Gösser

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Gösser

გესერი (გერმ. Gösser) — ავსტრიული ლუდის მარკა, გამოდის გესის ლუდსახარშში ავსტრიის ქალაქ ლეობენში, შტირიის ფედერალური მიწა. პროდუქტი ამ დასახელებით 1860 წლიდან გამოდის. 2003 წლიდან მარკა Heineken-ს ეკუთვნის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ რეგიონში ლუდსახარშს გრძელი ისტორია აქვს. თავიდან, ლუდს 1020 წელს დაარსებულ მონასტერ გესში ხარშავდნენ. პირველი წერილობითი ცნობა 1459 წლით თარიღდება. 1782 წელს მონასტერი დაიხურა.

1860 წელს 28 წლის ლუდის მხარშავმა მაქს კობერმა მონასტრის ქონება შეიძინა და მალე აქ შეიქმნა ზემო შტირიაში ყველაზე მსხვილი ლუდსახარში. 1892 წლისათვის აქ წელიწადში 70 000 ლიტრამდე ლუდი იწარმოებოდა. 1893 წელს კერძო საწარმო სააქციო საზოგადოებად იქცა, რომელმაც ქალაქში ბევრი სხვა ლუდსახარშიც იყიდა. 1921 წლისათვის კომპანია Brauerei Falkenstein-მა შეიერთა ლენცში. 30-იანი წლების დასაწყისისათვის აქ უკვე 400 000 ლიტრზე მეტი ლუდი იწარმოებოდა. 1973 წელს Reininghaus AG-თან გაერთიანების შემდეგ კომპანია Steirerbrau დაარსდა. 1992 წელს ფირმა Union Österreich AG-მა შეიძინა, 2003 წელს კი, Heineken-ის ლუდსახარში კონცერნის შემადგენლობაში შევიდა.


ლუდის ტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Märzen
  • Gold
  • Spezial
  • Stiftsbräu
  • Bock
  • Zwickl
  • Naturradler

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Gösser&oldid=3724653“-დან