International Times

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

International Times — ბრიტანული ანდერგრაუნდული გაზეთი, დაარსებული 1966 წელს. მიუხედავად იმისა, რომ იგი მოგვიანებით დროებით დაიხურა, სხვადასხვა წლებში მისი ნომრები კვლავ გამოიცემოდა, ხოლო 2011 წელს გამოცემა აღდგა ვებ-ჟურნალის სახით.

გამოცემის დამაარსებლებს შორის იყვნენ ჰოპი (ჯონ ჰოპკინზი), ბარი მაილზი და სხვები. გაზეთს იმ პერიოდის ლონდონში დიდი წარმატება ხვდა წილად. მის პოპულარულ ლოგოზე გამოსახულია თედა ბარა, მუნჯი ფილმების ვარსკვლავი.

გაზეთის გაშვება მოხდა 1966 წლის 14 ოქტომბერს, როდესაც ლონდონის რაუნდჰაუსში კონცერტი პინკ ფლოიდმა გამართა. გამოცემის ინიციატივით ჩატარდა სხვა ღონისძიებები, როგორიც იყო The 14 Hour Technicolor Dream. გაზეთის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებდა სხვადასხვა პიროვნება, მაგალითად, პოლ მაკ-კარტნი[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]