Fleabag (სერიალი)
„Fleabag“ | |
---|---|
![]() | |
ჟანრი | სიტკომი, დრამა, კომედია |
რეჟისორი | ჰარი ბრედბირი, ტიმ კირკბი |
პროდიუსერი | ლიდია ჰემპსონი (სეზ. 1), სარა ჰამონდი (სეზ. 2) |
სცენარის ავტორი | ფიბი უოლერ-ბრიჯი |
ნაწარმოები | Fleabag |
როლებში | ფიბი უოლერ-ბრიჯი, სიან კლიფორდი, ენდრიუ სკოტი |
კომპოზიტორი | იზობელ უოლერ-ბრიჯი |
ოპერატორი | ტონი მილერი ლორი როუზი |
მონტაჟი | პოლ მაკლისი |
მწარმოებელი კომპანია | Two Brothers Pictures |
დისტრიბუტორი | BBC Three (სეზ. 1), BBC One (სეზ. 2) |
გამოსვლის თარიღი | 21 ივლისი 2016 – 8 აპრილი 2019 |
ხანგრძლივობა | 23–28 წუთი |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
Fleabag — ბრიტანული კომედიურ-დრამატული სატელევიზიო სერიალი, რომელიც შექმნა და დაწერა ფიბი უოლერ-ბრიჯმა. დაფუძნებულია თავის ნაწარმოებზე, რომელიც პირველად დაიდგა 2013 წელს Edinburgh Fringe Festival-ზე სერიალი წარმოებული იყო Two Brothers Pictures-ის მიერ ციფრული არხი BBC Three-სთვის, Amazon Studios-თან თანაწარმოების შეთანხმებით.[1][2] უოლერ-ბრიჯი თავად ასრულებს მთავარი პერსონაჟის როლს — თავისუფალი სულის, მაგრამ გაბრაზებული და დაბნეული ახალგაზრდა ქალის, რომელიც ლონდონში ცხოვრობს. პროტაგონისტი ხშირად არღვევს მეოთხე კედელს, სთავაზობს რა მაყურებელს განმარტებებს, შინაგან მონოლოგებსა და მიმდინარე კომენტარებს. [3][4]

შოუ დაიწყო 2016 წლის 21 ივლისს და დასრულდა მეორე და საბოლოო სეზონით 2019 წლის 8 აპრილს.[5][6] სერიალმა მიიღო ფართო აღიარება კრიტიკოსებისგან, განსაკუთრებით მისი სცენარის, მსახიობთა თამაშისა და მთავარი პერსონაჟის უნიკალურობისა და პიროვნულობისთვის. ბევრმა კრიტიკოსმა და მაყურებელმა ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კომედიურ სერიალად დაასახელა. უოლერ-ბრიჯმა პირველი სეზონისთვის მოიგო ბრიტანული აკადემიის სატელევიზიო ჯილდო.
