GEM Fest

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
GEM Fest
მდებარეობა ანაკლია, საქართველო
გამართვის წლები 2015 — დღემდე
დამაარსებლები გიორგი სიგუა
თარიღები 14 ივლისი - 14 აგვისტო
ჟანრი ელექტრონული მუსიკა
საიტი
gemfestival.com

GEM Festელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც საქართველოში, ზღვისპირა კურორტ ანაკლიაში გიორგი სიგუას ინიციატივით 2015 წლიდან ტარდება. მისი სახელწოდების აბრევიატურა იშიფრება, როგორც „საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი”. ფესტივალი მიზნად ისახავს, თავი მოუყაროს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს, თანამედროვე ელექტრონული მუსიკის შემსრულებლებს.

დაარსების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წელს პოპულარული უკრაინული ფესტივალი კაზანტიპი დროებით გადმოვიდა საქართველოში, კერძოდ ანაკლიის ტერიტორიაზე. რადგან კაზანტიპმა არ გაამართლა[1] ორგანიზატორების ქართველმა ნაწილმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი სიგუა, გადაწყვიტა გაეგრძელებინა ანაკლიის ტერიტორიაზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ჩატარება. 2015 წელს გიორგი სიუგამ განაცხადა, რომ ანაკლიაში ჩატარდებოდა ფესტივალი, სადაც მსოფლიო დონის შემსრულებლები დაუკრავდნენ.[2]

პირველი ჯემ ფესტივალი ჩატარადა 2015 წელს, რომელიც გაგრძელდა 30 ივლისიდან 7 აგვისტომდე (9 დღე და 9 ღამე). ფესტივალზე დაუკრა 125-მა შემსრულებელმა; მათ შორის იყვნენ საერთაშორისო დონის არტისტები და ქართველი შემსრულებლებიც. ფესტივალს ესწრებოდა 10,000-მდე მსმენელი. ლაინაფი შეიცავდა David August, Ellen Allien, Luciano, M.A.N.D.Y., Booka Shade, Who Made Who, Dubfire, Armin van Buuren, Tale Of Us.[3]

მეორე ჯემ ფესტი ჩატარდა 2016 წელს 10-დან 14 აგვისტომდე ანაკლიაში. წინა წელთან შედარებით, ფესიტვალს დიდი ზრდა ჰქონდა. სცენების რაოდენობა ხუთამდე, ხოლო მსმენელთა რაოდენობა 10,000-დან 30,000-მდე გაიზარდა. ლაინაფის ჰედლაინერებს წარმოადგენდა Paul Van Dyk, Petre Inspirescu, Mano Le Tough, Fedde Le Grand, Paul Kalkbrenner, dOP, Dub FX, GusGus.[4]

2017 წელს Gem ფესტივალი კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. მისი ხანგრძლივობა შეადგენს ერთ თვეს (14 ივლისიდან 14 აგვისტომდე). დაუკრავს 500 + არტისტი და სცენების რაოდენობა გაიზარდა 10-მდე. გიორგი სიგუას განცხადებით „ფესტივალი ხანგრძლივობა მის ხარისხზე არ აისახება და ეს მისი განვითარების შემდეგი ეტაპია“.[5] აგრეთვე Gem ფესტივალის ოფიციალური პარტნიორი გახდა BBC. „მემორანდუმის მიხედვით, BBC იღებს ვალდებულებას, რომ სრულიად უსასყიდლოდ, ფესტივალის განმავლობაში, გააკეთოს პირდაპირი ჩართვები ანაკლია-განმუხურიდან“.[6]

ადგილმდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფესტივალი ტარდება ანაკლიაში, კერძოდ განმუხურში, რომელიც დაკავშირებულია 552-მეტრიანი საფეხმავლო ხიდით ანაკლიასთან. კურორტი მდებარეობს ენგურის შესართავთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან, ზღვის დონიდან 30 მ-ზე. 27 კილომეტრი ზუგდიდიან, 95 კილომეტრი ქუთაისის აეროპრტიდან, 140 კილომეტრი ბათუმიდან და 350 კილომეტრი თბილისიდან. ფესტივლის დროს, ძირითადი სამი ქალაქი (თბილისი, ბათუმი და ქუთაისი) უკავშირდება ფესტივალს სპეციალური GEM ავტობუსებითა და მინი-ავტობუსებით.[7]

დასახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფესტივალის ტერიტორიაზე არის კარვების ქალაქი, სადაც დამსვენებლებს შეუძლიათ იქირაონ ან დასახლდნენ საკუთარი კარვით. ასევე არის ალტერნატივა B&B ტიპის საცხოვრებლებში ან ანაკლიის საოჯახო სასტუმროებში, რომლებიც ფეხით სავალ დისტანციაზეა ფესტივლის ადგილიდან, ან აირჩიონ დასაბინავებლად ზუგდიდი, რომელიც 25 წუთის სავალ გზაზეა ანაკლიიდან (36 კმ).

შემსრულებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წამყვანი შემსრულებლები (ანბანის მიხედვით):

არმინ ვან ბიურენი, Booka Shade, დევიდ ოგასტი, Dubfire, ელენ ელიენი, ლუჩანო, M.A.N.D.Y., Petre Inspirescu, Rhadoo, Sunnery James & Ryan Marciano, Tale of Us, Tiefschwarz, WhoMadeWho, W&W.

