GOOD Music
GOOD Music (ხშირად სტილიზებული როგორც G.O.O.D. Music; Getting Out Our Dreams-ის სუბტრონიმი[1]) – ამერიკული დამოუკიდებელი ხმისჩამწერი ლეიბლი, რომელიც დააარსა რეპერმა კანიე უესტმა, 2004 წელს. ლეიბლმა 2011 წელს გააფორმა ექსკლუზიური გრძელვადიანი მსოფლიო დისტრიბუციის კონტრაქტი, Island Def Jam Music Group-თან.[2] 2012 წელს ლეიბლმა გამოუშვა თავისი ერთადერთი კომპილაციური ალბომი, Cruel Summer. 2015 წელს ვესტმა პუშა თი ლეიბლის პრეზიდენტად დანიშნა, ხოლო ხმის ჩამწერი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ვიქტორი - ოპერაციულ დირექტორად (COO).[3] 2022 წლის ბოლოს პუშა თიმ თანამდებობა დატოვა, რადგან მას აღარ ჰქონდა ურთიერთობა ვესტთან.
ლეიბლმა გამოუშვა ორი სინგლი, რომლებიც აშშ-ის Billboard Hot 100-ის ჩარტში პირველ ადგილზეა — ჯონ ლეჯენდის „All of Me“ და Desiigner-ის „Panda“. ასევე ცხრა ალბომი, რომლებიც აშშ-ის Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზეა — Common-ის Finding Forever (2007); Big Sean-ის Dark Sky Paradise (2015), I Decided (2017) და Detroit 2 (2020); კანიე უესტის The Life of Pablo (2016), Ye (2018), Jesus Is King (2019) და Donda (2021); და Pusha T-ის It's Almost Dry (2022).[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Def Jam Recordings Overview. ციტირების თარიღი: October 25, 2020
- ↑ Wolkoff, Carly (June 27, 2011). „Kanye West's G.O.O.D. Music Inks Deal with Island Def Jam“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 29, 2013. ციტირების თარიღი: January 23, 2020.
- ↑ „Pusha T Named President of G.O.O.D. Music: Exclusive“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 26, 2018. ციტირების თარიღი: November 9, 2015.
- ↑ G.O.O.D. Music. Genius. ციტირების თარიღი: 24.10.2025.