Golden (ჯონგუქის ალბომი)
| Golden | |
|---|---|
| ფაილი:Jungkook - Golden.png | |
| სტუდიური ალბომი — | |
| გამოცემის თარიღი | 3 ნოემბერი 2023 წელი |
| ჟანრი | პოპი |
| ხანგრძლივობა | 31:48 |
| ლეიბლი | Big Hit |
| პროდიუსერი | Banx & Ranx Jon Bellion Blood Pop Cirkut Diplo DJ Snake Leclair Maesic Allen Ritter Johan "Roza" Rosa David Stewart Andrew Watt |
Golden — სამხრეთ კორეელი მომღერლის, ჯონგუქი (BTS-დან) დებიუტური სტუდიური ალბომი, გამოშვებული 2023 წლის 3 ნოემბერს Big Hit Music-ის მიერ. ძირითადი ჟანრი პოპი და მთლიანად ინგლისურენოვანი ალბომი, რომელიც კრიტიკოსებისგან საერთო ჯამში დადებით შეფასებებს იღებდა. მასში სტუმრის სახით მონაწილეობენ Jack Harlow, Major Lazer, Latto და DJ Snake. ალბომი იყო წინასწარ გამოშვებული სინგლებით "Seven" და "3D", ასევე "Standing Next to You", რომელიც ალბომთან ერთად გამოვიდა, და "Yes or No", რომელიც 2024 წელს იტალიურ რადიოში გაიგზავნა.
ალბომზე მუშაობა და პოპულარიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2023 წლის ივლისში ჯონ გუქმა Variety-თთან ისაუბრა თავის პირველ სოლო ალბომზე და თქვა, რომ მუშაობდა მასზე, მაგრამ ჯერ ადრე იყო „კონკრეტულზე საუბარი“. იმავე თვეში მან გამოუშვა სინგლი Seven, ამერიკელი რეპერ ლატოს მონაწილეობით, რომელიც აშშ-ს Billboard Hot 100-ში პირველ ადგილზე გავიდა და სხვა მრავალ ქვეყანაში ტოპ 10-ში მოხვდა. ჯონ გუქმა გამოუშვა კიდევ ერთი სინგლი, 3D, ამერიკელი რეპერ ჯეკ ჰარლოუს მონაწილეობით, 29 სექტემბერს. Big Hit Music-მა 11 სიმღერიანი ალბომი 3 ოქტომბერს გამოაცხადა, მათ შორის ადრე გამოშვებული სიმღერები Seven და 3D.
ცოცხალი შესრულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯონ გუქმა 9 ნოემბერს ნიუ-იორკში, ტაიმს სკვერში მოულოდნელი კონცერტი გამართა და ალბომიდან ხუთი ტრეკი შეასრულა: „Standing Next to You“, „Yes or No“, „3D“, „Please Don't Change“ და „Seven“.