მეორე სეზონმა მიიღო 11 ნომინაცია Primetime Emmy Award-ზე და მათგან მოიგო ექვსი; უოლერ-ბრიჯმა მოიპოვა გამორჩეული კომედიური სერიალის, გამორჩეული მთავარი მსახიობი ქალისა და გამორჩეული სცენარის ჯილდოები კომედიური სერიალისთვის; დამატებითი სამსახიობო ნომინაციები მიიღეს კლიფორდმა, ოლივია კოლმანმა და სტუმარმა ვარსკვლავებმა ფიონა შოუმ და კრისტინ სკოტ თომასმა. [7][8] სერიალმა მიიღო ოქროს გლობუსის ჯილდო საუკეთესო სატელევიზიო სერიალისა და საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში. [9][10]
უნდა აღინიშნოს, რომ ფლიბეგის პერსონაჟის საწყისი იდეა stand-up შოუში გამოსვლის დროს დაიბადა. უოლერ-ბრიჯს დაევალა სკეტჩის შექმნა 10-წუთიანი სექციისთვის. ასე შეიქმნა სერიალის მთავარი პერსონაჟი.[11][12][13][14]
მსახიობები და პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფიბი უოლერი — ბრიჯი როგორც „ფლიბეგი"
- სიან კლიფორდი — კლერი, ფლიბეგის და, რომელთანაც მას არასტაბილური ურთიერთობა აქვს
- ენდრიუ სკოტი — მღვდელი (სეზონი 2), რომელშიც ფლიბეგი შეუყვარდება
- ბენ ოლდრიჯი — ფლიბეგის სასიყვარულო ინტერესებიდან ერთ-ერთი;
- ჰიუ სკინერი — ჰარი, ფლიბეგის ყოფილი;
- ჰიუ დენისი — ბანკის მენეჯერი (სეზონი 1; სტუმარი სეზონი 2), რომელსაც ფლიბეგი სესხისთვის მიმართავს;
- ჯენი რეინსფორდი — ბუ, ფლიბეგის გარდაცვლილი საუკეთესო მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი;
- ბილ პატერსონი — ფლიბეგისა და კლერის მამა;
- ოლივია კოლმანი — ფლიბეგისა და კლერის ნათლია, რომელმაც მათი დედის გარდაცვალებიდან მალევე დაიწყო ურთიერთობა მათ მამასთან და საბოლოოდ გახდა მათი დედინაცვალი
- ბრეტ გელმანი — მარტინი, კლერის აგრესიული ალკოჰოლიკი ქმარი.
გადაღება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გადაღება მიმდინარეობდა ლონდონში და მის შემოგარენში, ძირითადად, ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში, მთავარი ლოკაცია იყო დართმუთ პარკი, ჩრდილო-დასავლეთ ლონდონი. ქუჩის სცენები გადაიღეს ხუთ მთავარ გზაზე ამ რაიონში, მათ შორის: საუთჰემპტონ როუდი, ლორიერ როუდი, კროფტდაუნ როუდი, ჰაიგეით როუდი და იორკ რაიზი. სხვა ლოკაციებს შორისაა ტვიკენემი, ჰემპტონ ჰილი, ჰაიგეითი, ტაფნელ პარკი, ბელსაიზ პარკი, მაიდა ვეილი, კენტიშ თაუნი, პარლამენტ ჰილ ფილდსი ჰემპსტედ ჰითში, საუთვორკი, ბლუმსბერი, სოჰო, სტენმორი, ლინკოლნს ინ ფილდსი და ფინსბერი სკვერი. დართმუთ პარკში მდებარე Bold Cafe & Restaurant გამოიყენეს ფლიბეგის Guinea Pig Cafe-სთვის. სასაფლაო, რომელზეც ფლიბეგი ყოველდღიურად დარბის, არის კენსალ გრინ სასაფლაო კენსალ გრინში. ფემინისტური ლექცია გაიმართა ბრიტანეთის მუზეუმის სალექციო დარბაზში რასელ სკვერზე. მდუმარე განდეგილობა, რომელსაც ფლიბეგი და კლერი დედის დღეს ესწრებიან, გადაიღეს ჰედსორ ჰაუსში, ბერკშირში. მამისა და დედინაცვლის სახლი მდებარეობდა კემბრიჯ პარკ როუდზე ტვიკენემში.
მეორე სეზონი დაიწყო ოჯახური სადილის წვეულებით, რომელიც ამერიკულ სტეიკჰაუსში Smith & Wollensky-ში გადაიღეს. სერიალში აღნიშნული ეკლესია იყო ანგლიკანური ეკლესია წმინდა ანდრიას ნისდენში.
პირველი სეზონის გადაღებები 2016 წლის აპრილიდან მაისამდე მიმდინარეობდა. ხოლო მეორე სეზონი კი 2018 წლის აგვისტოდან სექტემბრამდე.
