G8-ის 39-ე სამიტი
| G8-ის XXXIX სამიტი | |
|---|---|
|
| |
|
ლოხ-ერნის რეზორთი | |
| მასპინძელი | გაერთიანებული სამეფო |
| თარიღი | 17-18 ივნისი, 2013 |
| მონაწილეები |
(პრემიერ-მინისტრი) (პრეზიდენტი) (კანცლერი) (პრემიერ-მინისტრი) (პრემიერ-მინისტრი) (პრეზიდენტი) (პრემიერ-მინისტრი) (პრეზიდენტი) (ევროკომისიის პრეზიდენტი) (საბჭოს პრეზიდენტი) |
G8-ის 39-ე სამიტი, დიდი რვიანის ოცდამეცხრამეტე სამიტი (ინგლ. 39th G8 summit; 17-18 ივნისი, 2013) — რვა უდიდესი ინდუსტრიული სახელმწიფოს არაოფიციალური შეხვედრა გაერთიანებულ სამეფოში, ჩრდილოეთ ირლანდიის საგრაფო ფერმანაში, ლოხ-ერნის რეზორთში.
დიდი შვიდიანის (G7) სამიტი იყო არაოფიციალური ფორუმი, რომელიც აერთიანებდა უდიდესი ინდუსტრიული ქვეყნების ხელმძღვანელებს: საფრანგეთი, დასავლეთ გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, კანადა, და ევროკომისიის პრეზიდენტი (ოფიციალურად შეუერთდა 1981 წელს).[1] 1997 წელს ჯგუფს დაემატა ახალი წევრი რუსეთის სახით, რის გამოც მან მიიღო ახალი სახელი — დიდი რვიანი (G8).[2] ეს და მომდევნო სამიტები, არ იყო თავდაპირველად ჩაფიქრებული, როგორც მისი უფრო ფართო საერთაშორისო ინსტიტუტებთან დაკავშირების მცდელობა. აღნიშნული სამიტები მოიტანა აუცილებლობამ, რომელთა ინიციატორები იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი — ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი და დასავლეთ გერმანიის კანცლერი — ჰელმუტ შმიდტი. სწორედ მათი ინიციატივით შედგა დიდი ექვსიანის (G6) პირველი არაოფიციალური შეხვედრა 1975 წელს.[3]
ლიდერები სამიტზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
G8 არის არაოფიციალური ყოველწლიური ფორუმი კანადის, ევროკომისიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, რუსეთის, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების ლიდერებისთვის.[1]
დიდი რვიანის ოცდამეცხრამეტე არაოფიციალური სამიტის ძირითადი წევრები იყვნენ:
| G8-ის წევრები მასპინძელი ქვეყანა აღნიშნულია მუქი შრიფტით. | |||
| მონაწილეები | წარმომადგენელი | სტატუსი | |
|---|---|---|---|
| კანადა | სტივენ ჰარპერი | პრემიერ-მინისტრი | |
| საფრანგეთი | ფრანსუა ოლანდი | პრეზიდენტი | |
| გერმანია | ანგელა მერკელი | კანცლერი | |
| იტალია | ენრიკო ლეტა | პრემიერ-მინისტრი | |
| იაპონია | შინძო აბე | პრემიერ-მინისტრი | |
| რუსეთი | ვლადიმერ პუტინი | პრეზიდენტი | |
| გაერთიანებული სამეფო | დევიდ კამერონი | პრემიერ-მინისტრი | |
| აშშ | ბარაკ ობამა | პრეზიდენტი | |
| ევროკავშირი | ჟოზე მანუელ ბაროზუ | ევროკომისიის პრეზიდენტი | |
| ჰერმან ვან რომპეი | საბჭოს პრეზიდენტი | ||
| მოწვეული სტუმრები (სახელმწიფოები) | |||
| მონაწილეები | წარმომადგენელი | სტატუსი | |
| ირლანდია | ენდა კენი | პრემიერ-მინისტრი | |
განხილული საკითხები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამიტი ჩაფიქრებული იყო, როგორც მის წევრებს შორის არსებული უთანხმოების მოგვარების საშუალება. წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით, სამიტის წევრებს მიეცათ საშუალება გაეწიათ ერთმანეთისთვის დახმარება რთული ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად.[3]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ირლანდია
ევროკავშირი
მოწვეული ლიდერი
ენდა კენი, პრემიერ-მინისტრი და ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Reuters: "Factbox: The Group of Eight: what is it?" დაარქივებული 2009-03-05 საიტზე Wayback Machine. , July 3, 2008.
- ↑ Saunders, Doug. "Weight of the world too heavy for G8 shoulders," დაარქივებული 2008-10-11 საიტზე Wayback Machine. Globe and Mail (Toronto). July 5, 2008.
- 1 2 Reinalda, Bob and Bertjan Verbeek. (1998). Autonomous Policy Making by International Organizations, p. 205.
| ||||||||||||||