1 ოქტომბერი, 2004
ჟანრ(ებ)ი RTS
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი ვესელინ ჰანდიევი
დიზაინერ(ებ)ი ვესელინ ჰანდიევი
კომპოზიტორი ბრონისლავ სლავოვი
ვერსია 1.05, 26 იანვარი 2007
შეფასება ESRB: ყველა ასაკისთვის (E)
მედია CD, გადმოწერა
მოთხოვნილებები

PC

Knights of Honor (ქართ. ღირსების რაინდები) — სტრატეგიული და ისტორიული კომპიუტერული თამაში რეალურ დროში (RTS), შემუშავებულ იქნა ბულგარული Black Sea Studios (ახლა Crytek Black Sea) მიერ. 2004 წელს Sunflowers GmbH-ის მიერ გამოქვეყნებულ იქნა ევროპაში, ხოლო 2005 წელს Paradox Entertainment-ის მიერ, ჩრდილოეთ ამერიკაში. თამაში მიმდინარეობს შუა საუკუნეების ევროპაში, და მეორე ათასწლეულის პირველი ნახევრის საუკუნებს სამ ისტორიულ პერიოდად ყოფს. მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს და ითამაშოს წარმოდგენილი 100-ზე მეტი სამეფოდან ერთ-ერთით.

თამაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველო, შუასაუკუნეების (XII-XIII) ეპოქის რუკაზე

თამაში Knights of Honor-ი მიმდინარეობს ევროპის დიდ რუკაზე, რომელიც მოიცავს ტერიტორიებს ირლანდიიდან საქართველომდე და სკანდინავიიდან აფრიკის ჩრდილოეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სანაპიროებამდე. რუკა დაყოფილია მიწის მონაკვეთებად, რომლებსაც პროვინციები ეწოდებათ. თითოეული პროვინცია იმართება მთავარი ქალაქის მიერ, რომელსაც რამდენიმე რურალური დასახლებები გარშემოარტყამს, ეს დასახლებები შეიძლება იყვნენ დაბები, ფერმები, მონასტრები და ზღვისპირა ქალაქები. ეს რურალური არეები არ იცვლება და მთელს რუკაზე თანაბრად გადანაწილდებიან ყოველი თამაშის წინ. პროვნიციის მმართველ ქალაქზე თაგვით მითითებისას იხსენა პატარა ფანჯრები, რომლებშიც ნაჩვენებია ქალაქში უკვე არსებული ნაგებობები, ცარიელ ფანჯრებში კი ახლის დამატებაა შესაძლებელი, რომელნიც პროვინციას ან თვითონ ქალაქს გარკვეულ ბონუსებს აძლევს. იმასთან დამოკიდებულებაში თუ რა ტიპის ნაგებობის აშენებას დაიწყებთ ეს ბონუსები შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, მაგალითად ეკლესიის აშენებისას პროვინციის ღვთისმოსაობა მატულობს, ბაზრის (მარკეტის) აშენებისას კი მაღალი შემოსავალი ჩნდება. ქალაქში ასევე შესაძლებელია სპეციალური სამხედრო ერთეულების გამომყვანი შენობების (ხმლების საწარმო ქვეითებისთვის ან მშვილდის საწარმო მშვილდოსნებისთვის) ან საფორტიფიკაციო ნაგებობების აშენება, როგორებიცაა თხრილები, კედლები და კოშკები. ქალაქს თავისუფალი შენობებისთვის განკუთვნილი ფანჯრების შეზღუდული რაოდენობა აქვს, აქედან გამომდინარე შეიძლება ქალაქისთვის ხელმისაწვდომი ყველა ნაგებობის აშენება ვერ მოხერხდეს და მოთამაშემ დაკვირვებით უნდა შეარჩიოს თუ რა ააშენოს მისი სახელმწიფოს კონკრეტულ ქალაქში. სხვა სტრატეგიულ თამაშებთად შედარებით, KOH-ში (Knights of Honor) შენობების აგება ოდნავ მეტ დროს მოითხოვს.

