Ford Motor Company

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Ford)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ford
ტიპი საზოგადოებრივი კომპანია. (NYSE: F)
დევიზი

აშშ-ის დროშა Bold Moves
აშშ-ის დროშა Have you driven a Ford lately?
აშშ-ის დროშა Built Ford Tough
კანადის დროშა Built for Life in Canada
ევროპის დროშა Feel the difference

Make Everyday Exciting
დაფუძნდა 16 ივნისი, 1903
მდებარეობა დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ
წამყვანი უილიამ კლეი ფორდი, უმც. — აღმ. ხელმძღვანელი
ალან მულალი — პრეზიდენტი, CEO
დარგი ავტოწარმოება
პროდუქცია ავტოპროდუქცია
ბრუნვა $128.954 მილიარდი[1]
საწარმოო შემოსავალი $7.149 მილიარდი (2010)
სუფთა მოგება $6.561 მილიარდი (2010)
თანამშრომელი 164,000 (2010)
შვილობილ(ებ)ი Automotive Components Holdings
Ford Credit
Troller
Ford of Europe
Ford do Brasil

ფორდ მოტორ კომპანი (ინგლ. Ford Motor Company), კომპანია „ფორდი“ — ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია და მსოფლიოს სიდიდით მეხუთე ავტომწარმოებელი ტოიოტას, ჯენერალ მოტორსის, ფოლკსვაგენისა და ჰიუნდაის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით ავტომანქანების გაყიდვებით (2010 წლის მონაცემებით). 2010 წელს ფორდი რანგით მეორე ავტომწარმოებელი იყო აშშ-ში ჯენერალ მოტორსის შემდეგ და მეოთხე ევროპაში იგივე მაჩვენებელში.

ფორდი ასევე რანგით მე-8 ამერიკული კომპანია იყო 2010 წელს ფორჩუნ-500 სიაში, გლობალური შემოსავლების მიხედვით ($128.954 მილიარდი). 2010 წელს ფორდმა გამოუშვა 4,8 მილიონი ავტომანქანა და დასაქმებული ჰყავდა 164,000 ადამიანი დაახლოებით 90 ქარხანაში და დაწესებულებაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

შტაბ-ბინით დირბორნში, მიჩიგანი (დეტროიტის გარეუბანი), ავტომწარმოებელი დააფუძნა ჰენრი ფორდმა და კორპორაციად ჩამოაყალიბა 1903 წლის 16 ივნისს. ფორდში ამჟამად გაერთიანებულია ფორდის და ლინკოლნის ბრენდები. ფორდი ასევე ფლობს მაზდას საკონტროლო პაკეტის 1/3-ს და ასტონ მარტინის აქციების მცირე ნაწილს ბრიტანეთში.საავტომობილო კრიზისის შედეგად ფორდმა 2008 წელს ინდურ ტატა მოტორსს მიჰყიდა თავისი ყოფილი ბრიტანული შვილობილი კომპანიები იაგუარი და ლენდ როვერი. 2010 წელს ფორდმა ასევე გაყიდა ვოლვო, ის შეიძინა ჩინურმა Geely Automobile. ფორდმა ასევე შეწყვიტა მერკურის ბრენდის გამოშვება 2011 წელს.

1999 წელს ფორდი შემოსავლების მიხედვით მსოფლიოს უდიდეს 10 კორპორაციას შორის ითვლებოდა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველა მომგებიანი კომპანია იყო, ასევე ნომერ მეორე ავტომწარმოებელი მსოფლიოში. თუმცა 1995 წლიდან ფორდმა ბაზრის წილის დაკარგვა დაიწყო და უპირატესობა დათმო 2000 წლისთვის.

ფორდს ეკუთვნის მრავალი ინოვაცია ავტოწარმოებაში, მათ შორის კონვეიერის მეთოდით (ინგლ. assembly lines) უზარმაზარი ინდუსტრიული საწარმოო ძალის მართვა. ჰენრი ფორდის მაღალი წარმადობის ქარხნების, მაღალანაზღაურებადი მუშებისა და დაბალი ფასების კომბინაციამ რევოლუცია მოახდინა ინდუსტრიულ წარმოებაში და მსოფლიოში ცნობილი გახდა როგორც "ფორდიზმი" 1914 წლისთვის.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2010 Form 10K, Ford Motor Company. United States Securities and Exchange Commission.