I Pity the Fool

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„I Pity the Fool“
სინგლი  – ბობი ბლენდი
ალბომიდან Two Steps from the Blues
B-მხარე „Close to You“
გამოსვლის თარიღი 1961 (1961)
ფორმატი 7"
ჩაიწერა ჩიკაგო, 12 ნოემბერი, 1960
ჟანრი სოულ-ბლუზი
ხანგრძლივობა 2:30
ლეიბლი Duke (# 332)
სიმღერის ავტორი დედრიკ მელოუნი (მითითებულია),[1] ჯო მედუიკი (ნამდვილი)[2]
პროდიუსერი დონ რობი
ბობი ბლენდი – სინგლების ქრონოლოგია

„Cry, Cry, Cry“
(1960)
I Pity the Fool
(1961)
„Don't Cry No More“
(1961)

I Pity the Fool“ — ბობი ბლენდის მიერ 1961 წელს ჩაწერილი სიმღერა. იგი გამოიცა მუსიკოსის სადებიუტო სტუდიურ ალბომზე Two Steps from the Blues, ლეიბლზე Duke Records. ზოგიერთი მუსიკალური ჟურნალისტი თვლის, რომ სიმღერა დაწერილია ჯო მედუიკის მიერ.[2]. ამასთან, ლეიბლის Duke მფლობელი დონ რობი (ფსევდონიმით „დედრიკ მელოუნი“) მითითებულია ავტორებს შორის.[1]

სიმღერის ტექსტში საუბარია მამაკაცზე, რომელსაც ებრალება სხვები იმის გამო, რომ ერთი ქალი უყვართ, მაგრამ იცის, რომ თავადაც დამნაშავეა. სინგლზე გამოცემის შემდეგ ნომერი იქცა ბლენდის ერთ-ერთ უდიდეს და ცნობილ ჰიტად. შემდგომში მრავალმა შემსრულებელმა მისი საკუთარი ვერსია ჩაწერა.

ორიგინალური ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლენდი „I Pity the Fool“-ს უწოდებს ერთ-ერთ პირველს მისი იმ დროისთვის ახლებური სტილის სიმღერებიდან.[3] მიუხედავად იმისა, რომ ავტორი არ ახსოვდა, ბლენდი უთითებდა ჯო მედუიკის წვლილს. ბიოგრაფი ჩარლზ ფარლი უფრო ვრცლად განიხილავს ამ საკითხს და წერს, რომ მედუიკი მთავარი ავტორია.[3] თავად მედუიკი (დ. მედუიკ ვისი) იყო ჰიუსტონელი დამოუკიდებელი სიმღერების ავტორი და მაკლერი.[2] იგი ხშირად გადასცემდა ლეიბლს Duke თავის საავტორო სიმღერებს მცირე თანხის სანაცვლოდ, თუმცა აგრეთვე ითხოვდა მისი, როგორც ავტორის, მითითებას.[2]

„I Pity the Fool“ ბლენდმა ჩაწერა ალბომის Two Steps from the Blues მეორე სესიისას.[3] 12 ნოემბრისას არანჟირებაზე მუშაობდა ჯო სკოტი.[3] მან გამოიყენა ორკესტრი ექვსი ვალტორნით და ორი საყვირით.[3] უეინ ბენეტის ამ ვალტორნებთან კონტრასტში მყოფი წამყვანი გიტარა არის სიმღერის მთავარი თავისებურება.[3] მუსიკალური ჟურნალისტი კრის ო'ლირი ბლენდის ვოკალზე ასე საუბრობს:

ვიკიციტატა
„ბლენდმა დაიწყო უდარდელი თავდაჭერილობით და უფრო მეტად სასათაურო ფრაზაზე მუშაობდა...მაგრამ ეს მხოლოდ მეტიჩრობა იყო: როდესაც სიმღერა გადავიდა ბრიჯზე, მან დაიწყო ყმუილი. მასთან (ქალთან) კავშირი კვლავ ჰქონდა და ამის გამო სირცხვილი აწუხებდა.[4]

