შინაარსზე გადასვლა

Horizon Zero Dawn

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Horizon Zero Dawn
დეველოპერ(ებ)ი Guerrilla Games
გამომცემელი Sony Interactive Entertainment
დისტრიბუტორი Softclub
სერია Horizon
ძრავა Decima
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი
ჟანრ(ებ)ი მოქმედებითი სათავგადასავლო როლური
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი მათეის დე იონე (Mathijs de Jonge)
პროდიუსერ(ებ)ი Lambert Wolterbeek Muller
კომპოზიტორი Joe Henson, Joris De Man და Alexis Smith
ლიცენზია proprietary license
საიტი ოფიციალური გვერდი

Horizon Zero Dawn (ქართ. ჰორიზონტი ნულოვანი განთიადი) - ღია მსოფლიოს (ინგლ. Open World) მოქმედებითი, სათავგადასავლო, როლური ვიდეო თამაში "ინტერაქტიური კინოს" ელემენტებით შემუშავებული ნიდერლანდური, დეველოპერული სტუდიის Guerrilla Games-ის და გამოცემული Sony Interactive Entertainment-ის მიერ PlayStation 4 კონსოლისთვის 2017 წელს.

სიუჟეტი მოგვითხრობს ნორას ტომის ახალგაზრდა, მონადირე გოგონას ელოის (Aloy) შთამბეჭდავ ისტორიას რომელიც მიმდინარეობს 31-ე საუკუნეში. ელოის მიზანია მის წარსულში გარკვევა და გაგება თუ ვინ იყვნენ მისი მშობლები. მოქმედებები ვითარდება პოსტ აპოკალიფსურ მსოფლიოში რომელიც მოიცავს შეერთებული შტატების (US) ტერიტორიას "ყოფილ" კოლორადოს და იუტას შტატებს. მოთამაშეს საშუალება ეძლევა გამოიყენოს შორს მსროლი იარაღები, შუბი და ფარულობა მექანიკურ არსებებთან და მტრის სხვა ძალებთან საბრძოლველად. უნარების ხე მოთამაშეს აძლევს ახალ შესაძლებლობებს და პრემიებს. მოთამაშეს შეუძლია გამოიკვლიოს ღია მსოფლიო: სხვადასხვა ტომის სოფლების, ქალაქების; "ძველების" ნასახლარების; რობოტების ქარხნების აღმოსაჩენად და გვერდითი ქვესტების შესასრულებლად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]