კრიტიკული გამოხმაურება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Fleabag-ის ორივე სეზონმა მიიღო ფართო აღიარება სატელევიზიო კრიტიკოსებისგან. მიმოხილვების ვებ-გვერდზე Rotten Tomatoes ორივე სეზონმა მიიღო 100%-იანი მოწონების რეიტინგი. პირველმა სეზონმა მიიღო საშუალო შეფასება 8.5/10, დაფუძნებული 42 მიმოხილვაზე, სადაც საიტის კრიტიკული კონსენსუსი ამბობს: „ჭკვიანური და უმოწყალოდ სასაცილო, Fleabag არის შთამბეჭდავი, უაღრესად გამომგონებლური კომედია რთული ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც ნავიგაციას ახდენს ტრავმის შემდგომ პერიოდში". "[15]
მეორე სეზონმა მიიღო საშუალო შეფასება 9.3/10, დაფუძნებული 99 მიმოხილვაზე, კრიტიკული კონსენსუსით: „Fleabag ბრუნდება ბრძოლაში მეორე სეზონით სავსეს ფიბი უოლერ-ბრიჯის დაუღალავი ქარიზმით".[16] Metacritic-ზე პირველმა სეზონმა მიიღო საშუალო ქულა 88 100-დან, დაფუძნებული 19 კრიტიკოსზე,[17] ხოლო მეორე სეზონმა მიიღო 96 ქულა, დაფუძნებული 21 კრიტიკოსზე. [18]
ემილი ნუსბაუმმა The New Yorker-დან აღწერა პირველი სეზონი როგორც „შავი იუმორის მექანიზმი, დამახინჯებული და შთამბეჭდავი იგავი ერთი მარტოხელა ქალის არსებობის შესახებ"."[19] მორინ რაიანმა Variety-დან უწოდა მას „მწველი იუმორის მქონე", სერიალი მკვეთრი იუმორითა და სპეციფიკური პერსონაჟებით ცხოვრებისეული ტრაგედიაა. [20] ჰენკ სტიუვერმა The Washington Post-დან დაახასიათა ის როგორც „სასაცილო, უაღრესად უხამსი, მაგრამ მოულოდნელად ემოციური“ [21] მაიკ ჰეილმა The New York Times-ში შეაქო შოუ მისი "დაუღალავი, თითქმის ველური ენერგიისა და სახეში გალაწუნების დამოკიდებულებისთვის".[29] მერი მაკნამარამ Los Angeles Times-დან შეაქო მისი არაპროგნოზირებადობა, „სიმართლის მკაფიო თვალი, რომელიც ხშირად საკმაოდ დამანგრეველია".[22]
მეორე სეზონმა მიიღო ერთსულოვანი აღფრთოვანება და ჩაითვალა კულტურულ ფენომენად. სერენა დევისმა The Daily Telegraph-დან შეაქო მეორე სეზონი როგორც „თითქმის სრულყოფილი ხელოვნების ნიმუში". [23] Rolling Stone-ისთვის ალან სეპინუოლმა დაწერა, რომ „ტრაგიკომიკური შედევრი აღწევს ახალ სიმაღლეებს“. [24]
Metacritic--ის მიხედვით, Fleabag იყო მეორე ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე შოუ 2010-იან წლებში. [25] 2019 წელს ის მე-8 ადგილზე დასახელდა The Guardian-ის 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო TV შოუს სიაში.[26] 2022 წელს Rolling Stone-მა Fleabag ყველა დროის ხუთ საუკეთესო სატელევიზიო შოუს ჩამონათვალში შეიყვანა.[27] ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაასახელა Fleabag-ის მეორე სეზონი 2019 წლის მის საყვარელ ფილმებსა და სატელევიზიო სერიალებს შორის. თავის ყოველწლიურ სიაში, რომელიც მან Twitter-ზე გამოაქვეყნა 2019 წლის 29 დეკემბერს.[28]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bullimore, Emma (19 July 2016). „Seven reasons why feminist comedy Fleabag will be your latest TV addiction“. Stylist. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 September 2016. ციტირების თარიღი: 25 September 2016.
- ↑ Day, Elizabeth (7 July 2016). „Fleabag star Phoebe Waller-Bridge on female anger, emotional honesty and fancying Barack Obama“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 January 2022. ციტირების თარიღი: 25 September 2016.
