შინაარსზე გადასვლა

Graduation (ალბომი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Graduation
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 11 სექტემბერი, 2007
ჩაიწერა 2005-2007
სტუდია
  • Chung King
  • Sony Music Studios
  • Record Plant
ჟანრი
  • ჰიპ-ჰოპი
  • პოპ-რეპი
  • ალტერნატიული ჰიპ-ჰოპი
  • პროგრესული რეპი
ხანგრძლივობა 51:53
ლეიბლი
პროდიუსერი
  • Kanye West
  • Brian "AllDay" Miller
  • DJ Toomp
  • Eric Hudson
  • Nottz
  • Warryn "Baby Dubb" Campbell
Kanye West — ქრონოლოგია
Can't Tell Me Nothing
(2007)
Graduation
(2007)
808's & Heartbreak
(2008)

Graduationამერიკელ რეპერ კანიე უესტის მესამე სტუდიური ალბომი. გამოვიდა 2007 წლის 11 სექტემბერს, Def Jam Recordings-ისა და Roc-A-Fella Records-ის ლეიბლებზე. ჩაწერილია 2005-2007 წლებში, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის რამდენიმე სტუდიაში. ალბომის პროდიუსერი ძირითადად თავად უესტი იყო, სხვადასხვა პროდიუსერის, მათ შორის DJ Toomp-ის მონაწილეობით. ალბომში მოწვეულ შემსრულებლებს შორის არიან, Dwele, T-Pain, Lil Wayne, Mos Def, DJ Premier და Chris Martin. გარეკანისა და შიგთავსის დიზაინი შექმნილია თანამედროვე მხატვარ ტაკაში მურაკამის მიერ, რომელმაც მოგვიანებით უესტისა და კიდ კუდის 2018 წლის კოლაბორაციული ალბომის, Kids See Ghosts, დიზაინზე იმუშავა.

ჰაუს მუსიკითა და ინდი როკით შთაგონებულმა ალბომმა უესტის წინა, სოულზე დაფუძნებული ჟღერადობიდან გადაუხვია და მუსიკალურად მეტად ჰიმნურ კომპოზიციებზე გადავიდა. უესტი იყენებდა მრავალშრიან სინთეზატორებს და ელექტრონიკას, სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის სემპლინგს და რეპისადმი განსხვავებულ მიდგომას. ალბომში შემსრულებლის ამბივალენტური შეხედულებებია გადმოცემული, ახლად მოპოვებულ პოპულარობასა და მედიის მიერ კრიტიკულ შეფასებაზე, ამავდროულად, გვესმის მსმენელებისთვის მიმართული ტრიუმფის შთამაგონებელი მესიჯები. ალბომი ნაადრევად ასრულებს უესტის პირველი ორი სტუდიური ალბომის, The College Dropout (2004) და Late Registration (2005) საგანმანათლებლო თემატიკას.

"Graduation" აშშ-ის Billboard 200-ის პირველ ნომერზე დადებიუტდა, გაყიდვების პირველივე კვირაში 957,000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. მას შემდეგ შეერთებულ შტატებში 7 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის (RIAA) მიერ შვიდჯერადი პლატინის სერტიფიკატი მიიღო. გამოვიდა ხუთი თანმხლები სინგლი, მათ შორის საერთაშორისო ჰიტები - "Stronger", "Good Life" და "Homecoming". "Stronger" აშშ-ის Billboard Hot 100-ის სათავეში მოექცა. ალბომმა მუსიკალური კრიტიკოსების ფართო აღიარება დაიმსახურა, რომლებმაც შეაქეს ნამუშევარი. ამან რეპერს მესამე გრემის ჯილდო მოუტანა საუკეთესო რეპ ალბომისთვის და მესამე ნომინაცია წლის ალბომისთვის. ის 2007 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად დასახელდა მრავალი გამოცემის მიერ, მათ შორის Rolling Stone-ისა და USA Today-ის მიერ. მას შემდეგ მან უფრო დიდი აღიარება მოიპოვა და ფართოდ იქნა მიჩნეული ვესტის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად, რომელიც ათწლეულის ბოლოს მრავალ სიაში მოხვდა, მოგვიანებით კი Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომისა და NME-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში მოხვდა.

ტრეკების ჩამონათვალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Graduation ტრეკები
#სახელწოდებაავტორ(ებ)იProducer(s)ხანგრძლივობა
1.„Good Morning“West3:15
2.„Champion“
  • West
  • Antony Williams
  • Walter Becker
  • Donald Fagen
  • Brian "AllDay" Miller
  • West[a]
2:47
3.„Stronger“
  • West
  • Thomas Bangalter
  • Guy-Manuel de Homem-Christo
  • Edwin Birdsong
  • West
  • Mike Dean[c]
5:12
4.„I Wonder“
  • West
  • Labi Siffre
West4:03
5.„Good Life“ (featuring T-Pain)
  • West
  • DJ Toomp
  • Dean[b]
3:27
6.„Can't Tell Me Nothing“
  • West
  • Connie Mitchell
  • Davis
  • West
  • Toomp
4:31
7.„Barry Bonds“ (featuring Lil Wayne)
  • West
  • Dominick Lamb
  • Dwayne Carter, Jr.
  • Norman Landsberg
  • John Ventura
  • Leslie Weinstein
  • Felix Pappalardi
3:24
8.„Drunk and Hot Girls“ (featuring Mos Def)
  • West
  • Irmin Schmidt
  • Michael Karoli
  • Jaki Liebezeit
  • Kenji Suzuki
  • Holger Schuering
5:13
9.„Flashing Lights“ (featuring Dwele)
  • West
  • Eric Hudson
  • West
  • Hudson
3:57
10.„Everything I Am“ (featuring scratches by DJ Premier)
  • West
  • Christopher Martin
  • Prince Phillip Mitchell
  • Carlton Ridenhour
  • Eric Sadler
  • Hank Shocklee
  • George Clinton, Jr.
West3:47
11.„The Glory“
  • West
  • Dante Smith
  • Laura Nyro
  • Landsberg
  • Pappalardi
  • Ventura
  • Weinstein
  • West
  • Gee Roberson[a]
  • Patrick "Plain Pat" Reynolds[a]
3:32
12.„Homecoming“ (featuring Chris Martin)
  • West
  • Chris Martin
  • Warryn Campbell
  • West
  • Warryn "Baby Dubb" Campbell
3:23
13.„Big Brother“
  • West
  • Davis
Toomp4:47
საერთო ხანგრძლივობა:51:23

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]