Halcyon (კონსოლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Halcyon
RDI Halcyon.jpg
მწარმოებელი RDI Video Systems
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მესამე თაობა
გამოშვების თარიღი დაგეგმილი იყო 1985 წელს
მედია LaserDisc
პროცესორი Z80
შეტანა ხმოვანი ბრძანებები, მემბრანული კლავიატურა

RDI Halcyon Laserdisc System (უფრო მეტად ცნობილი როგორც Halcyon) — მესამე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი კომპანია RDI Video Systems-ის მიერ. გამოშვება დაგეგმილი იყო 1985 წლის იანვარში, მაგრამ ინვესტორების მხრიდან დაფინანსების შეწყვეტის გამო გამოცემა არ შედგა. მახასიათებლების დემონსტრაციისთვის სულ გამოვიდა რამდენიმე პროტოტიპი. თავდაპირველი ფასი 2500 აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო.[1].

სათამაშო სისტემა გამოიყენებდა Z80-ის ცენტრალურ პროცესორს, ძირითად მედია საშუალებად მოიხმარდა LaserDisc ფორმატს, ხოლო ინფრომაციის შეტანა შეიძლებოდა როგორც მემბრანული კლავიატურით, აგრეთვე ხმოვანი ბრძანებებით. დეველოპერთა განცხადებით სისტემას ექნებოდა ფილმის „2001: კოსმოსური ოდისეა“ პერსონაჟ HAL 9000-ის მსგავსი ხელოვნური ინტელექტი.

Halcyon-ისთვის დაიგეგმა 6 თამაშის გამოშვება, თუმცა გამოვიდა მხოლოდ ორი: „Thayer’s Quest“ და “NFL Footbal“. [2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mark J P Wolf Encyclopedia of video games: the culture, technology, and art of gaming. — Santa Barbara, CA [etc.], 2012. — 763 გვ . — ISBN 9780313379369

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]