K2-18b
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|K2-18b}} |
K2-18b, აგრეთვე ცნობილი, როგორც EPIC 201912552 b — ეგზოპლანეტა, რომელიც წითელ ჯუჯა ვარსკვლავ K2-18-ის გარშემო მოძრაობს, ჩვენგან 124 სინათლის წლის მანძილზე. მიეკუთვნება სუბნეპტუნის ტიპის პლანეტების კატეგორიას; აქვს დედამიწის რადიუსზე 2,6-ჯერ დიდი რადიუსი და თავისი ვარსკვლავის გარშემო სასიცოცხლო ზონაში მოძრაობს. ერთ გარშემოვლას 33 დღეს ანდომებს. ვარსკვლავისგან დაახლოებით იმდენივე სინათლეს იღებს, რამდენსაც დედამიწა მზისგან. თავდაპირველად კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოაჩინა, შემდეგ კი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი დააკვირდა, რათა მისი ატმოსფერო შეესწავლა.
2023 წელს K2-18b-ის ატმოსფეროში წყლის ორთქლი დააფიქსირეს, რამაც დიდი სამეცნიერო ყურადღება მიიპყრო. 2019 წელს ჯეიმს ვებმა მის ატმოსფეროში ნახშირორჟანგი და მეთანი დააფიქსირა. ვების მონაცემთა საფუძველზე ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ ის მთლიანად წყლის ოკეანით დაფარული პლანეტაა და აქვს წყალბადით მდიდარი ატმოსფერო. K2-18b სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელ პლანეტად მიიჩნევა, თუმცა, ტემპერატურას თუ არ ჩავთვლით, უფრო ჩვენი მზის სისტემის ყინულის გიგანტებს — ურანსა და ნეპტუნს ჰგავს, ვიდრე დედამიწას.
2025 წელს K2-18b-ის ატმოსფეროში დააფიქსირეს დიმეთილსულფიდი (DMS) — ქიმიური ნივთიერება, რომელიც ეგზოპლანეტისთვის შეიძლება ბიომარკერად ჩაითვალოს; იქ ეს ნაერთი 20-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე დედამიწაზე. ვინაიდან ეს მოლეკულა საკმაოდ მალე იშლება, ასეთი მაღალი კონცენტრაცია ძლიერ მიმანიშნებელია იმისა, რომ დიმეთილსულფიდის მარაგი იქ მუდმივად ივსება.[1] ზოგიერთი მეცნიერი ასეთ განცხადებებს აკრიტიკებს და მიუთითებენ ლაბორატორიულ ექსპერიმენტებზე, რომლებშიც შესაძლებელია დიმეთილსულფიდის წარმოქმნა სიცოცხლის გარეშე.[2][3]
დედავარსკვლავი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]K2-18 წარმოადგენს M3V სპექტრული კლასის[4] M-ტიპის ჯუჯა ვარსკვლავს ლომის თანავარსკვლავედის მიმართულებით,[5] მზიდან 38.025 ± 0.079 პარსეკის (124.02 ± 0.26 სინათლის წელი).[6] ეს ვარსკვლავი მზეზე უფრო გრილი და პატარაა, მისი ტემპერატურა 3457 კელვინია (3184 °C), რადიუსი კი მზის რადიუსის 45 პროცენტს შეადგენს.[7] დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს.[8] მისი ასაკი 2,4 მილიარდი წელია[9] და აქვს ზომიერი ვარსკვლავური აქტივობა. უცნობია, აქვს თუ არა ვარსკვლავური ლაქები,[10] რომლებმაც შეიძლება ცრუ სიგნალი წარმოქმნან, როცა პლანეტა მათ ფონზე ჩაივლის.[11] K2-18-ის გარშემო, პლანეტა K2-18b-ს ორბიტის შიგნით, მეორე პლანეტა — K2-18c-ც მოძრაობს, რომელიც შეიძლება K2-18b-ზე მოქცევითად ურთიერთქმედებდეს.[ა][13]
მკვლევართა შეფასებით, M-ტიპის ჯუჯა ვარსკვლავთა დაახლოებით 80 პროცენტს სასიცოცხლო ზონებში პლანეტები აქვს;[7] მათ შორისაა ვარსკვლავები: LHS 1140, პროქსიმა კენტავრი და TRAPPIST-1-იც. ასეთ ვარსკვლავთა მცირე მასის, ზომისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მათი პლანეტების დახასიათება მარტივია. მეორე მხრივ, ამ ვარსკვლავთა დაბალი სიკაშკაშე ართულებს პლანეტების სპექტროსკოპიულ ანალიზებს;[14][7] ამას გარდა, ამ ვარსკვლავებს ახასიათებს ხშირი აქტიური ამოფრქვევები და არაჰომოგენური ზედაპირი, რამაც პლანეტების კვლევისას შეიძლება წარმოქმნას ხარვეზიანი სპექტრული სიგნალები.[15]
ფიზიკური მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Nikku Madhusudhan; Savvas Constantinou; Måns Holmberg; Subhajit Sarkar; Anjali A. A. Piette; Julianne I. Moses (17 April 2025). „New Constraints on DMS and DMDS in the Atmosphere of K2-18 b from JWST MIRI“. The Astrophysical Journal Letters. 983 (2): L40. arXiv:2504.12267v1. doi:10.3847/2041-8213/adc1c8. ციტატა: „The spectrum shows multiple spectral features between ∼6 and 11 μm that are best explained by a combination of DMDS and DMS in the atmosphere“
- ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>; სქოლიოსათვის ":0" არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ Reed, Nathan W.; Shearer, Randall L.; McGlynn, Shawn Erin; Wing, Boswell A.; Tolbert, Margaret A.; Browne, Eleanor C. (October 2024). „Abiotic Production of Dimethyl Sulfide, Carbonyl Sulfide, and Other Organosulfur Gases via Photochemistry: Implications for Biosignatures and Metabolic Potential“. The Astrophysical Journal (ინგლისური). 973 (2): L38. Bibcode:2024ApJ...973L..38R. doi:10.3847/2041-8213/ad74da. ISSN 0004-637X.
- ↑ Barclay et al. 2021, p. 12.
- ↑ Adams & Engel 2021, p. 163.
- ↑ Benneke et al. 2019, p. 4.
- 1 2 3 Benneke et al. 2019, p. 1.
- ↑ Mendex 2016, p. 5-18.
- ↑ Guinan & Engle 2019, p. 189.
- ↑ Benneke et al. 2019, p. 5.
- ↑ Barclay et al. 2021, p. 10.
- ↑ Spohn 2015, p. 2499.
- ↑ Ferraz-Mello & Gomes 2020, p. 9.
- ↑ Madhusudhan et al. 2020, p. 1.
- ↑ Barclay et al. 2021, p. 2.
- ↑ Tidal interactions are mutual interactions, mediated by gravity, between astronomical bodies that are in motion with respect of each other.[12]
<ref> ვერ მოიძებნა შესაბამისი ტეგი <references group="georgian"/>, ან გამოტოვებულია დამხურავი ტეგი </ref>; $2