IC 1101

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
IC 1101

IC 1101-ის ფოტომეტრული სურათი დევიდ აგილარისგან
დაკვირვების მონაცემები
ეპოქა: J2000
თანავარსკვლავედი: ქალწულის თანავარსკვლავედი
პირდაპირი ასვლა: 15სთ 10წთ 56,1წმ[1]
დახრილობა: +04° 44′ 41″[1]
წითელი წანაცვლება: 23370 ± 30 კმ/წმ[1]
მანძილი: 1,07 გიგასინათლის წელიწადი
სპექტრული ტიპი: E3[1]
ვარსკვლავიერი სიდიდე: 14,7[1]

IC 1101 — ზეგიგანტი ელიფსური გალაქტიკა გალაქტიკათგროვა Abell 2029-ში, რომელიც დაახლოებით 1,07 მილიარდი სინათლის წლითაა (309 მეგაპარსეკი) დედამიწას დაშორებული.

მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალაქტიკა ზეგიგანტ ელიფსურ(E)-ლინზისებურადაა(S0)[2] კლასიფიცირებული და A2029-ში ყველაზე კაშკაშა გალაქტიკაა.[3][4] გალაქტიკის მორფოლოგიური ტიპი საკამათო თემაა, რადგან არსებობს იმის შანსი, რომ მას დისკოს ფორმა ჰქონდეს, მაგრამ დედამიწიდან სხვა კუთხით ჩანს. თუმცა, ლინზისებრი გალაქტიკების უმეტესობის ზომა 50 000-დან 120 000 სინათლის წელიწადს აღწევს. ამ გალაქტიკაში 100 ტრილიონი (1014) ვარსკვლავი ბინადრობს. მისი დიამეტრი 6 მილიონი სინათლის წელიწადია.

უმეტესი დიდი გალაქტიკების მსგავსად IC 1101 დასახლებულია მეტალით მდიდარი უამრავი ვარსკვლავით, რომლებიც შესაძლოა მზეზე 7 მილიარდი წლით ხნიერი იყოს, რის გამოც ის ოქროსფერია. მის ცენტრში რადიოტალღების კაშკაშა წყაროა, რომელიც ზემასიურ შავ ხვრელთან ასოცირდება.

აღმოჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალაქტიკა 1790 წლის 19 ივნისს ბრიტანელმა ასტრონომმა ფრედერიკ უილიამ ჰერშელ I-მა აღმოაჩინა. ის კატალოგში ჯონ ლუის ემილ დრეიერმა 1895 წელს, თითქმის 100 წლის შემდეგ, შეიტანა, როგორც ვარსკვლავთგროვებისა და ნისლეულების ინდექსური კატალოგის 1101-ე ობიექტი. აღმოჩენისას ის ნისლეული ეგონათ. შემდგომში ედუინ ჰაბლის 1932 წლის აღმოჩენის მიხედვით, „ნისლეულები“ სინამდვილეში დამოუკიდებელი გალაქტიკები იყო. ობიექტების შემდგომი ანალიზით დადგინდა, რომ IC 1101 დამოუკიდებელი გალაქტიკებიდან ერთ-ერთი იყო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 NASA/IPAC Extragalactic Database. Results for IC 1101. ციტირების თარიღი: 11 November 2006.
  2. Data for IC 1101. SIMBAD Astronomical Database.
  3. http://arxiv.org/PS_cache/astro-ph/pdf/0209/0209205v2.pdf
  4. Uson, Juan M.; Boughn, Stephen P.; Kuhn, Jeffrey R. (October 1990). „The central galaxy in Abell 2029 - an old supergiant“. Science. 250 (4980): 539–540. Bibcode:1990Sci...250..539U. doi:10.1126/science.250.4980.539.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=IC_1101&oldid=4575775“-დან