GeForce 20 სერიის ვიდეოდაფები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
GeForce 20 სერიის ვიდეოდაფები

Nvidia GeForce RTX 2080 Founders Edition
გამოშვების თარიღი 2018 წლის 20 სექტემბერი, 2019 წლის 9 ივლისი (Super ვერსიები)
წარმოების შეწყვეტის თარიღი 2022 წლის 28 ნოემბერი
მწარმოებელი TSMC
დიზაინერი Nvidia
მარკეტერი Nvidia
კოდური სახელი TU10x
არქიტექტურა Turing
მოდელები GeForce RTX სერია
ტრანზისტორი 10.8B (TU106) 13.6B (TU104) 18.6B (TU102)
საწყისი კლასი GeForce RTX 2050
საშუალო კლასი GeForce RTX 2060 GeForce RTX 2060 (12 GB) GeForce RTX 2060 Super
მაღალი კლასი GeForce RTX 2070 GeForce RTX 2070 Super GeForce RTX 2080 GeForce RTX 2080 Super
უმაღლესი კლასი GeForce RTX 2080 Ti Nvidia Titan RTX
DirectX Direct3D 12.0 (ვერსია 12_2) Shader Model 6.7
OpenCL OpenCL 3.0
OpenGL OpenGL 4.6
Vulkan Vulkan 1.3
წინამორბედი ვიდეოდაფები GeForce 10 სერიის ვიდეოდაფები
მემკვიდრე ვიდეოდაფები GeForce 30 სერიის ვიდეოდაფები

GeForce 20 სერიის ვიდეოდაფებიენვიდიას მიერ წარმოებული ვიდეოდაფების განშტოება, რომელიც პირველად საზოგადოებამ 2018 წლის 20 აგვისტოს იხილა, 2018 წლის 20 სექტემბერს კი ჩაეშვა წარმოებაში; მოგვიანებით 2019 წლის 2 ივლისს გამოვიდა GeForce RTX Super ვერსიები, რომლებიც მათ ადრინდელ ვერსიებზე უფრო სწრაფია. GeForce 20 სერიის ვიდეოკარტები წინამორბედების, GeForce 10 სერიის, წარმატებული გაგრძელებაა.

მახასიათბლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

RTX 20 სერიის ვიდეოდაფები აგებულია უახლეს მიკროარქიტექტურულ ტექნოლოგიაზე და შეიცავს სინათლის სწრაფი დაცემა-არეკვლის გამომთვლელ ფუნქციას (Ray tracing). ვიდეოდაფები აგებულია 16 ნმ-ის სისქსის ტექსტალიტზე. მათი უახლესი ფუნქცია ენვიდიამ ახალი RT ბირთვების დამატებით შეძლო, რომელიც შექმნილია გამოთვლის პროცესის დასაჩქარებლად.

RTX 20 სერიის ახალი ფუნქციის საშუალებით გამოსახულებაში შეგვიძლია ჩავრთოთ ისეთი ეფექტები როგორიცაა, სხივის დაცემა, არეკვლა, შთანთქმა, გაფანტვა და ასე შემდეგ. სხივების ტყორცნის ძველი ტექნიკის ჩანაცვლების მაგივრად, ვიდეოდაფა გვთავაზობს RT ბირთვების მიერ შეგროვებული ინფორმაციის გამოყენებასა და ამ ტექნიკის გაუმჯობესებას. უკეთესი, ფოტო-რეალისტური გამოსახულების მისაღებად.

მეორე თაობის ტენზორის ბირთვები მოქმედებს RT ბირთვებთან ერთად, მათი ხელოვნური ინტელექტი ძირითადად ორი მიზნით გამოიყენება, ხელოვნური ინტელექტი წმენდს ზედმეტად წარმოქმნილ სხივებს და ათავისუფლებს გამოსახულებას პიქსელისაგან, შესაბამისად მისი უკეთესი ხარისხით დამუშავების ტრადიციულ მეთოდს ანაცვლებს.

ტენზორის ბირთვების ასეთი შესაძლებლობები, სუპერკომპიუტერებზე დაკვირვების და შესწავლის შედეგია. იმისათვის რომ გაეგოთ მისი მუშაობისა და შესაძლებლობების მაქსიმუმი, გამოიყენეს სუპერკომპიუტერი, რომელსაც წინასწარ ჩაუნერგეს დავალება განსახორციელებლად, კომპიუტერმა კი ამ ბირთვების მეშვეობით სასურველ შედეგს მიაღწია. სწორედ ამ პროცესის დაკვირვებისა და შესწავლის შემდეგ, საბოლოოდ მიიღეს უახლესი ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებლებს ვიდეოდაფის მეშვეობით მიაწოდეს.