ბლუზის ისტორიკოსი დევიდ ევანსი ბლენდზე ასე საუბრობს: „აბსოლუტური დამცირების ილუსტრაცია ამ შემაშინებელ აფექტში, ყოველივე ისე ჟღერს, თითქოს იგი საკუთარ თავს ან სხვას რამეს დაუშავებს. ეს არის მძლავრი სოულ-ბლუზი საუკეთესო სახით.“[3]

გამოცემები და ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„I Pity the Fool“ იყო პირველი სინგლი ალბომიდან Two Steps from the Blues. იგი მოხვდა „ბილბორდის“ ჩარტში Hot R&B Sides 1961 წლის თებერვალში, სადაც პირველ ადგილამდე მიაღწია.[5] სინგლი აგრეთვე მოხვდა Billboard Hot 100-ის 43-ე პოზიციაზე.[5] როგორც ბლენდის ერთ-ერთი წარმატებული სიმღერა, იგი შეტანილია რამდენიმე კომპილაციურ ალბომში, როგორიც არის Bobby Bland: I Pity the Fool – The Duke Recordings, Vol. One (1992).

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯო სკოტი – საყვირი[6]
  • მელვინ ჯექსონი – საყვირი
  • პლუმა დეივისი – ტრომბონი
  • რობერტ სკინერი – ტენორული საქსოფონი
  • ლ. ა. ჰილი – ტენორული საქსოფონი
  • რეიფილდ დევერსი – ბარიტონული საქსოფონი
  • ტედი რეინოლდსი – პიანინო
  • უეინ ბენეტი – გიტარა
  • ჰემპ სიმონსი – ბასი
  • ჯონ „ჯებო“ სტარკსი – დასარტყმელი საკრავები
  • უცნობი შემსრულებელი – ფლეიტა, გუნდი, სიმებიანი საკრავები

The Manish Boys-ს ვერსია (დევიდ ბოუი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„I Pity the Fool“
სინგლი  – The Manish Boys
B-მხარე „Take My Tip“
გამოსვლის თარიღი მარტი 5, 1965 (1965-03-05)
ფორმატი 7"
ჩაიწერა 15 იანვარი, 1965
ჟანრი რიტმ-ენდ-ბლუზი, ბლუზ-როკი
ხანგრძლივობა 2:08
ლეიბლი Parlophone (#R5250)
სიმღერის ავტორი დედრიკ მელოუნი (მითითებულია),[1] ჯო მედუიკი (ნამდვილი)[2]
პროდიუსერი შელ ტელმი
დევიდ ბოუის სინგლები – ქრონოლოგია

„Liza Jane“
(1964)
I Pity the Fool
The Manish Boys
(1965)
„You've Got a Habit of Leaving“
(1965)

ფსევდონიმით The Manish Boys სიმღერა დევიდ ბოუიმ 1965 წელს გამოსცა. ჩანაწერის პროდიუსერია შელ ტელმი, რომელიც ჯგუფებთან The Who და The Kinks მუშაობდა. სიმღერაში გიტარის სოლოს ასრულებს ჯიმი პეიჯი, რომელიც ტელმის სესიური მუსიკოსი იყო.

ამ სესიების დროს პეიჯმა ბოუის შესთავაზა გიტარის რიგი, რომელიც მანამდე ვერსად გამოიყენა. ბოუიმ მოგვიანებით იგი გაიმეორა სხვა სიმღერებში – „The Supermen“ (1970)[7] და „Dead Man Walking“ (1997).[8]

სინგლის b-მხარე, „Take My Tip“ იყო დევიდ ბოუის (დეივი ჯოუნსის ფსევდონიმით) პირველი საავტორო სიმღერა.[9]

