Wuxi Classic

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Jiangsu Classic)

Wuxi Classic — სნუკერის პროფესიონალური რეიტინგული ტურნირი[1]. პირველად ჩატარდა 2008 წლის 4-8 ივნისს (სახელწოდებით Jiangsú Clássic) ჩინეთის პროვინცია ძიანსუს ორ ქალაქში: უსისა (ინგლ. Wuxi) (ფინალი) და ნანკინში (ინგლ. Nanjing) (ტურნირის დარჩენილი ნაწილი). 2009 წელს ტურნირი მხოლოდ უსიში ტარდებოდა, ხოლო 2010 წელს მან თავისი ამჟამინდელი სახელწოდება მიიღო.

ეს ტურნირი ერთ-ერთი ყველაზე პირველია სეზონში. როგორც წესი, მასში მონაწილეობას იღებენ წამყვანი პროფესიონალები და რამდენიმე ადგილობრივი მოთამაშე (ზოგიერთი მათგანი მოყვარულია, უაილდ-კარდის მფლობელი).

გამარჯვებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ჩემპიონი ფინალისტი ანგარიში სეზონი
Jiangsu Classic (არარეიტინგული)
2008 ჩინეთის დროშა დინ ჯუნხუი ინგლისის დროშა მარკ სელბი 6:5 2008/09
2009 ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა მარკ ალენი ჩინეთის დროშა დინ ჯუნხუი 6:0 2009/10
Wuxi Classic (არარეიტინგული)
2010 ინგლისის დროშა შონ მერფი ჩინეთის დროშა დინ ჯუნხუი 9:8 2010/11
2011 ინგლისის დროშა მარკ სელბი ინგლისის დროშა ალისტერ კარტერი 9:7 2011/12
Wuxi Classic (რეიტინგული)
2012 ინგლისის დროშა რიკი უოლდენი ინგლისის დროშა სტიუარტ ბინემი 10:4 2012/13
2013 ავსტრალიის დროშა ნილ რობერტსონი ინგლისის დროშა ჯონ ჰიგინსი 10:7 2013/14
2014 ავსტრალიის დროშა ნილ რობერტსონი შოტლანდიის დროშა ჯო პერი 10:9 2014/15

Jiangsu Classic 2009-ზე მარკ სელბიმ გააკეთა თავისი პირველი ოფიციალური მაქსიმალური ბრეიკი — 147. ეს ბრეიკივეა პირველი მაქსიმალური ამ ტურნირზე. ნილ რობერტსონმა ეს მიღწევა გაიმეორა 2013 წლის ტურნირის პირველ წრეზე, მოჰამედ ჰაირის წინააღმდეგ მატჩში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რეიტინგული ტურნირის სტატუსი 2012 წელს მიიღო
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Wuxi_Classic&oldid=4300931“-დან