შინაარსზე გადასვლა

iPad 2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შემქმნელი Apple Inc.
მწარმოებელი Foxconn
ტიპი პლანშეტური კომპიუტერი
გამოშვების თარიღი 11 მარტი - 27 მაისი 2011
ოპერაციული სისტემა ორიგინალური: iOS 4.3
მიმდინარე: iOS 9.0
კვება შიდა, არ იხსნება, Lithium-Ion-ის პოლიმერული ბატარეა
პროცესორი 1 GHz dual-core ARM Cortex-A9
მეხსიერება 512 MB DDR2 (1066 მბ/წ RAM)[1]
მეხსიერების საცავი 16 გბ (32 გბ და 64 GB აღარ არის ხელმისაწვდომი)
(ფლეშ-მეხსიერება)[2]
მონიტორი 250 მმ, 4:3
წინა iPad (პირველი თაობა)
შემდეგი iPad (მესამე თაობა)
დაკავშირებული სტატიები iPad, iPhone, iPod touch (შედარება)
საიტი www.apple.com/ipad/ საიტზე Wayback Machine (არქივირებულია ივლისი 19, 2011)

iPad 2iPad-ის მეორე თაობა, პლანშეტური კომპიუტერი, რომელიც არის პროექტირებული, განვითარებული და ბაზარზე გატანილი Apple Inc.-ის მიერ. იგი, უპირველეს ყოვლისა არის აუდიო/ვიდეოების, ახალი ამბების, ფილმების, მუსიკის, თამაშების, პრეზენტაციისა და წიგნების პლადფორმა და ხელმისაწვდომია შავი თუ თეთრი დიზაინით. iPad 2-ს აქვს Lithium-Ion-ის პოლიმერული ბატარეა, რომლითაც შესაძლებელია მოწყობილობით 10 საათის განმავლობაში. მას აგრეთვე აქვს Dual core Apple A5-ის პროცესორი, ფრონტალური VGA და 720 პიქსელიანი ეკრანი. უკანა კამერები განკუთვნილია FaceTime ვიდეო გზავნილებისთვის.

მისაწვდომი მოწყობილობები: iPad 16 GB, iPad 32GB, iPad 64GB და კავშირის ორი ვარიანტი, Wi-Fi და Wi-Fi + ფიჭური. Apple iPad 2-ს 3 წელი უზრუნველყოფდა მხარდაჭერით და დღესაც უზრუნველყოფს iOS 8-ით.

Apple-მა iPad 2 2011 წლის 2 მარტს გამოუშვა, ხოლო ორიგინალური iPad-ის წარმოება შეწყდა მას შემდეგ, რაც დამთავრდა iPad 2-ის პრეზენტაცია. მოწყობილობის გაყიდვა დაიწყო 11 მარტს ონლაინ და რეალურ მაღაზიებში, აშშ-ში.

Apple-ის გამოგონება გამოქვეყნდა 2 მარტს, 2011, დაიწყო გაყიდვა საიტით და საცალო მაღაზიებში წლის 11 მარტს, 25 სხვა ქვეყანაში იგი 26 მარტს გამოვიდა, მათ შორის დასავლეთ ევროპაში, ავსტრალიასა და კანადაში. Apple-მ განაცხადა, რომ iPad 2-ს გამოუშვებდა ჰონკონგში, სამხრეთ კორეაში, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში, 2011 წლის 29 აპრილს. მოწყობილობამ დადებითი შეფასებები მიიღო. Apple-მა პირველ თვეში  2.4-2.6 მლნ. მოწყობილობა გაყიდა, აგრეთვე იგი წარმატებით იყიდებოდა 2011 წლის მესამე კვარტალში (11120000 ერთეული)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: IPad 2

  1. Siegler, MG. TechCrunch Review – The iPad 2: Yeah, You’re Gonna Want One. TechCrunch. AOL. ციტირების თარიღი: March 10, 2011.
  2. Technical specifications and accessories for iPad 2. Apple (January 27, 2010). ციტირების თარიღი: June 30, 2012.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=IPad_2&oldid=4652805“-დან