მახასიათებლები:

  • CUDA გამოთვლის შესაძლებლობების 7.5 ვერსია;
  • RT ბირთვები;
  • ტენზორის (ხელოვნური ინტელექტი) ბირთვები;
  • ახალი მეხსიერების მმართველი GDDR6-ის მხარდაჭერით;
  • DisplayPort 1.4a გამოსახულების ნაკადის შეკუმშვის 1.2 ვერსიით;
  • PureVideo Set J აპარატურის შემცველი ვიდეო დეკოდერი;
  • ვიდეოდაფის პროცესორის გამაძლიერებლი მე-4 ვერსია;
  • NVLink ხიდი;
  • VirtualLink VR;
  • გაუმჯობესებული NVENC კოდეკი;
  • ენვიდიას ვიდეოდაფის პროცესორის ბირთვის ახალი არქიტექტურა.

პროგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

GeForce 20 სერიის ვიდეოდაფებით, ენვიდიამ წარმოადგინა RTX-ის განვითარების პლათფორმა. RTX იყენებს Microsoft-ის DXR-ს, ენვიდიას OptiX-სა და Vulkan-ს თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, რომელსაც ენვიდია 10 წლის განმავლობაში სწავლობდა.

ჩიპსეტის ცხრილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ სერიის ყველა დაფა PCIe 3.0 x16-ის ვიდეოდაფაა, რომელიც აგებულია 12 ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე, და იყენებს GDDR6 ტიპის მეხსიერებას.

მოდელი გამოშვების თარიღი კოდური სახელწოდება ტრანზისტორები (მილიარდი) Die size (mm2) შეიდერების მოდელი ტექსტურის გადამამუშავებლები დამმუშავებლების გამოსასვლელის ერთეულები Ray tracing cores ტენზორის ბირთვები SM count L2 cache (MB) სიხშირე Fillrate მეხსიერება დამუშავების სიმძლავრე (GFLOPS) Ray tracing performance სითბური ენერგიის გათვლა (watts) NVLink მხარდაჭერა საწყისი ფასი MSRP (USD)
საწყისი ბირთვის სიხშირე (მჰც) მაქსიმალური ბირთვის სიხშირე (მჰც) მეხსიერება (MT/s) პიქსელი (GP/s) ტექსტური (GT/s) ზომა (GB) გამტაროვა (GB/s) Bus width (bits) Single precision (boost) Double precision (boost) Half precision (boost) სხივი/წმ (billions) RTX-OPS (trillions) Tensor FLOPS (trillions) Standard Founders Edition
GeForce RTX 2060 January 15, 2019 TU106-200A-KA-A1 10.8 445 1920 120 48 30 240 30 3 1365 1680 14000 65.52 163.8 6 336 192 5242 (6451) 164 (202) 10483 (12902) 5 37 51.6 160 არა $349
GeForce RTX 2060 Super July 9, 2019 TU106-410-A1 2176 136 64 34 272 34 4 1407 1650 90.05 191.4 8 448 256 6123 (7181) 191 (224) 12246 (14362) 6 41 57.4 175 $399
GeForce RTX 2070 October 17, 2018 TU106-400-A1 2304 144 36 288 36 1410 1620 90.24 203.04 6497 (7465) 203 (233) 12994 (14930) 45 59.7 $499 არ არის
TU106-410-A1/TU106-400A-A1 1620+ 6497 (7465+) 203 (233+) 12994 (14930+) $499+ $599
GeForce RTX 2070 Super TU104-410-A1 13.6 545 2560 160 40 320 40 1605 1770 102.72 256.8 8218 (9062) 257 (283) 16435 (18125) 7 52 72.5 215 2-way NVLink $499
GeForce RTX 2080 September 20, 2018 TU104-400-A1 2944 184 46 368 46 1515 1710 96.96 278.76 8920 (10068) 279 (315) 17840 (20137) 8 60 80.5 $699 არ არის
TU104-410-A1/TU104-400A-A1 1710+ 8920 (10068+) 279 (315+) 17840 (20137+) $699+ $799
GeForce RTX 2080 Super July 23, 2019 TU104-450-A1 3072 192 48 384 48 1650 1815 15500 105.6 316.8 496 10138 (11151) 317 (349) 20275 (22303) 63 89.2 250 $699
GeForce RTX 2080 Ti September 27, 2018 TU102-300-K1-A1 18.6 754 4352 272 88 68 544 68 5.5 1350 1545 14000 118.8 367.2 11 616 352 11750 (13448) 367 (421) 23500 (26896) 10 78 107.6 $999 არ არის
TU102-300A-K1-A1 1545+ 11750 (13448+) 367 (421+) 23500 (26896+) $999+ $1,199
NVIDIA TITAN RTX December 18, 2018 TU102-400-A1 4608 288 96 72 576 72 6 1770 129.6 388.8 24 672 384 12442 (16312) 389 (510) 24884 (32625) 11 84 130.5 280 $2,499

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]