Francisella novicida

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Francisella novicida
მეცნიერული კლასიფიკაცია
დომენი:  ბაქტერიები
სამეფო:  ბაქტერიები
ტიპი:  პროტობაქტერია
კლასი:  გამა-პროტეობაქტერიები
რიგი:  Thiotrichales
ოჯახი:  Francisellaceae
გვარი:  Francisella
სახეობა:  Francisella novicida
ლათინური სახელი
Francisella novicida

Francisella novicida — გრამუარყოფითი პათოგენური ბაქტერია, Francisellaceae-ს ოჯახის წარმომადგენელი. ისინი კოკისებრი ან ჩხირისებრი ფორმისაა და უჯრედშიდა პარაზიტებს წარმოადგენენ. ამ ოჯახში 6 სახეობაა იდენტიფიცირებული და F. novicida-ს ზუსტი კლასიფიკაცია სადავოა - იგი F. tularensis-ის ქვესახეობაა, თუ დამოუკიდებელი სახეობა. თუ ჩავთვალეთ, რომ იგი F.tularensis-ის ქვესახოებაა, მაშინ F. novicida შეუერთდებოდა სხვა ქვესახეობების რიგს, მათ შორის F. t. tularensis (A ტიპი) და F. t. holarctica (B ტიპი). F. tularensis-ის ქვეტიპების და შტამების იდენტიფიკაციისთვის შემუშავებული ბიოქიმიური ანალიზის მეთოდები იდეალური არაა და მათი შედეგები ხშირად არადეფინიტური და ვარიაბელურია, რის გამოც მათი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ დამატებითი ტესტის სახით.[1][2] F. novicida-ს მრავალი შტამი (ან F. novicida-ს მსგავსი ბაქტერიაა) იდენტიფიცირებულია და მათი გარჩევის ერთ-ერთი პოტენციური გამოსავალია PCR მეთოდები.[3]

მიუხედავად მისა, რომ F. novicida იშვიათად იწვევს დაავადებას, მისი ახლო ნათესავი, F. tularensis, ფართოდაა ცნობილი როგორც ტულარემიის გამომწვევი. F. tularensis-ისგან განსხვავებით, F. novicida-ს ტრანსმისია ფეხსახსრიანის ნაკბენის შედეგად არ დაფიქსირებულა. ინფექციის კარიბჭე ცნობილია რაა, თუმცა სავარაუდოა, რომ დაბინძურებული წყალი ინფექციის ერთ-ერთი წყაროა. დაავადების ძირითადი სიმპტომებია პნევმონია, მიალგია (კუნთების ტკივილი), ცხელება და სხვა. F. novicida-ს ინფექციები უმეტესწილად ვლინდება დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირებში. ერთ-ერთი შემთხვევა დაფიქსირდა არიზონაში, 2009 წელს.[1] 2011 წელს 3 შემთხვევა დააფიქსირეს ლუიზიანაში, სადაც ინფექციის წყარო ბაკტერიით დაბინძურებული ყინული იყო, მაგრამ ის, თუ როგორ აღმოჩნდა F. novicida ყინულში — უცნობია.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Birdsell, Dawn (2009). "Francisella tularensis subsp. novicida isolated from a human in Arizona.". BMC Research Notes 2: 223. . PMC 2780447. PMID 19895698. //www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2780447/.
  2. Whipp, Margaret J.; Davis, Jennifer M.; Lum, Gary; Boer, Jim de; Zhou, Yan; Bearden, Scott W.; Petersen, Jeannine M.; Chu, May C. და სხვები. (2003-09-01). Characterization of a novicida-like subspecies of Francisella tularensis isolated in Australia. . http://jmm.microbiologyresearch.org/content/journal/jmm/10.1099/jmm.0.05245-0#tab2.
  3. Johansson, Anders; Ibrahim, Ashraf; Göransson, Ingela; Eriksson, Ulla; Gurycova, D.; Clarridge, Jill E.; Sjöstedt, Anders (2000-11-01). "Evaluation of PCR-Based Methods for Discrimination of Francisella Species and Subspecies and Development of a Specific PCR That Distinguishes the Two Major Subspecies of Francisella tularensis". Journal of Clinical Microbiology 38 (11): 4180–4185. ISSN 0095-1137. PMC 87560. PMID 11060087. //www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC87560/.
  4. Outbreak of Francisella novicida Infections Among Occupants at a Long-Term Residential Facility.