Havok

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Havok logo.png
მწარმოებელი Havok (Microsoft)
ბოლო გამოშვება 2011.2.0 / 14 სექტემბერი, 2011
ოს Windows, Windows RT, Windows Phone, Unix[1], Linux, Android[2] OS X, iOS
პლატფორმა Xbox, Xbox 360, Xbox One, PS2, PS3, PS4, PSP, PSVITA, GameCube, Wii, Wii U
ლიცენზია კერძო პროგრამული უზრუნველყოფა
საიტი ოფიციალური საიტი

Havok Physics (უფრო მეტად ცნობილი როგორ Havok) —კროსპლატფორმული ფიზიკური ძრავა შემუშვებული ირლანდიური კომპანია Havok-ის მიერ. ძრავა ქმნის ფიზიკური ურთიერთქმედების სიმულაციას, რაც თამაშის სამყაროს წარმოაჩენს გაცილებით რეალისტურად.

2007 წლის 14 სექტემბერს Havok შეიძინა კომპანია Intel-მა.[3] 2008 წელს, Technology & Engineering Emmy Awards-ის 59-ე ცერემონიაზე Havok დაჯილდოვდა ელქტრონული გართობის დარგში ფიზიკური ძრავების დახვეწა-განვითარებისთვის. 2015 წლის 2 ოქტომბერს ძრავა შეიძინა კომპანია Microsoft-მა.[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანია Havok დაარსდა ქალაქ დუბლინში (ირლანდია) 1998 წელს ჰიუ რეინოლდისა და სტივენ კოლინსის მიერ.

Havok-ის პირველი ვერსია SDK წარდგენილი იქნა Game Developers Conference-ზე 2000 წელს.

2007 წლის 14 სექტემბერს კომპანია Intel-მა განაცხადა Havok-ის შეძენის შესახებ.[5].

2008 წლის იანვარს ამერიკის სატელევიზიო მეცნიერებისა და ხელოვნების ნაციონალურმა აკადემიამ გადასცა ემის ჯილდო "საუკეთესო ფიზიკური ძრავის" ნომინაციაში.[6].

2008 წლის 1 ივნისს Havok-მა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რის მიხედვითაც ითანამშრომლებდა კომპანია AMD-სთან და დაეხმარებოდა ATI Radeon-ის გრაფიკული ბარათებისა და ცენტრალური პროცესორების ოპტიმიზაციაში.[7].

2009 წელს უბისოფტმა ხელი მოაწერა ხელშეკრეულებას Havok-თან, რის თანახმადაც Havok-ის ძრავა გამოყენებული იქნება უბისოფტის თამაშებში მრავალი წლის გნმავლობაში.[8].

2009 წელს გამოვიდა ძრავის მე-7 ვერსია.

2011 წელს შემუშავებული იქნა 3D გრაფიკული ძრავი სახელწოდებით Havok Vision Engine.

2015 წლის 2 ოქტომბერს Microsoft-მა ინტელისგან შეიძინა Havok.[9]

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს პირველი SDK ვერსიის წარდგენის შემდეგ ძრავა გამოიყენებული იქნა 150-მდე ვიდეო თამაშში. თუმცა იგი არა მხოლოდ ვიდეო თამაშებში, არამედ სასწავლო სიმულატორებში გამოიყენება, მაგალითისთვის როგორიც არის მართვის სიმულატორი 3D ისტრუქტორი, რომელიც განკუთვნილი არის მოძრაობის წესების შესასწავლად.

Havok ასევე გამოიყენება კომპანია Autodesk Media & Entertainment-ის პროგრამულ პაკატებში, როგორებიც არის 3DS Max და Maya.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Business Wire (via Yahoo press). (2012)Havok™ to Showcase Full Technology Suite for Windows 8, Windows RT and Windows Phone 8 at Microsoft’s Build 2012. Yahoo press. წაკითხვის თარიღი: 2012-11-07.
  2. Engadget. (2011)Havok physics engine comes to Android 2.3, demoed on Xperia Play. Engadget. წაკითხვის თარიღი: 2011-03-05.
  3. Intel Corp. (2007)Intel To Acquire Havok. Intel Corp. წაკითხვის თარიღი: 2009-09-09.
  4. Havok to join Microsoft (2015-10-02). წაკითხვის თარიღი: 2015-10-02.
  5. Intel To Acquire Havok. Intel Corporation (14 სექტემბერი, 2007). წაკითხვის თარიღი: 2007-09-15.
  6. AG // Игровые новости за 8 января 2008 года, вторник.
  7. Havok — Home.
  8. Павел Шубский. Ubisoft задействует Havok для физических спецэффектов. იგრომანია. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-11. წაკითხვის თარიღი: 9 ოქტომბერი, 2009.
  9. Microsoft-მა ინტელისგან შეიძინა Havok-ის ძრავა. 3DNews. წაკითხვის თარიღი: 05.10.2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Havok&oldid=3392031“-დან