შინაარსზე გადასვლა

Jesus Is King (ალბომი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jesus Is King
სტუდიური ალბომი
კანიე უესტი
გამოცემის თარიღი 25 ოქტომბერი, 2019
ჩაიწერა აგვისტო, 2018-ოქტომბერი 2019
ჟანრი ჰიპ-ჰოპიქრისტიანული ჰიპ-ჰოპი
ხანგრძლივობა 27:04
ლეიბლი
  • GOOD Music
  • Def Jam Recordings
პროდიუსერი
  • Kanye West
  • Pi'erre Bourne
  • AllDay
  • Angel Lopez
  • BoogzDaBeast
  • Budgie
  • DrtWrkE*vax
  • Federico Vindver
  • FnZ
  • Labrinth
  • Michael Cerda
  • Ronny J
  • Timbaland
  • Warryn Campbell
  • Xcelence
კანიე უესტი — ქრონოლოგია
Kids See Ghosts
(2018)
Jesus Is King
(2019)
Donda
(2021)

Jesus Is King – ამერიკელი რეპერ კანიე უესტის მეცხრე სტუდიური ალბომი. გამოვიდა GOOD Music-ისა და Def Jam Recordings-ის მიერ, 2019 წლის 25 ოქტომბერს. ის ქრისტიანულ თემატიკას მიჰყვება, რაც მკვეთრად განსხვავდება უესტის წინა ნამუშევრებისგან, რომლებიც მას „სახარების გამოხატულებად“ მოიხსენიებდა.[1] ალბომში მონაწილეობენ Clipse, Ty Dolla Sign, Kenny G, Fred Hammond, Ant Clemons და Sunday Service Choir. პროდიუსერობას თავად უესტი, ფედერიკო ვინდვერი, რონი ჯეი, პიერ ბურნი, Labrinth და Timbaland ხელმძღვანელობდნენ.

უესტმა ალბომის ჩაწერა 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, თავდაპირველად ეწოდებოდა "Yandhi". ორიგინალური სახელწოდების ალბომის გამოშვების საწყისი თარიღები 2018 წლის სექტემბერი და ნოემბერი იყო, მაგრამ, ინფორმაციის გაჟონვის გამო განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. უესტმა თავისი საგალობო ჯგუფი Sunday Service Choir 2019 წლის იანვარში ჩამოაყალიბა, რომელიც სახარებისეულ სიმღერებს და უესტის დისკოგრაფიიდან სიმღერების ქავერებს ასრულებდა. სიმღერა "Water" ჯგუფის მიერ გამოსვლამდე ცოცხლად შესრულდა. 2019 წლის აგვისტოში "Yandhi" ხელახლა გამოცხადდა, როგორც Jesus Is King, თუმცა ახალი სათაურით მისი გამოსვლის ორი დაგეგმილი თარიღი ისევ გამოიტოვა 2019 წლის სექტემბრის ბოლოს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Jesus Is King. Discogs. ციტირების თარიღი: 04.10.2025.
  1. Coscarelli, Joe. (30 სექტემბერი, 2019) Kanye West Teases 'Jesus Is King,' a New Album With No Cursing. The New York Times. ციტირების თარიღი: 04.10.2025.