Hey You (პინკ ფლოიდის სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Hey You“
სიმღერა - პინკ ფლოიდი, ალბომიდან The Wall
გამოიცა Pink Floyd Music Publishers Ltd
გამოსვლის თარიღი 30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი)
8 დეკემბერი 1979 (აშშ)
ჩაიწერა აპრილი-ნოემბერი, 1979
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 4:41
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი)
Columbia Records (აშშ)/Capitol Records (აშშ)
ავტორი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი
The Wall - სიმღერები
Echoes: The Best of Pink Floyd სიმღერების სია

Hey You“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის რიგით პირველი სიმღერა 1979 წლის კონცეპტუალური ალბომის The Wall მეორე დისკიდან[1][2]. მისი ავტორია როჯერ უოტერსი.

კომპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპოზიცია იწყება აკუსტიკური გიტარის სოლოთი, რომელიც კლასიკურ სტილში დევიდ გილმორის მიერ სრულდება. სიმღერის ვოკალური ნაწილის დიდი რაოდენობა სრულდება გილმორის, ხოლო უკანასკნელი სტროფი - როჯერ უოტერსის მიერ. დევიდი აგრეთვე უკრავს ბას-გიტარაზე.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Wall არის ამბავი პინკის შესახებ, რომელიც არის საზოგადოებისგან გაუცხოებული როკ-ვარსკვლავი. იგი საზოგადოებისგან ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის, წარმოსახვითი კედლის სახით.

ამ სიმღერაში პინკი ხვდება, რომ დაუშვა შეცდომა და ცდილობს გარე სამყაროსთან ურთიერთობის აღდგენას. თუმცა, იგი კედლის მიღმა ვერაფერს ხედავს. პინკი სულ უფრო და უფრო სასოწარკვეთილი ხდება, როდესაც ხვდება, რომ გამოსავალი არ არის.

როჯერ უოტერსი:

პინკი მზად არის, მიიღოს ჭიები. ეს არის ჩვენში გახრწნის, უარყოფითი ძალების სიმბოლო. ისინი ჩნდებიან, როდესაც ცხოვრებაში იმედი არ რჩება.

საკონცერტო ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა სრულდებოდა ჯგუფის 1980-1981 და 1994 წლების კონცერტებზე. იგი აგრეთვე შესრულდა როჯერ უოტერსის მიერ, ბერლინში, 1990 წელს და ტურნეებში The Pros and Cons of Hitch Hiking და The Wall Live.

სხვა ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ „Hey You“ არ ჟღერს, თუმცა ფილმისათვის მომზადებული ვერსია შეტანილია DVD-გამოცემის დამატებით მასალებში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.