iamthemorning

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

iamthemorningრუსული პროგრესული როკის/ჩემბერ-პოპის ჟანრის ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა სანქტ-პეტერბურგში, 2010 წელს.

ჯგუფში შედიან კლავიშისტი გლებ კოლიადინი და ვოკალისტი მარიანა სემკინა. დუეტი ძირითადად აკუსტიკურად გამოდის, იყენებს სესიურ გიტარისტს, დრამერს, სიმებიან ორკესტრს და სხვა ინსტრუმენტებს. გლებს მიღებული აქვს კლასიკური მუსიკალური განათლება.

ჯგუფის სიმღერებში შეიმჩნევა მეტაფორული ელემენტები — შექსპირის პოეზიის ციტირება, თანამედროვე კულტურის სიმბოლოები. ამავე დროს გამოიყენება პროგრესული როკის ელემენტები, რომლებიც ახლოს არის Porcupine Tree-ს, ფილიპ გლასისა და კეიტ ბუშის მუსიკასთან, როგორც მუსიკალურად, ასევე ტექსტების მხრივ.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Iamthemorning&oldid=4412759“-დან