GEC Consulting

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
GEC Consulting
ტიპი სააქციო საზოგადოება
დარგი
  • მენეჯმენტ კონსალტინგი
დაფუძნდა 2010
სათაო ოფისი თბილისი, 10 მელიქიშვილის ქუჩა, ოფისი 12
საიტი gec-consulting.com

GEC Consulting (GEC, სს „ჯი-ი-სი“) — საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც საჯარო და კერძო ორგანიზაციებს 2010[1] წლიდან სთავაზობს მომსახურებას. GEC დაფუძნდა საქართველოში და მისი სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში.[2] GEC-ს ოფისები ფუნქციონირებს ბიშკეკსა და ალმათშიც.[3] კომპანია ასაქმებს დაახლოებით 150 თანამშრომელს, რომელთაგან ნაწილი მუდმივად დასაქმებულია, ნაწილი - დაქირავებულია პროექტების შესაბამისად. GEC Consulting-ის საქმიანობის ძირითადი არეალია აღმოსავლეთ ევროპა, სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია.[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

GEC Consulting-ი დაფუძნდა 2010 წელს. საწყის ეტაპზე კომპანიაში 3 დასაქმებული იყო და მუშაობდა ორ ადგილობრივ პროექტზე. 2014 წლიდან გახდა საქმიანობის გაუმჯობესების საერთაშორისო საზოგადოების (ISPI) წევრი.[4] 2015 წლიდან არის IFS-ის წარმომადგენელი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.[5] 2017 წელს კომპანიამ დაიწყო ბაზარზე გაფართოება, რისი თანმხლები პროცესიც იყო რებრენდინგი 2018 წელს. 2018 წელსვე GEC Consulting-ის ოფისები გაიხსნა ყირგიზეთის ქალაქ ბიშკეკში და ყაზახეთის ქალაქ ალმათში.[6] 2019 წელს კომპანიამ შეიძინა ოფისი თბილისში.[7] 2021 წელს GEC Consulting-ი გახდა გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის წევრი. იმავე წელს კომპანია გახდა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი.[8] 2021 წლისათვის კომპანიას განხორციელებული აქვს 150-ზე მეტი პროექტი.[4]

საკონსულტაციო სერვისები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

GEC Consulting-ი იყენებს სისტემურ მიდგომას კომპანიების ეფექტიანობის გაზრდისთვის, რომელიც გულისხმობს კომპანიის ანალიზს სამ - ორგანიზაციულ-სტრატეგიულ, ბიზნეს პროცესებისა და სამუშაო ძალის დონეზე.[7] კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სამ სახეს: ტრანსფორმაცია, რჩევა და კვლევა.

  • ტრანსფორმაცია მოიცავს შემდეგ მომსახურებებს: საქმიანობის პროცესების გაუმჯობესება/რესტრუქტურიზაცია; მართვის დაგეგმვის პროცესის შემუშავება და მმართველობითი კალენდარის დანერგვა; ბიზნეს პროცესებისა და ოპერაციების ოტიმიზაცია და ავტომატიზაცია; საწარმოო რესურსების დაგეგმვის (ERP) სისტემის დანერგვა; ორგანიზაციული სტრუქტურირება.[1][9][10]
  • რჩევითი კომპონენტი მოიცავს მომსახურების შემდეგ ფორმებს: სტრატეგიის ჩამოყალიბება; ბიზნეს დაგეგმვა; საქმიანობის შეფასება; მმართველობითი ანგარიშგება; ფინანსური წვდომა; კორპორატიული ტრეინინგი.[1][9][10]
  • მომსახურების კვლევითი ნაწილი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ინდუსტრიის, სექტორის, ბაზრის, ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა; ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა; რეგულირების ზეგავლენის ანალიზი (RIA).[1][9][10]

GEC Consulting-ი ფლობს ბიზნეს ანალიტიკურ პორტალ BAP.GE-ის, რომელიც კომპანიებს ინდუსტრიისა და ბაზრის კვლევის შესაძლებლობას აძლევს. კომპანია ასევე ფლობს ბიზნეს კონსულტანტების ონლაინ დაჯავშნის პლატფორმა GEC Online-ს. [11]

ლოგო და ბრენდინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

GEC Consulting Logo
GEC Consulting-ის ლოგო 2018-იდან დღემდე[12]
Gec - puzzle complaited.jpg Gec - puzzle pre.jpg

სისტემური ბიზნეს კონსალტინგი GEC Consulting-ის ხედვით ფაზლის ამოხსნის მსგავსია და კომპანიის ბრენდის ნაწილს წარმოადგენს. სურათზე გამოსახული ამოხსნილი ფაზლი ასოცირდება კარგად ფუნქციონირებად ბიზნეს სისტემასთან: როდესაც ფაზლის ნაწილები დაშლილია, საერთო სურათის აღქმა რთულია, ამის გამოსწორების გზა კი სწორი კავშირების პოვნა და ფაზლის აწყობაა. დიზაინზე გამოსახული მთავარი გმირი გამოხატავს სამუშაოსა და კლიენტთან კომპანიის დამოკიდებულებას. ზრდასთან და განვითარებასთან ნათელი ასოციაციისთვის, ძვლები და ორგანოები ჩანაცვლებულია მცენარეებით. ფონზე გამოსახული მზე ენერგიის, ხოლო აყვავებული მცენარე კი მომხმარებლებზე ზრუნვის სიმბოლოა.[6]

GEC Consulting-ი და მდგრადი განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანია თვლის, რომ სისტემური მიდგომის ძირითად საქმიანობაში ჩართვით ის ბიზნესის „ჭეშმარიტ მდგრად პრინციპებს“ (მდგრადი განვითარება 3.0) მისდევს. კომპანიის პოლიტიკა ჩამოყალიბებულია და ვითარდება გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის 10 პრინციპის მიხედვით.[13][14][8]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანიაში ახალგაზრდა ბიზნეს კონსულტანტების პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატები გადიან ანაზღაურებად, გრძელვადიან სტაჟირების პროგრამას კომპანიაში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, რომლის ფარგლებშიც ბიზნეს კონსულტანტებისგან დაკომპლექტებული მენტორები უზიარებენ მათ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ბიზნეს სფეროში.[15][16]

ოფისები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

GEC Consulting-ი ფლობს ოფისს თბილისში და აქვს ორი წარმომადგენლობითი ოფისი ყირგიზეთის ქალაქ ბიშკეკსა და ყაზახეთის ქალაქ ალმათში.[3][10]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]