შინაარსზე გადასვლა

Grodziskie

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Grodziskie
ლუდი
ტიპი: ლუდი
ქვეყანა: პოლონეთის დროშა პოლონეთი
სიმაგრე: 2.5% – 5%

Grodziskie — პოლონური ლუდი, რომელიც მზადდება შებოლილი ხორბლის ალაოსგან. ლუდს მეტსახელად „პოლონური შამპანური" შეარქვეს მასში ნახშირბადის მაღალი შემცველობის გამო. ლუდი მზადდება ხორბლის ალაოსგან, რომელიც გამომშრალია მარცვლებში მუხის კვამლის ცირკულაციით. პოლონური ლუდსახარშები ისტორიულად იყენებდნენ ადგილობრივად მოყვანილ სვიას და ლუდის საფუვრის ერთ ან ორ შტამს მის წარმოებაში. შეფუთვამდე ლუდს ამუშავებენ აიზინგლასით. ლუდი იფუთება მანამ, სანამ ყველა ფერმენტირებადი შაქარი საფუვრის მიერ ალკოჰოლად გარდაიქმნება, უფრო ადრე, ვიდრე ეს ლუდისთვის არის დამახასიათებელი. დუღილი გრძელდება შეფუთვის შემდეგ და ნახშირორჟანგი, რომელიც წარმოიქმნება, რჩება ლუდში გახსნილი, რაც იწვევს საბოლოო პროდუქტში კარბონაციის ძალიან მაღალ დონეს.

Grodziskie-ს აწარმოებდნენ მე-14მე-15 საუკუნეებიდან ქალაქ გროძისკ ვილკოპოლსკში. ლუდის ხარისხთან დაკავშირებით მკაცრი რეგულაციები დაწესდა ადგილობრივი ლუდსახარშების გილდიის მიერ, რაც დაეხმარა ლუდს რეპუტაციის ამაღლებაში. პოპულარობის მწვერვალზე ლუდი ექსპორტზე გავიდა 37 ქვეყანაში. მეორე მსოფლიო ომის დროს ლუდის წარმოებამ საგრძნობლად მოიკლო. 1993 წლისთვის კი ბოლო ლუდსახარში დაიხურა.

Grodziskie არის ძალიან გაზიანი, ცოტა ალკოჰოლის შემცველი ლუდი, რომელიც არის გამჭვირვალე, ღია ყვითელი და ოქროსფერი შეფერილობის.[1][2][3] გროძისკის კაშკაშა, გამჭვირვალე შეფერილობამ და გაზიანობამ გამოიწვია მისი შედარება შამპანურთან და მას უწოდებენ ზოგჯერ „პოლონურ შამპანურს".[4][5] ხორბლისგან დამზადებული ლუდის უმეტესობა მუქი ფერისაა, რადგან საბოლოო პროდუქტი შეიცავს უკვე გაჩერებულ საფუარს და ხორბლის ცილებს. თუმცა, გროძისკის წარმოებისას, ლუდს ფილტრავენ ბოთლში ჩამოსხმამდე, როგორც წესი, აიზინგლასის დამატებით. ფილტრაცია შლის საფუარს და ცილებს და მიიღება ნათელი და გამჭვირვალე ლუდი.

1914 წლის პუბლიკაციაში გროძისკი აღწერილია, როგორც „უხეში, მწარე ლუდი ... ინტენსიური ქაფით და ჰოპის არომატით".[6] მე-20 საუკუნის ბოლოს, შეიცვალა ლუდის დაბალანსდა წესი და შემცირდა მისი მძაფრი და მწარე გემო. ლუდში ალკოჰოლის შემცველობა დაახლოებით არის 3.1%,[7][8] მაგრამ კომერციული ვერსიები ასევე მზადდებოდა ალკოჰოლის შემცველობით 2,5%–დან 5%–მდე.