- ↑ Reclaiming Female Authorship in Contemporary UK Television Comedy en. ციტირების თარიღი: 2024-09-01
- ↑ Wilson, Benji (25 March 2019). „Fleabag, episode 4 review: another superb, poignant episode that was both shocking and shockingly good“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 January 2022. ციტირების თარიღი: 31 March 2019.
- ↑ Rees, Jasper (16 September 2016). „Fleabag: a gloriously rude, and far funnier, update of Bridget Jones – review“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 January 2022. ციტირების თარიღი: 25 September 2016.
- ↑ Hunt, El. (9 April 2019) Fans react to the final episode of Phoebe Waller-Bridge's 'Fleabag'. ციტირების თარიღი: 29 April 2019
- ↑ Nguyen, Hanh. 'Fleabag': Season 2 Is Truly Blessed With 11 Emmy Nominations, Five for Actresses Alone (2019-07-16). ციტირების თარიღი: 2019-07-19
- ↑ Game of Thrones takes best drama as Fleabag wins big at Emmys – as it happened. Guardian (23 September 2019). ციტირების თარიღი: 24 September 2019
- ↑ Winners & Nominees 2020. ციტირების თარიღი: 2020-01-08
- ↑ Horton, Adrian (2020-01-06). „Golden Globes 2020: Fleabag and 1917 lead British invasion with major wins“. The Guardian. ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2020-01-08.
- ↑ MJ (20 April 2016). „Phoebe Waller-Bridge's Fleabag coming to BBC Three“. BBC. ციტირების თარიღი: 9 August 2016.
- ↑ Drywrite and Soho Theatre present Fleabag (May 2015). ციტირების თარიღი: 9 August 2016
- ↑ Barraclough, Leo. Amazon Acquires Comedy Series 'Fleabag' From 'Broadchurch's' Phoebe Waller-Bridge. Variety (19 May 2016). ციტირების თარიღი: 9 August 2016
- ↑ Jung, E. Alex (20 September 2016). „Phoebe Waller-Bridge on Her Amazon Show Fleabag, Sex Jokes, and Ryan Gosling Feminism“. Vuture. ციტირების თარიღი: 26 September 2016.
- ↑ Fleabag: Season 1. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 24 May 2019
- ↑ Fleabag: Season 2. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 27 March 2021
- ↑ Fleabag – Season 1 Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 19 May 2016
- ↑ Fleabag – Season 2 Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 21 May 2019
- ↑ Nussbaum, Emily (26 September 2016). „"Fleabag," an Original Bad-Girl Comedy“. The New Yorker. ციტირების თარიღი: 25 September 2016.
- ↑ Ryan, Maureen (7 September 2016). „TV Review: 'One Mississippi' and 'Fleabag'“. Variety. ციტირების თარიღი: 25 September 2016.
- ↑ Stuever, Hank (8 December 2016). „Fall TV 2016“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 24 May 2019.
- ↑ Hale, Mike (15 September 2016). „Review: 'Fleabag,' Biting, Bitter and Pushing Boundaries“. The New York Times. ციტირების თარიღი: 25 September 2016.
- ↑ Davies, Serena. (9 April 2019) Why Fleabag's second series is a near-perfect work of art. ციტირების თარიღი: 24 May 2019
- ↑ Sepinwall, Alan (14 May 2019). „'Fleabag' Season Two Review: A Heaven-Sent Sequel“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 24 May 2019.
- ↑ Best TV Shows of the Decade (2010–19). Metacritic. ციტირების თარიღი: 6 April 2020
- ↑ The 100 best TV shows of the 21st century (16 September 2019). ციტირების თარიღი: 23 September 2019
- ↑ Sepinwall, Alan (September 26, 2022). „The 100 Greatest TV Shows of All Time“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: September 30, 2022.
- ↑ Nyren, Erin. Barack Obama's Favorite Movies and TV Shows of 2019 (December 29, 2019). ციტირების თარიღი: December 29, 2019