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც სინგლის A, ასევე B-მხარე EMI-მ ბრიტანეთში 1979 წლის მარტში გამოსცა 7" სინგლის ერთ მხარეზე. B-მხარეზე წარმოდგენილი იყო „You've Got a Habit of Leaving“ და „Baby Loves That Way“. ეს ვერსია კიდევ ერთხელ, 1982 წლის ოქტომბერში გამოვიდა ლეიბლ See For Miles Records-ზე და 1985 წლის ივნისში 12" სურათიან დისკზე. 1982 წლის ხელახალი გამოცემის გამო 1979 წლის ვერსია გაყიდვიდან გაქრა და საკოლექციო იშვიათობად იქცა. ორივე სიმღერა შეტანილია კომპილაციაში Early On (1964-1966) (1991), მაგრამ ორივე მათგანში წარმოდგენილია ვოკალების ალტერნატიული ჩანაწერები.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დევიდ ჯოუნსი – ვოკალი, ალტო-საქსოფონი
  • ჯონი ფლაქსი – წამყვანი გიტარა
  • ჯიმი პეიჯი – გიტარა
  • ჯონ უოტსონი – ბას-გიტარა
  • მიკ უაიტი – დასარტყმელი საკრავები
  • ბობ სოლი – ორგანი
  • ვულფ ბირნი – ბარიტონული საქსოფონი, ჰარმონიკა
  • პოლ როდრიგესი – ტენორული საქსოფონი, საყვირი
  • შელ ტელმი – პროდიუსერი

სხვა შემსრულებლების ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Paul Butterfield Blues Band-ის ვერსია შეტანილია ალბომში The Resurrection of Pigboy Crabshaw (1967).
  • სტივი უანდერის ვერსია შეტანილია ალბომში I Was Made to Love Her (1967).
  • ენი პიბლზის 1971 წლის ვერსია „ბილბორდის“ R&B ჩარტის #18 პოზიაზე მოხვდა, ისევე, როგორც ცხელი ასეულია 85-ე პოზიციაზე.
  • სინდი ლოპერის მიერ სიმღერა 1993 წელს შესრულდა The Jack Dee Show-ში.
  • რობერტ კრეის ვერსია, ჩაწერილი შიმიკია კოუპლენდთან ერთად გამოვიდა ალბომზე Martin Scorsese Presents The Blues (2003). იგი გამოყენებულია როგორც საუნდტრეკი ანტუან ფუკუას დოკუმენტური ფილმისთვის „ელბა ბოთლში“ (საუნდტრეკი აშშ-ში 2004 წლის სექტემბერში გამოიცა).
  • Tedeschi Trucks Band-ის საკონცერტო ვერსია შეტანილია ალბომის Let Me Get By დელუქს-გამოცემაში (2016).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ჰოგანი, ედ. დედრიკ მელოუნი – ბიოგრაფია. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 ვუდი, როჯერ (2012). Handbook of Texas Music, მეორე, College Station, Texas: Texas A&M University Press, გვ. eBook. ISBN 978-0876112977. 
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 ფარლი, ჩარლზ (2011). Soul of the Man: Bobby "Blue" Bland. ჯექსონი, მისისიპი: University Press of Mississippi, გვ. 88, 92. ISBN 978-1604739206. 
  4. ო'ლირი, კრის (2015). Rebel Rebel: All the Songs of David Bowie From '64 to '76. John Hunt Publishing. ISBN 978-1780997131. 
  5. 5.0 5.1 უიტბერნი, ჯოელ (1988). Top R&B Singles 1942–1988. Record Research, გვ. 45. ISBN 0-89820-068-7. 
  6. Blues Records 1943-1970, Vol. 1 A to K, Mike Leadbitter & Neil Slaven (Record Information Services)
  7. ნიკოლას პეგი (2000), The Complete David Bowie, გვ.209–210.
  8. "Changes 2.1", ჯო გორი, Guitar Player magazine, ივნისი 1997, გვ. 45–58.
  9. დევიდ ბაკლი (1999), Strange Fascination - David Bowie: The Definitive Story, გვ. 29
წინამორბედი:
„Pony Time“ - ჩაბი ჩეკერი
„ბილბორდის“ Hot R&B Sides-ის #1 სინგლი (ბობი ბლენდის ვერსია)
27 მარტი, 1961
შემდეგი:
„Blue Moon“ - The Marcels
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=I_Pity_the_Fool&oldid=3516325“-დან