შინაარსზე გადასვლა

Fossilworks

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Fossilworks
საიტი
კომერციულობა არა
საიტის ტიპი ონლაინ-მონაცემთა ბაზა
დამფუძნებელი ჯონ ელროი
რედაქტორი ჯონ ელროი
გაეშვა 1998; 28 წლის წინ (1998)
დაიხურა 2022; 4 წლის წინ (2022)
ამჟამინდელი სტატუსი დახურული

Fossilworks — არასამთავრობო და არაკომერციული ონლაინ-მონაცემთა ბაზა, რომელიც ეძღვნება ნამარხი ორგანიზმების კვლევას. ის შეიცავს ჩანაწერებს ტაქსონების, სამეცნიერო სტატიებისა და ნამარხი კოლექციების შესახებ.

Fossilworks შეიქმნა 1998 წელს ჯონ ელროის მიერ. ბაზაში თავმოყრილია დიდი რაოდენობის მონაცემები, რომლებიც მოპოვებულია მსოფლიოს მრავალი პალეონტოლოგის მიერ. არსებული მონაცემები მოწოდებულია პალეონტოლოგთა დისციპლინათაშორისი საერთაშორისო ჯგუფის მიერ. პროექტის მთავარი მიზანია, შეიქმნას მსოფლიო მასშტაბის საცნობარო ბაზა საზღვაო და ხმელეთის ორგანიზმების ტაქსონომიური მონაცემებისთვის, ნებისმიერი გეოლოგიური ეპოქიდან. აგრეთვე უზრუნველყოს ამ მონაცემების სტატისტიკური ანალიზის შესაძლებლობა. პროექტის მთავარი გრძელვადიანი ამოცანაა საერთო ძალისხმევის სტიმულირება, რათა პასუხი გაეცეს გლობალურ პალეონტოლოგიურ კითხვებს მონაცემთა ბაზის ინფრასტრუქტურის განვითარებითა და დიდი მასივების დამუშავებით.

მონაცემთა ბაზა დაიხურა დაახლოებით 2022 წელს. ამჟამად იგი Paleobiology Database-ზეა გადამისამართებული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Fossilworks&oldid=4962400“-დან