შინაარსზე გადასვლა

Gnidrolog

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Gnidrolog
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი პროგრესული როკი, არტ-როკი
აქტიური 1969 (1969)–1972, 1999 (1999)–2000
ლეიბლ(ებ)ი Snails Records, RCA, Audio Archives
წევრები სტიუარტ გოლდრინგი
კოლინ გოლდრინგი
ნაიჯელ პეგრუმი
ჯონ ერლი
პიტერ „მარს“ ჰაულინგი
რიკ კემპი
ნესა გლენი

Gnidrolog — ბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფი, რომლის ჟღერადობას ადარებენ ჯგუფებს Van der Graaf Generator, ჯეთრო ტალი და Gentle Giant.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩამოყალიბდა 1969 წელს, ძმების, სტიუარტ და კოლინ გოლდრინგების მიერ. მათ შეუერთდა დრამერი ნაიჯელ პეგრუმი (Spice) და ბას-გიტარისტი პიტერ „მარს“ ჰაულინგი. მეორე ალბომის ჩაწერისას მათთან ერთად უკრავდა ჯონ ერლი (საქსოფონი, ფლეიტა). ჯგუფის სახელწოდება მიიღეს ძმების გვარის შებრუნებით და ასოების გადაადგილებით. 1972 წლის მაისში ჟურნალმა NME გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ Gnidrolog უნდა გამოსულიყო დიდი დასავლური ექსპრესის ლინკოლნის ფესტივალზე, 26 ამისს.[1] 1972 წელს გამოვიდა ჯგუფის პირველი და მეორე ალბომები, In Spite of Harry's Toe-Nail და Lady Lake, რასაც მისი დაშლა მოჰყვა - ძირითადად, კომერციული წარუმატებლობის გამო. ხანმოკლე კარიერის განმავლობაში მათ დაუკრავთ ჯგუფებთან Colosseum, King Crimson, Gentle Giant, Wishbone Ash, Soft Machine და Magma, მაგრამ შედარებით უცნობებად რჩებოდნენ. 1975 წელს კაულინგმა პეტ ტრევერსთან მუშაობა დაიწყო და საკმაოდ ცნობილი და წარმატებული გახდა. პეგრუმი Steeleye Span-ს შეუერთდა, ხოლო გოლდრინგმა 1976 წელს ჩამოაყალიბა პანკ-როკ ჯგუფი Pork Dukes, მოგვიანებით კი სესიური მუსიკოსის კარიერა დაიწყო. 27 წლიანი პაუზის შემდეგ 1999 წელს ჯგუფი დროებით გაერთიანდა და 2000 წელს მესამე ალბომი Gnosis გამოუშვა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tobler, John (1992). NME Rock 'N' Roll Years, 1st, London: Reed International Books Ltd, გვ. 238. CN 5585. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Gnidrolog&oldid=3336361“-დან