მრგვალი წამალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Gymnospermium smirnowii)
მრგვალი წამალი
მრგვალი წამალი
მრგვალი წამალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ტიპი:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანები
რიგი:  ბაიასნაირნი
ოჯახი:  კოწახურისებრნი
გვარი:  Gymnospermium
სახეობა:  მრგვალი წამალი
ლათინური სახელი
Gymnospermium smirnowii (Trautv.) Takht.

მრგვალი წამალი (ლათ. Gymnospermium smirnowii) — მრავალწლოვანი ფესურიანი ბალახოვანი მცენარეა. მიეკუთვნება კოწახურისებრთა (ლათ. Berberidaceae) ბოტანიკურ ოჯახს. მცენარე მწვანეა ან ლეგა ფერისა. ფესვთანური ფოთლები სამმაგად რთულია, ცალკეული ფოთოლაკები გრძელყუნწიანია და 5–4 ელიფსურ სეგმენტადაა თათისებრ დაყოფილი. ფოთლები ყვავილობის ამოდის. ყვავილედის ქვედა ფოთოლი ღეროზეა შემოხვეული. ყვავილედი მცირე ყვავილიანია. ყვავილი ყვითელია. ყვავის თებერვალ-აპრილში.

მცენარე საქართველოს ენდემია და ის გავრცელებულია კახეთის რეგიონში. მცენარის გავრცელების სიმაღლებრივი ამპლიტუდა მერყეობს 350–1450 მეტრს შორის. დამახასიათებელია ტენიანი დაბურული ტყეებისათვის.

მისი გავრცელების კლასიკური ადგილია ლაგოდეხის ნაკრძალი, ნინოსხევის, ლაგოდეხის ხევისა და სალესავისხევის ხეობები, მრგვალი წამალი გავრცელებულია ასევე მდინარე ალაზნის ჭალის ტყეებში. საკმაოდ იშვიათი მცენარეა.

აღწერილია 1881 წელს ლაგოდეხში.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ფლორა, ტ. II, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 173.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 78.