Kings of Leon

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Kings of Leon

ბიოგრაფია
წარმოშობა ნეშვილი, ტენესი, დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, სამხრეთული როკი, გერიჯ-როკი
აქტიური 2000–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი The Control Group, Sony Music, RCA, Columbia, Island
წევრები კელებ ფოლოუილი
ნეითენ ფოლოუილი
ჯარედ ფოლოუილი
მეთიუ ფოლოუილი
საიტი
Kings of Leon ვიკისაწყობში

Kings of Leon 2000 წელს ნეშვილში, ტენესიში ჩამოყალიბებული როკ-ჯგუფი. ჯგუფი შემქნელებად მოიაზრებიან ძმები: ქელებ ფოლოუილი (მთავარი ვოკალი, აკუსტიკური გიტარა), ნათან ფოლოუილი (დრამი, დასარტყმელი საკრავები, ბეკ-ვოკალი) და ჯარედ ფოლოუილი (ბას-გიტარა, ბეკ-ვოკალი), მათსავე ბიძაშვილ მეთიუ ფოლოუილთან (მთავარი გიტარა, ბეკ-ვოკალი) ერთად.

ჯგუფის ადრეული მუსიკა სამხრეთული როკისა და ბლუზის ნაზავს წარმოადგენდა, თუმცაღა თანდათანობით მათი მუსიკალური კურსივი შეიცვალა და ჯგუფმა მოიცვა ისეთი ჟანრები, როგორებიცაა: ალტერნატიული როკი, არენა როკი. ჯგუფმა თავდაპირველად წარმატებას დიდ ბრიტანეთში მიაღწია, რაც გამოიხატა ცხრა ტოპ 40 სინგლით, 2008 წელს მიღებული ორი BRIT Awards-ით და მათი სამივე ალბომის ბრიტანეთის ალბომების ჩარტის საუკეთესო ხუთეულში შესვლით. მესამე ალბომმა Because of the Times ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. 2008 წლის სექტემბერში გამოსულმა ალბომმა, სახელწოდებით Only by the Night ჯგუფს ამერიკულ ჩარტებშიც დაუმკვიდრა ადგილი. ალბომში შესულმა სიმღერებმა Sex on Fire, Use Somebody) და Notion პირველი ადგილი დაიკავეს ცხელი თანამედროვე როკ-სიმღერების ჩარტში. სწორედ ეს ალბომი გახდა პირველი, რომელმაც ამერიკაში გაყიდვების მიხედვით პლატინის სტატუსი მოიპოვა, ხოლო იგივე სტატუსი ავსტრალიაში გაყიდვების მიხედვით 9 ცალი მოიპოვა. ჯგუფის მეხუთე ალბომი Come Around Sundown 2010 წლის 18 ოქტომბერს გამოვიდა, რასაც 2013 წელს მოჰყვა მეექვსე ალბომი, სახელწოდებით Mechanical Bull.

ჯგუფის წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კელებ ფოლოუილი – მთავარი ვოკალი, აკუსტიკური გიტარა (2000-დღემდე)
  • მეთიუ ფოლოუილი – მთავარი გიტარა, ფორტეპიანო, ბეკ-ვოკალი (2000-დღემდე)
  • ჯარედ ფოლოუილი – ბასი, ფორტეპიანო, სინთეზატორი, ბეკ-ვოკალი (2000-დღემდე)
  • ნეითან ფოლოუილი – დრამი, დასარტყმელი საკრავები, ბეკ-ვოკალი (2000-დღემდე)

ტურნეს წევრები

  • კრისტოფერ კოულმენი – აკუსტიკური გიტარა, ფორტეპიანო, დასარტყმელი საკრავები, ბეკ-ვოკალი (2010–2014)
  • ითენ ლაკი – აკუსტიკური გიტარა, ფორტეპიანო, დასარტყმელი საკრავები, ბეკ-ვოკალი (2014-დღემდე)

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Kings_of_Leon&oldid=4626929“-დან