სურნელოვანი ჰიგროფორუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Hygrophorus agathosmus)
სურნელოვანი ჰიგროფორუსი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ჰიგროფორუსისებრნი
გვარი:  ჰიგროფორუსი
სახეობა:  სურნელოვანი ჰიგროფორუსი
ლათინური სახელი
Hygrophorus agathosmus (Fr.) Fr., 1838

სურნელოვანი ჰიგროფორუსი (ლათ. Hygrophorus agathosmus) — ჰიგროფორუსის გვარის სოკო[1][2] ჰიგროფორუსისებრთა ოჯახისა.

ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში. იზრდება ზაფხულ-შემოდგომით, წიწვოვან, ასევე ფიჭვიან და ნაძვიან შერეულ ტყეებში.

დაბალი ხარისხის საჭმელი სოკოა. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სოკოს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება, რომელიც აფერხებს პათოგენური მიკრობების ზრდას ადამიანის ორგანიზმში.[3]

სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1815 წელს როგორც Agaricus agathosmus.[4]

სამეცნიერო სინონიმები

  • Agaricus agathosmus Fr., 1815basionym
  • Agaricus cerasinus Berk., 1836
  • Hygrophorus cerasinus (Berk.) Berk., 1860
  • Limacium agathosmum (Fr.) Wünsche, 1877
  • Limacium pustulatum var. agathosmum (Fr.) P.Kumm., 1871

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული სოკოს ქუდის დიამეტრი (2)4-8(10) სმ-მდე აღწევს, ამოზნექილია, შემდგომში ბრტყლად ამოზნექილი, შეკეცილი კიდეებით, წებოვანი და ლორწოვანი, განსაკუთრებით ტენიან ამინდში. ნაცრისფერ-მოყვითალო, მომწვანო ან ნაცრისფერ-მურა, ზოგჯერ ზეთისხილისფერი შეფერილობის. შუაში მოთეთროა, წერტილოვან-მარცვლოვანი, კიდეები ღია ფერის.

ფირფიტები — მეჩხერი, ცვილისებრი, ფეხთან შეზრდილი, შემდეგ ფეხზე დაშვებული, თეთრი, სიბერეში ოდნავ ნაცრისფერდება.

რბილობი მოთეთრო, ან მკრთალი ნაცრისფერი, რბილი. მწარე ნუშის მსგავსი მძაფრი სუნითა და მტკნარი გემოთი.

ფეხის სიგრძე — 4-10(16) სმ, სისქე — 0,6-1,5(2) სმ, ცენტრალური, ცილინდრული, მშრალი ან ნოტიო, არალორწოვანი, თეთრი, სიბერეში მონაცრისფრო, ქუდისკენ დაფარულია წვრილი წერტილოვანი ნაცრისფერი ქერცლებით.

სპორების ფხვნილი თეთრი ფერისაა. სპორები 8-11×3,5-7 მკმ, ელიფსისებური, გლუვი. ბაზიდიუმი ოთხსპორიანი, 50-65×6—8 მკმ. ცისტიდები არ გააჩნია.

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hygrophorus pustulatus — ვიზუალურად მსგავსია, ასევე ახასიათებს ნუშის მწარე გემო, თუმცა განსხვავდება სპორების დიდი ზომით.
  • Hygrophorus hyacinthinus — განსხვავდება სუმბულის მსგავსი სუნით, ასევე მცირე ზომითა და შიშველი ფეხით.
  • Hygrophorus secretanii — მსგავსი სუნი აქვს, განსხვავდება მოყავისფრო შეფერილობითა და სპორების ზომით.
  • Hygrophorus marzuolus — ვიზუალურად მსგავსია, თუმცა განსხვავდება შედარებით მცირე ზომის სპორებითა და დამახასიათებელი სუნის არ ქონით.[5]

გავრცელება და ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში. იზრდება ზაფხულ-შემოდგომით, წიწვოვან, ასევე ფიჭვიან და ნაძვიან შერეულ ტყეებში. ზოგჯერ ქმნის „ქაჯის წრეს“.[6]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Taxonomy Index Fungorum, წაკითხვის თარიღი 24 იანვარი, 2021
  2. Taxonomy Mycobankk, წაკითხვის თარიღი 24 იანვარი, 2021
  3. Yamac M, Bilgili F (2006). „Antimicrobial activities of fruit bodies and/or mycelial cultures of some mushroom isolates“. Pharmaceutical Biology. 44 (9): 660–67. doi:10.1080/13880200601006897. S2CID 46436892.
  4. Fries EM (1815). Observationes mycologicae. Copenhagen: Havniae, გვ. 16–17. ციტირების თარიღი: 2010-01-01. 
  5. (1963) North American species of Hygrophorus. Knoxville, USA: University of Tennessee Press. 
  6. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 87, ISBN 99940-856-1-1.