Genealogy

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Genealogy
20150515 ESC 2015 Genealogy 6153.jpg
ბიოგრაფია
აქტიური 2015–დღემდე
წევრები
საიტი genealogyofficial.com
Genealogy ვიკისაწყობში

Genealogyსომხური ჯგუფი, რომელიც შეიქმნა სომხეთის წარსადგენად 2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე. ექვსიდან ხუთი წევრი იყო სხვადასხვა კონტინენტის სომხური დიასპორიდან. მათი ოჯახები მსოფლიოს გარშემო გაიფანტა 1915 წელს მომხდარი სომხების გენოციდის დროს.[1] ხუთი მონაწილე იყო სომხური დიასპორის მრავალფეროვნების ნიშნად, აგრეთვე სომხეთის გენოციდის მეასე წლისთავის ოფიციალური ლოგოს სიმბოლიზების ნიშნად, სადაც 5 მონაწილე ხუთ ყავილს ასახავს, ყვავილის ცენტრს წარმოადგენს მეექვსე მონაწილე, რომელიც სომხეთიდანაა.[1]

ჯგუფმა კონკურსში სიმღერა „Face The Shadow“ შეასრულა. სიმღერას თავდაპირველად ერქვა „Don't Deny“, მაგრამ ორგანიზატორებმა ის მოგვიანებით შეცვალეს დღევანდელი სათაურით, რადგან იგი ზედმეტად პოლიტიკურად მიიჩნიეს (სომხების გენოციდის უარყოფაზე მიანიშნებდა).[2][3] ჯგუფმა წარმოადგინა სომხეთი 2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე. 2015 წლის 23 მაისს გამართულ ფინალში, საერთო ჯამში მე-16 ადგილი დაიკავა, სულ 34 ქულით რომელიც 8 ქვეყნისგან მიიღო, მათ შორის უმაღლესი შეფასება, 12 ქულა მიიღო საქართველოსგან.

წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის პირველი წევრი არის ფრანგი სომეხი, ესაი ალტუნიანი, ის რომ მომღერალი ჯგუფს შეუერთდებოდა 2015 წლის 16 თებერვალს გახდა ცნობილი.[4] მეორე წევრი იყო ამერიკელი სომეხი თამარ კაპელიანი, რომელიც ჯგუფს 4 დღის შემდეგ, 2015 წლის 20 თებერვალს შეუერთდა.[5] მესამე წევრი ვაჰე ტილბიანი, ეთიოპიელი-სომეხია, რომელიც ჯგუფს ალტუნიანის შეერთებიდან ერთი კვირის შემდეგ, 2015 წლის 23 თებერვალს შეუერთდა.[6] ჯგუფის მეოთხე წევრი იყო სტეფანი ტოპალიანი, ამერიკაში დაბადებული ამერიკელი-სომეხი-იაპონელი მომღერალი რომელიც იაპონიაში ცხოვრობს. ის ჯგუფს 2015 წლის 27 თებერვალს შეუერთდა.[7] მეხუთე წევრი იყო მერი-ჯეინ ო'დორეთი ბასმაჯიანი, სომხური წარმოშობის ავსტრალიელი ოპერის მომღერალი. ბასმაჯიანი ჯგუფს 2015 წლის 3 მარტს შეუერთდა.[8] ჯგუფის მეექვსე წევრი იყო ინგა არშაკიანი, რომელმაც სომხეთი 2009 წლის მოსკოვში გამართულ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე თავის დასთან, ანუშთან ერთად წარადგინა.

2015 წლის 28 აპრილს, ფრანგმა-სომეხმა ესაი ალტუნიანმა, ამერიკელმა-სომეხმა თამარ კაპელიანმა, ამერიკელმა-სომეხმა-იაპონელმა სტეფანი ტოპალიანმა, ავსტრალიელმა-სომეხმა მერი-ჯეინ ო'დორეთი ბასმაჯიანმა და ეთიოპიელმა-სომეხმა ვაჰე ტილბიანმა პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს სომხეთის მოქალაქეობა და სომხური პასპორტები.[9] ჯგუფის მეექვსე წევრი ინგა არშაკიანი მანამდეც ფლობდა სომხეთის მოქალაქეობას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Eurovision Armenia: Geneaology will fly to Vienna!. esctoday.com. ციტირების თარიღი: 11 February 2015
  2. William Lee Adams. Armenia: Eurovision Supergroup Genealogy will sing "Don't Deny". Eurovision 2015 Predictions, Polls, Odds, Rankings - wiwibloggs. ციტირების თარიღი: 11 February 2015
  3. Arka News Agency: Armenia changes name of its Eurovision entry from “Don’t Deny” to “Face the Shadow”
  4. Marco Brey. Armenia: First artist of Genealogy known!. eurovision.tv. ციტირების თარიღი: 16 February 2015
  5. Marco Brey. Armenia: Second artist of Genealogy known!. eurovision.tv. ციტირების თარიღი: 20 February 2015
  6. Marco Brey. Armenia: Third artist of Genealogy known!. eurovision.tv. ციტირების თარიღი: 23 February 2015
  7. Marco Brey. Armenia: Fourth artist of Genealogy known!. eurovision.tv. ციტირების თარიღი: 27 February 2015
  8. Marco Brey. Armenia: Fifth artist of Genealogy known!. eurovision.tv. ციტირების თარიღი: 3 March 2015
  9. Jiandani, Sanjay. (28 April 2015) Eurovision Armenia: Genealogy meet the president of Armenia. Esctoday. ციტირების თარიღი: 1 May 2015
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Genealogy&oldid=4269964“-დან