თამაშის განსაკუთრებულობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 100+ სახელმწიფო 3 სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში:ბნელი საუკუნეები, შუა საუკუნეები და რენესანსის ეპოქა
  • მხედართმთავრებისთვის ხელმისაწვდომი 25-ზე მეტი თვისება
  • 50-ზე მეტი საბრძოლო დანაყოფი 4 სახის საალყო მოწყობილობა
  • ბრძოლების მრავალფეროვნება: ქალაქის ალყა, ბრძოლები მდელოებზე, გადაკვეთები და სხვა
  • სხვადასხვა დიპლომატიური შესაძლებლობები (ვასალობის, ოქროს, პროვინციის მოთხოვნა და სხვა)
  • შენობა-ნაგებობების 40 სახეობა
  • სახელმწიფოს ისეთი მაჩვენებლების არსებობა, როგორიცაა: ქვეყნის წიგნიერება და მოსახლეობის ღვთისმოსაობა
  • 6 ადამიანისთვის ქსელური თამაშის 4 ვარიანტი

თამაშის რუკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტრატეგიული დათვალიერების რუკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინცია „საქართველო“-ს სტრატეგიული დათვალიერება

სტრატეგიული დათვალიერების რუკა აჩვენებს პროვინციის საზღვრებს, ქალაქებს, სოფლებს, მონასტრებს და ა.შ. ამის გარდა რუკაზე ნაჩვენებია მდინარეები, ტყეები, მთები, უდაბნოები. ასევე ნაჩვენებია საკუთარი, მოკავშირის, მტრის და აჯანყებულების ჯარის განლაგება-გადაადგილება.

კონტროლირებად პროვინციებში ყველა იქ მიმდინარე მოვლენის დანახვაა შესაძლებელი. სხვა სახელმწიფოების პროვინციები ნაჩვენებია მქრთალი ფერით, იქ მიმდინარე მოვლენების დანახვა მხოლოდ ორ შემთხვევაშია შესაძლებელი: როდესაც მოთამაშიც საჯარისო დანაყოფი იმყოფებიან იმ ტერიტორიაზე ან როდესაც მოთამაშის ჯაშუში ინიშნება პროვინციაში მოადგილედ. ბრძოლები, დასახლებული პუნქტების ძარცვები და საზღვაო ბრძოლა რუკაზე აღინიშნებია გადამჯვარედინებავი ხმლებით.

პოლიტიკური დათვალიერების რუკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური დათვალიერების რუკა აჩვენებს სახელმწიფოების საზღვრებს და ვასალებს. ასევე აქვს პირობითი აღნიშვნები:

  • ცეცხლი — პროვინციაში ცეცლის ნიშანი აღინშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე აჯანყებაა.
  • შტრიხული — შტრიხული სახელმწიფოზე აჩვენებს, რომ ის რომელიმე სხვა ქვეყნსი ვასალია. შტრიხულს სენიორი სახელმწიფოს ფერი აქვს.

ევროპის რელიგიური შემადგენლობის რუკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან დამოუკიდებლობა გამოცხადებული საქართველოს ეკლესია რელიგიურ რუკაზე

ეს რუკა აჩვენებს პროვინციების აღმსარებლობას.

  • ლურჯად ნაჩვენებია კათოლიკური რელიგია.
  • ნაცრისფრად — სახელმწიფოს კათოლიკური პროვინციები, რომელნიც რომის პაპმა ეკლეესიიდან მოკვეთა.
  • ვარდისფრად — ნაჩვენებია მართლმადიდებლობის მიმდევარი პროვინციები, რომელთა ეკლესიაც კონსტანტინოპოლის პატრიარქს ემორჩილება.
  • ბორდოსფრად — მართლმადიდებელი პროვინციები, რომელთა ეკლესიაც არ ემორჩილება კონსტანტინოპოლის პატრიარქს ანუ კონსტანტინოპოლისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • მწვანედ — ისლამის მიმდევარი პროვინციები.
  • ფორთოხლისფრად — კერპთაყვანისმცემელი.

ევროპის სამხედრო ნაწილების შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს რუკა აჩვენებს პროვინციებში კონკრეტული საჯარისო დანაყოფების დაქირავების შესაძლებლობას.

  • მწვანე ფერი — პროვინციაში აშენებულია შესაფერისი შენობები დაქირავებისთვის.
  • შტრიხული — პროვინციაში შესაძლებელია შესაფერისი ნაგებობის აშენება.
  • ღია ფერი — პროვინციაში შეუძლებელია შესაფერისი ნაგებობის აშენება და აღნიშნული საჯარისო დანაყოფის დაქირავება.

დიპლომატიური ურთიერთობების რუკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს რუკა აჩვენებს დიპლომატიურ ურთიერთობებს და აღნიშნული სახელმწიფოს ურთიერთობების დონეს სხვა ყველა სახელმწიფოსთან. დიპლომატიური კავშირები და ხელშეკრულებები:

  • გადაჯვარედინებული ხმლები — სახელმწიფოები იმყოფებიან საომარ მდგომარეობაში
  • მტრედი — სახელმწიფოებს შორის დამყარებულია მშვიდობის ხელშეკრულება
  • მონეტები — სავაჭრო ხელშეკრულება
  • ორი ხმალი, მიმართული ერთიდაიმავე მიმართულებით — თავდაუსხმელობის პაქტი
  • ლენტით დამაგრებული გრაგნილი — ალიანსი

მნიშვნელოვანი პარამეტრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფოს ღვთისმოსაობის, წიგნების, ოქროსა და მისი მატების (მწვანედ) მაჩვენებლები

რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაშში არსებობს სამი სახის მთავარი რესურსი (ღვთისმოსაობა, წიგნები, ოქრო), რომელთა დახარჯვაც გარკვეული გაუმჯობესებებისთვისაა შესაძლებელი.

