Irmandades da Fala
იერსახე
ენის საძმო (გალისიური: Irmandades da Fala) — 1916-1936 წლებში მოქმედი გალისიური ნაციონალისტური ორგანიზაცია. ის ყო პირველი პოლიტიკური ორგანიზაცია გალისიაში, რომელიც მხოლოდ გალისურ ენას იყენებდა.
წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1915 წელს, მადრიდში მცხოვრები გალისიელი მწერალი აურიელო რიბალტა გალისიური ენის დაცვის მოწოდებით გამოვიდა. 1916 წლის 5 იანვარს, გაზეთში La Voz de Galicia, ანტონ ვილარ პონტემ დაიწყო გალისიური ენის მეგობრების ლიგის დაფუძნების კამპანია. 1916 წლის მარტში მან გამოსცა: გალისიური ნაციონალიზმი: ჩვენი რეგიონალური აღიარება, სადაც ის გამოდიოდა გალისიური ენის დაცვის აღიარების და გამოყენების მოთხოვნით.
პოლიტიკური პროგრამა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1918 წლის ნოემბრის ლუგოს კონგრესზე მათ მიიღეს პროგრამა:
- ძირითადი მიზნები:
- გალისიის სრული ავტონომია.
- მუნიციპალური ავტონომია.
- გალისიის ერთა ლიგაში შესვლა.
- პორტუგალიასთან ფედერაციული კავშირის შექმნა.
- გალისიის მიზნები:
- საკანონმდებლო ხელისუფლება ხალხის მიერ არჩეულ გალისიის პარლამენტს.
- საკანონმდებლო სამართალი ყოველთვის სრულდებოდეს გალისიელების მიერ.
- გალისიის საგადასახადო კანონმდებლობაში არ ერეოდეს ცენტრალური მთავრობა.
- გალისიაში გალისიური და ესპანური იყოს ოფიციალური ენები.
- ქალისა და კაცის ერთნაირი უფლებები.
- პროვინციული დეპუტაციის აკრძალვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Beramendi, X.G. and Núñez Seixas, X.M. (1996): O nacionalismo galego. A Nosa Terra, Vigo
- Beramendi, X.G. (2007): De provincia a nación. Historia do galeguismo político. Xerais, Vigo