Ima Korean

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

Ima Korean — ჯგუფ The Black Eyed Peas სიმღერა „I Gotta Feeling“-ზე გაკეთებული პაროდია, რომლის ავტორია Rucka Rucka Ali.  პაროდიაში დასცინიან ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ირს და სტერეოტიპებს ჩრდილოეთ კორეაზე. ვიდეოკლიპში სიმღერის ავტორად მოიხსენიება ამერიკელ-აზიელი პერსონაჟი „DJ Not Nice“.

2010 წლის ივნისში, BBC-ის ინფორმაციით, პორთჩესტერის სკოლაში ბრიტანელმა მოსწავლეებმა კორეელ მოსწავლეს ეს ვიდეო აჩვენეს. საბოლოოდ, უკანასკნელმა ეს შეურაცხმყოფელად ჩათვალა. სკოლის დირექტორმა ბოდიში მოუხადა მოსწავლის დედას და განაცხადა, რომ ვიდეო, სავარაუდოდ, რასისტული იყო (ინგლ. Probably Racist).[1] 2011 წელს არტისტმა გამოუშვა ალბომი „Probably Racist“. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Bournemouth school pupils told off over 'racist' video". BBC News. 2010-06-1
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Ima_Korean&oldid=3105588“-დან