  • ოქროს მონეტები — საჭიროა საჯარისო დანაყოფების დასაქირავებლად, შენობების ასაშენებლად, სხვა სარწმუნოების მქონე პროვინციის ოფიციალურ სარწმუნოებაზე მოსაქცევად და სხვა. ოქროს გამომუშავება ხდება გადასახადების აკრეფით, ვაჭრობით და სახელმწიფოს სიძლიერით.
პროვინცია „საქართველო“-ს, მთავარი ქალაქის, სოხუმის წარმოების მაჩვენებლების დაფა
მხედართმთავრის განკარგულებაში მყოფი საჯარისო დანაყოფებისა და საალყო მოწყობილობების, ასევე საკვების რაოდენობის (100/100) დაფა
  • წიგნები — საჭიროა სამეფო კარის ყველა რაინდის გასანათლებლად, გარდა მხედართმავრებისა, ასევე ახალდაპყრობილი პროვინციის კულტურული ასიმილაციისთვის. მაქსიმალური რაოდენობა — 1000. წიგნები იქმნება მონასტრებში ბიბლიოთეკებში და უნივერსიტეტებში.
  • ღვთისმოსაობა — დამოკიდებულია ქვეყანაში ეკლესიებისა და მონასტრების რაოდენობაზე. ღვთისმოსაობის უმაღლესი მაჩვენებელი — 1000. მაღალი ღვთისმოსაობა აუცილებელია სახელმწიფოს ძლიერების მომატებისთვის და სხვა მრწამსის პროვინციის ოფიციალურ რელიგიაზე მოსაქცევად.
  • ეგზოტიკური საქონელი, წარმოადგენს სახელმწიფოს უპირატესობის მიღების აუცილებელ პირობას, რომელიც გარკვეულ ბონუსებს იძლევა.

თვითონ ქალაქები (სოფლები და ფერმები) კი აწარმოებენ მუშახელს (ჩაქუჩები) და საკვებს (ხორბალი), მუშახელი კონკრეტული შენობების ასაგებად გამოიყენება, საკვების დიდი რაოდენობა კი საჭიროა რათა ქალაქმა უფრო დიდხანს გაძლოს ალყის დროს და ასევე აუცილებლობისას (საკვების გამოლევისას) მისით შეავსოს მხედარმთავრებისა და ჯარისკაცების მარაგი.

სახელმწიფოს სიძლიერე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფოს სიძლიერის მაჩვენებელი (აქ არის 5-ზე)

სახელმწიფოს სიძლიერე იზომება ბალებით, −5-დან 5-მდე. სახელმწიფოს სიძლიერის ყოველი დადებითი ბალი ამცირებს აჯანყების ალბათობას და ზრდის შემოსავალს. სახელმწიფოს სიძლიერის გაზრდა შესაძლებელია ღვთისმოსაობით და ოქროს გარკვეული რაოდენობით (რაც უფრო დიდია სახელმწიფო, მით უფრო ძვირია თითო ბალის მომატება). ასევე რაც უფრო იმატებს სახელმწიფო სიძლიერე, პარალელურად მცირდება სხვა სახელმწიფოების მიერ ომის გამოცხადების ალბათობა. თუ სახელმწიფოს სიძლიერე ნულზე ქვემოთაა, ის ნელ-ნელა თავისით დაუბრუნდება ნულოვან მაჩვენებელს (თუ ისევ არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელებიც სახელმწიფოს სიძლიერეს ქვემოთ დასცემს).

მუსიკალური თანხლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპოზიციების ავტორია: ბორისლავ სლავოვი.

კომპოზიციების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Knights of Honor
  • Where my Heart is
  • Bard’s Tale
  • Castle Dance
  • Desert Flavours
  • The Die is Cast!
  • Dove in the Sky
  • Echo in Eternity
  • First Battle
  • Handful of Sorrow
  • Knight’s Fall
  • Crusade
  • Last Fortress
  • Lost Battle
  • March of Honor
  • Sword & Faith
  • Vulture’s Lair

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Interview with Vesselin Handjiev. GameZone (April 20, 2005). ციტირების თარიღი: 2006-10-26.