Joystiq
| Joystiq | |
|---|---|
|
| |
| საიტი | joystiq.com |
| საიტის ტიპი | ვიდეო თამაშების ბლოგი |
| ხელმისაწვდომი ენა | ინგლისური |
| მფლობელი | Weblogs, Inc. |
| რედაქტორი | ლუდვიგ კიცმანი (2012-15) |
| გაეშვა | 16 ივნისი, 2004 |
| დაიხურა | 3 თებერვალი, 2015 |
| ამჟამინდელი სტატუსი | დახურული |
Joystiq — ვიდეო თამაშების ბლოგი, რომელსაც ფლობდა Weblogs, Inc.-ს. ბლოგი აქტიური იყო 2004-2015 წლებში. იგი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა „Engadget“-სა და რამდენიმე დობილ ბლოგებთან, მაგალითად, როგორიცაა „Massively“.[1][2][3]
2007 წლიდან მასპინძლობდა The Joystiq Podcast-ს (Joystiq პოდკასტი), რომელსაც რედაქტორი კრის გრანტი, მიმოხილვების რედაქტორი ჯასტინ მაკელროი და ლუდვიგ კეცმანი უძღვებოდნენ. საიტის თანამშრომლებში აგრეთვე შედიოდა ჯასტინის ძმა, გრიფინ მაკელროი, როგორც შაბათ-კვირის რედაქტორი. ორიგინალი პოდკასტი 2011 წელს შეწყდა, თუმცა მსგავსი შოუები სხვადასხვა ფორმატით საიტის არსებობის ბოლომდე იმართებოდა.
2012 წელს გრანტმა და ძმებმა მაკელროებმა დატოვეს Joystiq და დააფუძნეს სათამაშო საიტი „Polygon“. Joystiq-ის მთავარი რედაქტორის თანამდებობა ლუდვიგ კიცმანმა დაიკავა. მომდევნო წლებში საიტის მკითხველი აუდიტორია შემცირდა, რის შედეგადაც იგი 2015 წლის 3 თებერვალს დაიხურა. დღეს იგი გადამისამართებულია Engadget Gaming-ზე, სადაც საიტის ძველი კონტენტის დიდი ნაწილია განთავსებული.[4] Joystiq-ის „Massively“ გუნდი დაიშალა და Massively Overpowered დააფუძნა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Joystiq“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი (დაარქივებული Wayback Machine-ზე)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Game trailers prompt pixel wars“. BBC News. July 17, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-05. ციტირების თარიღი: 2008-02-04.
- ↑ Vargas, Jose (May 14, 2006). „What Press Pass? At E3, a Convergence of Card-Carrying Bloggers“. Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-26. ციტირების თარიღი: 2008-02-04.
- ↑ Terdiman, Daniel. (November 1, 2005) Xbox 360 game marketing gone wild. CNET. CNET Networks. ციტირების თარიღი: 2008-02-04
- ↑ Yahoo and AOL are part of Verizon's new 'Oath' brand (updated) (3 April 2017).