ლუდი სხვადასხვანაირად იწარმოებოდა საინფუზიო ბადაგის ან დეკორქციის ბადაგის გამოყენებით.[9] საინფუზიო ბადაგში შედის მჟავა (ძირითადად 38 °C - 100 °F-ზე), პროტეაზა (ძირითადად 52 °C - 126 °F-ზე), α-ამილაზა (ძირითადად 70 °C - 158 °F-ზე) და სხვადასხვა სახის ფერმენტები (ძირითადად 75 °C - 167 °F-ზე). ბადაგს ადუღებენ 90-დან 120 წუთამდე. 15 წუთის შემდეგ სითხეს უმატებენ სვიის დაახლოებით 80%-ს, ხოლო დანარჩენი 20% ემატება დუღილის დასრულებამდე 30 წუთით ადრე.[10] დუღილის შემდეგ მაჭარს აჩერებენ და ტოვებენ 14–16 °C-ზე (57–61 °F) შემდგომი დუღილისთვის. შემდეგ უკვე ემატება საფუარი ემატება და ჩქარდება დუღილი. დუღილის ერთი დღის შემდეგ, სქელი ქაფი, რომელიც წარმოიქმნება სითხის თავზე, უნდა მოსცილდეს მას. 60 საათის შემდეგ, შაქრის 50%-მდე დადუღებულია. საბოლოოდ, უკვე დამზადებულ ლუდს აიზინგლასს უმატებენ.

ლუდის შეფუთვის შემდეგ, ბოთლები ინახება სამიდან ხუთ კვირამდე 14–18 °C ტემპერატურაზე (57–64 °F) ბნელ ოთახში, რადგან საფუარი აგრძელებს ლუდში დარჩენილი შაქრების დუღილს. ნახშირორჟანგი, რომელიც წარმოიქმნება დუღილის შედეგად, რჩება ბოთლებში და იხსნება სითხეში, რის შედეგადაც წარმოიქმნება კარბონაციის მაღალი დონე. ამ პერიოდის განმავლობაში, ბოთლების მცირედი ნაწილი შეიძლება გასკდეს, რადგან ის წნევას ვეღარ უძლებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. "Brewers Association 2013 Beer Style Guidelines" (PDF). Brewers Association. February 28, 2013. p. 14. Retrieved 26 Feb 2015.
  2. Hieronymus, Stan (January 17, 2014). "Grodziskie Beer from Poland with Stan Hieronymus" (Interview). Interviewed by Brad Smith. Beersmith.com. Retrieved 26 Feb 2015.
  3. Scott, William Shawn (2012). "Project Grodziskie: A Polish Renaissance" (PDF). Zymurgy (Nov/Dec 2012): 34–39. Archived from the original (PDF) on 2015-04-02. Retrieved 24 Mar 2015.
  4. Hughes, Jim (4 February 2013). "Forgotten Beer Styles: Grodziskie". Badass Digest. დაარქივებული 17 February 2015[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები Retrieved 1 March 2015.
  5. Szmelich, Wiktor (1994). "O historii i sposobie wytwarzania unikalnego piwa grodziskiego [The history and unique manufacturing method of Grodzisk beer]" (PDF). Przemysł Fermentacyjny I Owocowo-Warzywny (in Polish): 7–10. Archived from the original (PDF) on 2016-03-04. Retrieved 22 Oct 2015.
  6. Stan Hieronymus (19 August 2014). "Smoke signals: Grodziskie is back". დაარქივებული 22 July 2016[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები Draft Magazine. Retrieved 26 Feb 2015.
  7. "'Grodziskie redivivus' Project" (PDF). Polish Homebrewers Association. January 2012. Archived from the original (PDF) on 24 September 2015. Retrieved 26 March 2015.
  8. Jakubowska, Jadwiga (1972). "Some Biological Features of Flocculant and non-Flocculant Yeast Used in the Top Beer Brewery in Grodzisk Wlkp" (PDF). Acta Microbiologica Polonica Ser. B. Vol. 4, no. 21. pp. 111–118. Archived from the original (PDF) on 2015-04-02. Retrieved 1 Mar 2015.
  9. Gifhorn, Robert (1901). Praktischer Rathgeber für den Betrieb der Bierbrauerei und Malzfabrikation: ein Taschenbuch für den Brauer und Mälzer [Practical Advice for the Operation of Breweries and Malthouses: a handbook for Brewers and Maltsters] (in German). Nuremberg: J.L. Stich. pp. 201–202. Retrieved 30 Apr 2015.
  10. Knoke, Jürgen (Spring 2015). "Grätzer – ein verschwundener Bierstil kehrt zurück" [Grätzer – a vanished beer style returns] (in German). brau!magazin. Retrieved 1 May 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Grodziskie“-დან