ვარსკვლავსპორა ბოჭკოვანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Inocybe asterospora)
ვარსკვლავსპორა ბოჭკოვანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ბოჭკოვანასებრნი
გვარი:  ბოჭკოვანა
სახეობა:  ვარსკვლავსპორა ბოჭკოვანა
ლათინური სახელი
Inocybe asterospora Quél., 1879

ვარსკვლავსპორა ბოჭკოვანა (ლათ. Inocybe asterospora) — სოკოს სახეობა ბოჭკოვანასებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიას, ჩრდილოეთ ამერიკასა და ახალ ზელანდიას.

შხამიანი სოკოა, რომელიც შეიცავს მომწამვლელ ნივთიერება მუსკარინს. იზრდება ფოთლოვან და შერეულ, იშვიათად წიწვივან ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკოს მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა ფრანგმა მიკოლოგმა ლუსიენ კელემ 1879 წელს.[1]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Astrosporina asterospora (Quél.) Rea 1922
  • Inocybe asterospora Quél. 1880, f. asterospora
  • Inocybe asterospora f. minor Torrend (1910)
  • Inocybe asterospora f. velata Bon & Carteret (2006)

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის დიამეტრი — 3-5(7) სმ, ნორჩობაში ფართოკონუსური, შემდგომში ფართოზარისებრი და რამდენადმე გაშლილი, ახასიათებს ბორცვაკი. სიბერეში კიდეები ხშირად აწეული აქვს. ზედაპირი დაფარულია რადიალურად განწყობილი ბოჭკოებით.[2] მუქი მურაა, იშვიათად მოყვითალო-მურა ფერის.

ქუდის რბილობი მოთეთროა, ფეხისას — მოყავისფრო. ახასიათებს მიწის ან შმორის სუნი.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ვიწროდ შეზრდილი ან ოდნავ დაღმავალი, ნორჩობაში მოთეთრო-ნაცრისფერი, ასაკთან ერთად — მომურო და ტალახისფერ-, ზოგჯერ ზეთისხილისფერ-მურა.

ფეხის სიგრძე — 6-9(13) სმ, სისქე — 4-8 მმ, მომურო, ცილინდრული, მთელი ზედაპირი დაფარულია კაულოცისტიდებით (ყველაზე უფრო შეიმჩნევა ნორჩი ეგზემპლარების ზედა ნაწილში), ძირში მკვეთრად შემოსაზღვრული თეთრი ბოლქვით.

სპორების ფხვნილი — თამბაქოსფერ-ყავისფერი, სპორები — 9-12(14)×(6)8-10(12) მკმ, ვარსკვლავისებური. ბაზიდიუმი — ოთხსპორიანი, გურზისებრი, 28—32×9—11 მკმ. ჰეილოცისტიდები და პლევროცისტიდები — ბოთლისებრი ან გურზისებრი.

ეკოლოგია და გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიას, ჩრდილოეთ ამერიკასა და ახალ ზელანდიას.[3]

იზრდება ნიადაგზე ფოთლოვან და შერეულ, იშვიათად წიწვივან ტყეებში. უპირატესად ქვიშიან და თიხიან ნიადაგზე,[4] წიფელთან, მუხასთან, თხილთან და რცხილთან.

სეზონი — ივლისიდან ოქტომბრამდე.[5]

ტოქსიკურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომაკვდინებლად შხამიანი სოკოა, რომელიც შეიცავს მომწამვლელ ნივთიერება მუსკარინს.[6] არასასიამოვნო სუნისა და გემოს წყალობით, ადამინები ერიდებიან სოკოს შეგროვებას. მიუხედავად ამისა, ტაივანში სოკოსგან გარდაცვალების სამი შემთხვევაა დაფიქსირებული.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (Lucien Quélet: „Inocybe asterospora”, în:„Bulletin de la Société mycologique de France” vol. 26, Paris 1879, p. 50
  2. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 177, ISBN 99940-856-1-1.
  3. Inocybe asterospora. Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2016-01-10.
  4. Pavol Škubla: Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa, 2007. ISBN 978-83-245-9550-1.
  5. Władysław Wojewoda: Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003. ISBN 83-89648-09-1.
  6. Inocybe asterospora. 123pilzsuche.de. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021.