ფრანც ფონ ჰენელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Höhn.)
ფრანც ფონ ჰენელი
გერმ. Franz von Höhnel
დაბ. თარიღი 24 სექტემბერი, 1852(1852-09-24)[1]
დაბ. ადგილი სომბორი[1]
გარდ. თარიღი 11 ნოემბერი, 1920(1920-11-11)[1] (68 წლის)
გარდ. ადგილი ვენა, ავსტრია[1]
მოქალაქეობა ავსტრია-უნგრეთის იმპერია
 ავსტრია
საქმიანობა ბოტანიკოსი, მიკოლოგი, ფიზიოლოგი[2] და უნივერსიტეტის პროფესორი[2]
მუშაობის ადგილი ვენის ტექნიკური უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ვენის ტექნიკური უნივერსიტეტი და სტრასბურის უნივერსიტეტი

ფრანც ქსავერ რუდოლფ ფონ ჰენელი (გერმ. Franz Xaver Rudolph von Höhnel; დ. 9 თებერვალი, 1852, სომბორი — გ. 11 ნოემბერი, 1920, ვენა) — ავსტრიელი ბოტანიკოსი, მიკოლოგი და ბრიოლოგი, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. ლუდვიგ ფონ ჰენელის ძმა.[3]

მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Höhn.[4]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1852 წლის 9 თებერვალს ქალაქ სომბორში. სწავლობდა ვენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1874 წლიდან მუშაობდა გოტლიბ ჰაბერლანდტის ასისტენტად ტექნიკურ უნივერსიტეტში.

[1877]] წელს მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი სტრასბურგის უნივერსიტეტში. 1878 წელს დაინიშნა ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტად. 1888 წელს გახდა მიკრობიოლოგიის პროფესორი; 1885 წელს საპატიო პროფესორი.

დაკავებული იყო ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, მცირე აზიის, ბრაზილიისა და იავის ხავსებისა და სოკოების ფლორის შესწავლით.

გარდაიცვალა 1920 წლის 11 ნოემბერს ვენაში, 68 წლის ასაკში.[5] დაკრძალულია ვენის ცენტრალურ სასაფლაოზე.

ფრანც ფონ ჰენელის ჰერბარიუმის უმეტესი ნაწილი ინახება ჰარვარდის უნივერსიტეტში.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Höhnel, F.X.R. von (1895). Beitrag zur Kenntniss der Laubmoosflora. 40 p.
  • Höhnel, F.X.R. von (1902—1920). Fragmente zur Mykologie i—xxiv. ISBN 3-7682-0467-7.
  • Höhnel, F.X.R. von (1903—1920). Mykologische Fragmente.
  • Höhnel, F.X.R. von in Schneider, C.K. (1905). Illustriertes Handwörterbuch der Botanik.
  • Höhnel, F.X.R. von; Litschauer, V. (1906—1908). Beiträge zur Kenntniss der Corticien. 3 vols.
  • Höhnel, F.X.R. von (1906). Revision von 292 der von J. Feltgen aufgestellten Ascomycetenformen. 139 p.
  • Höhnel, F.X.R. von (1906). Index zu M. Britzelmayr's Hymenomyceten-Arbeiten. 177 p.
  • Höhnel, F.X.R. von (1914). Verzeichnis der von mir gemachten Angaben zur Systematik und Synonymie der Pilze. 74 p.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Stafleu, F.A., Cowan, R.S. (1979). Taxonomic Literature. Bohn, Scheltema & Holkema, გვ. 229. 
  • Eggers J. (2001). Lexikon deutschsprachiger Bryologen. Books on Demand GmbH. P. 198—199. ISBN 978-3831109869

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Österreichisches Biographisches Lexikon 1815–1950ÖAW.
  2. 2.0 2.1 Czech National Authority Database
  3. Ronald E. Coons and Pascal James Imperato, eds. Over Land and Sea: Memoir of an Austrian rear Admiral's Life in Europe and Africa, 1857-1909. Holmes and Meier, New York, 2000.
  4. Höhn.. International Plant Names Index. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021.
  5. Eggers J. (2001). Lexikon deutschsprachiger Bryologen. Books on Demand GmbH, გვ. 198–99. ISBN 978-3-8311-0986-9.