I Am a Ukrainian

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კადრი ვიდეოდან

„I Am a Ukrainian“ (ქართ. მე უკრაინელი ვარ) — ინტერნეტ ვირუსული ვიდეო, რომელიც პირველად 2014 წელს YouTube-ზე გამოქვეყნდა. ვიდეოში ნაჩვენებია ახალგაზრდა უკრაინელი ქალი რომელიც მხარს უჭერს 2014 წლის უკრაინის რევოლუციას. ფილმის ავტორი გრემ მიტჩელია. იმავე წლის მარტის ბოლოს ვიდეოს უკვე 8 მილიონამდე ნახვა ჰქონდა.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე[1] თავდაპირველად ქალის ვინაობა უცნობი იყო[2], მაგრამ საბოლოოდ მისი ვინაობა ცნობილი გახდა. ვიდეოში გადაღებული ახალგაზრდა ქალი კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის უკრაინული ლიტერატურის ფაკულტეტის დოქტორანტი იულია მარუშევსკაია აღმოჩნდა[3]. მარუშევსკაიამ და ბრიტანელმა ფოტოგრაფმა გრემ მიტჩელმა ეს ვიდეო 22 იანვარს ხუთი ადამიანის დაღუპვის შემდეგ გადაიღეს, რომელთაგან სამი ცეცხლსასროლ იარაღს ემსხვერპლა[3][4]. მარუშევსკაია გრძნობდა, რომ მას ევრომაიდანისთვის უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა და იმედგაცრუებული იყო საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით უცხოელების ქცევით[3]. მას სურდა მაყურებლებისთვის ეთქვა, რომ უკრაინელებს საკუთარი ხელისუფლების შეცვლა ქვეყანაში არსებული უკონტროლო კორუფციის გამო უნდოდათ[3][5]. მათ გადაიღეს ინგლისურენოვანი[6] ვიდეო რომლის ხანგრძლივობაც 2 წუთი და 4 წამია[5]. 2015 წლის ივლისში ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იულია მარუშევსკაია ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მანამდე იულია მარუშევსკაიამ ჰარვარდისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში გაიარა პრაქტიკა[7].

პოპულარობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიდეო YouTube-ზე 2014 წლის 10 თებერვალს აიტვირთა[3]. 19 თებერვლის მონაცემებით, ვიდეომ 3,5 მილიონი ნახვა დააგროვა[6]. 21 თებერვალს მას უკვე 5,2 მილიონი ნახვა ჰქონდა[5], 22 თებერვალს 6 მილიონი[8], ხოლო 27 თებერვალს ნახვების რაოდენობამ 7 მილიონი შეადგინა[9]. 2015 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ვიდეომ 8,5 მილიონი ნახვა მოაგროვა.

ვიდეომ მთლიანობაში დადებითი გამოხმაურება მიიღო, 10 000-ზე მეტი მხარდამჭერი კომენტარით[5][6][8]. 21 თებერვლისთვის ვიდეოს 70 000 „მოწონება“ და 4 000 „არმოწონება“ ჰქონდა[5]. ნაკლები ხმა მოწინააღმდეგეებს ჰქონდათ, რომლებიც რევოლუციას ეწინააღმდეგებოდნენ და ამ ყოველივეს ძალიან ცალმხრივად მიიჩნევდნენ[6][8]. ის ასევე კრიტიკის ობიექტი გახდა ნაწარმის პროფესიული ღირებულებების კუთხით და შედარება კეთდებოდა ვირუსულ ვიდეო Kony 2012-თან რომელმაც მაყურებელი შეაცდინა[8][9].

BBC News-ის შეფასებით, 2014 წლის უკრაინის რევოლუციის დროს ამ ვიდეომ ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა[6]. ასევე მიმდინარეობდა მუშაობა სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმზე იულიასა და უკრაინის პროგრესზე მისი ვიდეოდან ერთი წლის შემდეგ[10].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deborah Stambler. (2014-02-14) I Am a Ukrainian: Can You Be Viral and Anonymous? | Deborah Stambler. Huffingtonpost.com. ციტირების თარიღი: 2014-03-25.
  2. André Crous, ‘We want to be free’ დაარქივებული 2014-03-24 საიტზე Wayback Machine. , Prague Post, (19 February 2014).
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Jim Hoft, Yulia Marushevska: Ukrainian Activist’s YouTube Video Viewed 7.8 Million Times, The Gateway Pundit, (March 14, 2014).
  4. "Ukrainian Woman's YouTube Video Goes Viral" Voice of America. 2014-04-01.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Central New York. Viral video 'I Am a Ukrainian' generates millions of views, many fans, some critics. syracuse.com. ციტირების თარიღი: 2014-03-25.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 BBC Trending. (2014-02-20) BBC News - #BBCtrending: 'I am a Ukrainian' protest video goes viral. BBC. ციტირების თარიღი: 2014-03-25.
  7. "Yulia Marushevska Deputy Head of the Odessa Regional State Administration" Facebook. 2015-07-09
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Questions Raised Over The 'I Am a Ukrainian' Video. Neon Tommy (2014-02-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-05. ციტირების თარიღი: 2014-03-25.
  9. 9.0 9.1 Mass protests in Ukraine: Tracking America’s hand in regime change | Celebrating Being Zimbabwean. Thepatriot.co.zw (2014-02-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-25. ციტირების თარიღი: 2014-03-25.
  10. "I Am a Ukrainian: The Movie" Official Website. Retrieved on March 31, 2014.