Hold My Liquor (სიმღერა)
| „Hold My Liquor“ | |
|---|---|
|
| |
| — კანიე უესტი | |
| ალბომიდან Yeezus | |
| ენა | ინგლისური |
| გამოსვლის თარიღი | 18 ივნისი, 2013 |
| ჟანრი | ჰაუსი |
| ხანგრძლივობა | 5:26 |
| ხმისჩამწერი ლეიბლი | |
| ავტორ(ებ)ი |
|
| პროდიუსერი |
|
Hold My Liquor – ამერიკელი რეპერ კანიე უესტის სიმღერა, მისი მეექვსე სტუდიური ალბომიდან Yeezus (2013). პროდიუსერები ძირითადად უესტი და მისი დიდი ხნის თანამშრომელი, მაიკ დინი არიან, რომელიც ასევე გიტარის სოლოს ასრულებს, დამატებითი პროდიუსერები კი Arca და Noah Goldstein არიან. სიმღერაში ვოკალის ნაწილი ეკუთვნით რეპერ Chief Keef-სა და მომღერალ-სიმღერების ავტორ ჯასტინ ვერნონს.[1] ეს არის ჰაუს ბალადა, რომელიც აგებულია პულსირებად სინთეზატორულ რიტმზე მეტალის ხმებით. სიმღერაში უესტი შემთხვევით ხვდება ყოფილი შეყვარებულის სახლში, უგუნური სქესობრივი აქტისათვის, ტექსტი კი შეიცავს მინიშნებებს ნარკოტიკების მოხმარებაზე, ურთიერთობებსა და თვითშეფასებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.[2]
სიმღერამ მუსიკალური კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, რომლებმაც შეაქეს მისი ინსტრუმენტული ვერსია, უესტის ვერსი, დინის გიტარის სოლო და ვერნონისა და Chief Keef-ის შესრულება; ერთ-ერთმა მიმომხილველმა სიმღერა 2013 წლის საუკეთესო სიმღერების სიაში შეიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა სინგლის სახით არ გამოსულა, მან მოახერხა შეერთებულ შტატებში ბილბორდის Bubbling Under Hot 100, Hot R&B/Hip-Hop Songs ჩარტებში მოხვედრა.[3] ვესტმა სიმღერა შეასრულა Yeezus-ის ტურნესა და გლასტონბერის ფესტივალზე 2015 წელს. ლორდემ და CEO-მ ქავერ ვერსიად შეასრულეს 2013 წელს.[4][5]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kanye West Almost Cut Chief Keef and Justin Vernon From Yeezus. The FADER (June 11, 2013). ციტირების თარიღი: December 8, 2018
- ↑ Jeffries, David. Yeezus – Kanye West. AllMusic. ციტირების თარიღი: June 19, 2013
- ↑ „Kanye West, 'Yeezus': Track-by-Track review“. Billboard. June 14, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 24, 2018. ციტირების თარიღი: August 27, 2019.
- ↑ Young, Alex. (September 9, 2013) Lorde covers Kanye West's "Hold My Liquor". Consequence of Sound. ციტირების თარიღი: December 8, 2018
- ↑ Battan, Carrie. (December 9, 2013) Listen: ceo Covers Kanye West's "Hold My Liquor". Pitchfork. ციტირების თარიღი: December 8, 2018
- Music infoboxes with unknown value for type
- 2013 წლის სიმღერები
- სიმღერები წლების მიხედვით
- სიმღერები შემსრულებლის მიხედვით
- კანიე უესტი
- კანიე უესტის სიმღერები
- სიმღერები ქვეყნების მიხედვით
- ამერიკული სიმღერები
- სიმღერები ჟანრის და შემსრულებლის ეროვნების მიხედვით
- ელექტრონული მუსიკა
- სიმღერები კანიე უესტის პროდიუსერობით
- სიმღერები მაიკ დინის პროდიუსერობით
- ჰაუს მუსიკა