შემსრულებლები (ანბანის მიხედვით):

Alex Picone, Andre Crom, Andrey Pushkarev, Anna Hanna, Anrilov, Anushka, B Voice, Bacho, Bero, Camea, Cobert, Dali, DJ T, Easy Changes, Evol Waves, Fernando Costantini, Fleyta, Gacha, Gacha & Kaiji Frequences, Gio Shengelia, Gorje Hewek, Greenbeam & Leon, HVL, Ian Pooley, Jan Krueger, Julian Perez, Kancheli, Kolford, Lasha, Livio & Roby, Maayan Nidam, Nakadia, Nakashidze, Nastia, Newa, Nikakoi and Natalie Tba Beridze, Nika J, Nuera, Oimactta, Olga Korol, Praslea, Radio Slave, Robosonic, Roustam, Sammy Dee, Smailov, Sofia Rodina, Tete Noise, The Forest, Timur Basha, Tomma, Vako K, Vako T, Vincent, Vova KLK, Vlada.

2016[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წამყვანი შემსრულებლები (ანბანის მიხედვით):

Agoria, Anja Schneider, Boris Brejcha, Fedde Le Grand, GusGus, Paul Kalkbrenner, Paul Van Dyk, Stephan Bodzin.

შემსრულებლები (ანბანის მიხედვით):

Abelle, Adelina, Alex Klim & Falkon, Bacho, Baikal, Barac, BEKA, Binh, Boyd Schidt, Breathdub, Casual Affair, Cestlek, Cobert, Cosmic Gate, CSGRV, Dali, Dasha Redkina, dOP, Dub FX, Efim Kerbut, Endorphins, Ericsson, Evol Waves, Fernando Costantini, Flaminia, Fumiya Tanaka, Gabbi Lopez, Gabunia, Gacha Bakradze, George effe, Goga G, Giraffage, Gramophonedzie, Himan, Jorjick, Julia Govor, K.atou, Korean, Lasha Chapel, Lasha Craft, Lasha Guruli, Lilith., Lupus, Mano Le Tough, DJ Mavix, Mia Lucci, Mike Steva, Mind Static, M0narch, Narek Simonian, Nika J, DJ Nikifor, Noxiron & F Noise, Nuera, Nuno Dos Santos, Olga Korol, Øliver, Onur Özer, Ossa di Mare, Pasha, Peer Kusiv, Petre Inspirescu, Pleiades, Rati, Richard Jay, RotKraft, Rybakit, Sander Zhukov, Se Is, Serjo, Sikha, Slow Magic, Smailov, Sofia Rodina, Stab9, Stimmhalt, Super Flu, Swanky Tunes, Tapefeed, Tade, TeTe Noise, The Forest, The Drifter, DJ Tennis, Timur Basha, tINI, Tomma, Trotsky, Vako K, Vako T.

ახალბედა შემსრულებლები (ანბანის მიხედვით):

Acke, Germain, Johny Welder, Offbeat/nite, Machaidze, Niko, Rathie, Salome, Salom3, Shargiyya, Tabu, Tetechi, Toka.

2017[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფესტივალი 2017 წელს გრძელდება 1 თვე 14 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით.

შემსრულებლები (ანბანის მიხედვით):

Adelina, Aera, Alek Soltirov, Alexander Popov, Alexkid, Aly & Fila, Andrea Ferlin, Andrey Pushkarev, Angel Anx, Anrilov, Anushka, Audiofly, Avdeeva, Axwell Λ Ingrosso, Bacho, Baggi, Baikal, Barac, Bella Sarris, Bill Patrick, Boris Brejcha, Carlo Lio, Cassegrain & Tin Man, Cestlek, CEZAR, Cobert, Daria Zet, Dasha Redkina, DaSSana, David Gravell, De Wachtkamer, Denis Korablev, Dennis Ferrer, Deutsche Madchen, DJ Nikifor, dOP, DoubtingThomas, Dubfire, Dubvision, Efim Kerbut, Evol Waves, Fernando Costantini, Ferry Corsten, Fractoon, Francesca Lombardo, George Adi, Gescu, Gio Shengelia, Going Deeper, Gramophonedzie, GusGus, Herodot, Honey Dijon, Hubble, Hunter/Game, Inland, Ion Ludwig, ISAbella, James Zabiela, Joachim aka Curtis Jacobs, Joachim Pastor, Jochen Miller, Julia Govor, Justin Mylo, Kate Zubok, Kollektiv Turmstrasse, Lamache, Lion Bakman, Locked Groove, Mano Le Tough, Marc Romboy, Martin Buttrich, Martin Garrix, Mattheis, Matthias Tanzmann, Maxi Storrs, Mia Lucci, Mike Steva, Molly, N'TO, Nuera, Nuno dos Santos, O.BEE, ODY arts, Oliver Deutschmann, Paul Kalkbrenner, Peter Schumann, Petre Inspirescu, Peznt, Pierre, Ponura, Praslea, Priku, Ralvero, Raresh, Raz Ohara, Redondo, Rhadoo, Robag Wruhme, Roger Sanchez, Roustam, Sancho, Sander van Doorn, Seb Zito, Se Is, Sham, Sofia Rodina, Solomun, Stab9, Stereoclip, Steve Aoki, Sunnery James & Ryan Marciano, Super Flu, Swanky Tunes, The Drifter, Thomas Melchior, Timur Basha, tINI, Tolga Top, Tomma, Topper, Valentino Kanzyani, Vera, Vlada, Voigtmann, Vova Klk, Wolf + Lamb, Worakls, Yate.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=GEM_Fest&oldid=4426555“-დან