შინაარსზე გადასვლა

G7-ის მე-40 სამიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
G7-ის XL სამიტი

Justus Lipsius-ის შენობა ბრიუსელში
მასპინძელი ევროკავშირი (ბელგია)
თარიღი 4-5 ივნისი, 2014
მონაწილეები კანადის დროშა სტივენ ჰარპერი
(პრემიერ-მინისტრი)
საფრანგეთის დროშა ფრანსუა ოლანდი
(პრეზიდენტი)
გერმანიის დროშა ანგელა მერკელი
(კანცლერი)
იტალიის დროშა მატეო რენცი
(პრემიერ-მინისტრი)
იაპონიის დროშა შინძო აბე
(პრემიერ-მინისტრი)
გაერთიანებული სამეფოს დროშა დევიდ კამერონი
(პრემიერ-მინისტრი)
აშშ-ის დროშა ბარაკ ობამა
(პრეზიდენტი)
ევროპის დროშა ჟოზე მანუელ ბაროზუ
(ევროკომისიის პრეზიდენტი)
ევროპის დროშა ჰერმან ვან რომპეი
(საბჭოს პრეზიდენტი)

G7-ის მე-40 სამიტი, დიდი შვიდიანის მეორმოცე სამიტი (ინგლ. 40th G7 summit; 4-5 ივნისი, 2014) — შვიდი უდიდესი ინდუსტრიული სახელმწიფოს არაოფიციალური შეხვედრა ბელგიის ქალაქ ბრიუსელში. სამიტის შეხვედრის ადგილი იყო Justus Lipsius-ის შენობა ბრიუსელში. თავდაპირველად სამიტის ჩატარება გადაწყვეტილი იყო რუსეთის შავიზღვისპირა ქალაქ სოჭში სახელწოდებით — „G8-ის 40-ე სამიტი“, მაგრამ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო რუსეთი დიდი რვიანიდან გააძევეს, ხოლო სამიტი გაიმართა ბრუსელში.[1][2][3]

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საუბარი იყო რუსეთის G8-ის წევრობის შეჩერებაზე ან გარიცხვაზე.[4][5] 24 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ შეხვედრა არ ჩატარდება რუსეთში მისი ყირიმის ანექსიის გამო.[6][7]

დიდი შვიდიანის (G7) სამიტი იყო არაოფიციალური ფორუმი, რომელიც აერთიანებდა უდიდესი ინდუსტრიული ქვეყნების ხელმძღვანელებს: საფრანგეთი, დასავლეთ გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, კანადა, და ევროკომისიის პრეზიდენტი (ოფიციალურად შეუერთდა 1981 წელს)[8] და რუსეთი (1997 წლიდან 2014 წლის მარტამდე).[9] როდესაც შვიდმა დამფუძნებელმა ქვეყანამ გადაწყვიტა მე-40 სამიტის ჩატარება რუსეთის გარეშე, მაშინ ის გახდა „დიდი შვიდეულის მე-40 სამიტი“.[1] ეს და მომდევნო სამიტები, არ იყო თავდაპირველად ჩაფიქრებული, როგორც მისი უფრო ფართო საერთაშორისო ინსტიტუტებთან დაკავშირების მცდელობა. აღნიშნული სამიტები მოიტანა აუცილებლობამ, რომელთა ინიციატორები იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტივალერი ჟისკარ-დ’ესტენი და დასავლეთ გერმანიის კანცლერიჰელმუტ შმიდტი. სწორედ მათი ინიციატივით შედგა დიდი ექვსიანის (G6) პირველი არაოფიციალური შეხვედრა 1975 წელს.[10]

სამიტის ლიდერები ლიონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში: (მარცხნიდან მარჯვნივ) მატეო რენცი, სტივენ ჰარპერი, ბარაკ ობამა, ჰერმან ვან რომპეი, ანგელა მერკელი, დევიდ კამერონი, ჟოზე მანუელ ბაროზუ, ფრანსუა ოლანდი და შინძო აბე

G7 იყო არაოფიციალური ყოველწლიური ფორუმი, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების ლიდერებისთვის.[8]

G7-ის მე-40 სამიტი პირველი იყო იტალიის პრემიერ-მინისტრის მატეო რენცისათვის.

დიდი შვიდიანის ოცდამეორე არაოფიციალური სამიტის ძირითადი წევრები იყვნენ:

G7-ის წევრები
მასპინძელი ქვეყანა აღნიშნულია მუქი შრიფტით.
მონაწილეები წარმომადგენელი სტატუსი
კანადის დროშა კანადა სტივენ ჰარპერი პრემიერ-მინისტრი
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი ფრანსუა ოლანდი პრეზიდენტი
გერმანიის დროშა გერმანია ანგელა მერკელი კანცლერი
იტალიის დროშა იტალია მატეო რენცი პრემიერ-მინისტრი
იაპონიის დროშა იაპონია შინძო აბე პრემიერ-მინისტრი
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო დევიდ კამერონი პრემიერ-მინისტრი
აშშ-ის დროშა აშშ ბარაკ ობამა პრეზიდენტი
ევროპის დროშა ევროკავშირი ჟოზე მანუელ ბაროზუ ევროკომისიის პრეზიდენტი
ჰერმან ვან რომპეი საბჭოს პრეზიდენტი

განხილული საკითხები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამიტი ჩაფიქრებული იყო, როგორც მის წევრებს შორის არსებული უთანხმოების მოგვარების საშუალება. წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით, სამიტის წევრებს მიეცათ საშუალება გაეწიათ ერთმანეთისთვის დახმარება რთული ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად.[10]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Leaders plan Brussels G7 in June instead of G8 in Sochi Irish Independent, 2014-03-24.
  2. „G-7 spares Russia new sanctions“. Bloomberg.com. 5 June 2014.
  3. „G7 leaders warn Russia of fresh sanctions over Ukraine“. BBC News. 5 June 2014.
  4. „Lawmakers call for suspension of Russia from G8, swift action against Putin“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 March 2014.
  5. „Russia G8 status at risk over 'incredible act of aggression' in Crimea, says Kerry“.
  6. Channel 4 News [Channel4News]. (24 March 2014) There will be no G8 summit in Russia this year - David Cameron. #c4news.
  7. "G8 summit 'won't be held in Russia'", BBC News, 24 March 2014; retrieved 2014-3-24.
  8. 8.0 8.1 Reuters: "Factbox: The Group of Eight: what is it?" დაარქივებული 2009-03-05 საიტზე Wayback Machine. , July 3, 2008.
  9. Reuters: "Factbox: The Group of Eight: what is it?", July 3, 2008.
  10. 10.0 10.1 Reinalda, Bob and Bertjan Verbeek. (1998). Autonomous Policy Making by International Organizations, p. 205.