შინაარსზე გადასვლა

Five Nights At Freddy's 2 (ვიდეო თამაში)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Five Nights At Freddy's 2

Five Nights At Freddy's 2 პოსტერი
დეველოპერ(ებ)ი სკოტ კოუტონი
გამომცემელი სკოტ კოუტონი
სერია Five Nights At Freddy's
ძრავა Clickteam Fusion 2.5
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი 10 ნოემბერი, 2014
ჟანრ(ებ)ი Survival horror, point-and-click
რეჟიმ(ებ)ი single-player
საიტი http://www.scottgames.com/

Five Nights at Freddy's 2 (FNaF 2)2014 წლის point-and-click გადარჩენის საშინელებათა თამაში, რომელიც შემუშავებული და გამოცემულია სკოტ კოუტონის მიერ.[1] ეს არის 2014 წლის Five Nights at Freddy's თამაშის პირველი გაგრძელება და Five Nights at Freddy's სერიის მეორე მთავარი ნაწილი. მოქმედება გამოგონილ პიცერიაში ვითარდება, სადაც მოთამაშე ღამის დაცვის თანამშრომლების, ჯერემი ფიცჯერალდის და ფრიც სმიტის როლს ასრულებს, რომლებმაც თავი უნდა დაიცვან რესტორნის მტრულად განწყობილი ანიმატრონული არსებებისგან. მოთამაშეს არ შეუძლია თავისი ოფისის დატოვება, მაგრამ აქვს წვდომა ფანარსა და რესტორნის მთელ სათვალთვალო კამერებზე, რათა აკონტროლოს ანიმატრონული აქტივობა. ნიღბის ტარება, რომელიც ანიმატრონს ამსგავსებს მას, მოთამაშეს საშუალებას აძლევს, უმეტეს შემთხვევაში ვინაობის დასამალად, თუმცა ზოგიერთი ანიმატრონი სხვა მეთოდებით ებრძვის. თუ მოთამაშეს აღმოაჩენენ, ის შეშინდება და თამაშის ასრულებს.[2] თამაშის პროგრესირებასთან ერთად, Atari-ის სტილის მინი თამაშები და სატელეფონო ზარები რესტორნის ისტორიის შესახებ ინფორმაციას იძლევა.[3]

კოუტონმა Five Nights at Freddy's 2-ის შესახებ ინფორმაცია 2014 წლის სექტემბერში გაავრცელა. ის Windows-ისთვის Steam-ის საშუალებით 2014 წლის 10 ნოემბერს გამოვიდა, დაგეგმილ გამოშვებაზე (25 დეკემბერი) ადრე. Android-ისა და iOS-ისთვის განკუთვნილი პორტები იმავე წელს შესაბამისად 12 ნოემბერს და 20 ნოემბერს გამოვიდა, ხოლო Windows Phone-ისთვის ვერსია 1 დეკემბერს. Nintendo Switch-ის, PlayStation 4-ისა და Xbox One-ისთვის განკუთვნილი ვერსიები 2019 წლის ნოემბერში გამოვიდა. [4][5][6][7]

Five Nights at Freddy's 2-მა კრიტიკოსებისგან არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო, თამაშის ატმოსფეროზე, სიუჟეტსა და საშინელებათა ეპიზოდებზე დადებითი, ხოლო კრიტიკა მისი სირთულის გამო. Blumhouse Productions-ის მიერ წარმოებული ფილმის ადაპტაცია 2025 წლის 5 დეკემბერს გამოვიდა.[8]

  1. Matulef, Jeffrey (2015-01-05). „Five Nights at Freddy's 3 in development“. Eurogamer (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — June 22, 2023. ციტირების თარიღი: 2023-10-17.
  2. Musgrave, Shaun. (2015-03-27) 'Five Nights At Freddy's 2' Review – Back On The Job. ციტირების თარიღი: July 17, 2018
  3. Prieststman, Chris. (2014-10-24) Five Nights At Freddy's 2 Let's You Wear A Freddy Mask. ციტირების თარიღი: October 30, 2014
  4. Maiberg, Emanuel (2014-09-13). „Horror Game Five Nights at Freddy's Teases Sequel“. GameSpot (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — May 19, 2017. ციტირების თარიღი: April 25, 2017.
  5. Five Nights at Freddy's 2 for PC Reviews. Red Ventures (November 11, 2014). ციტირების თარიღი: July 17, 2018
  6. Vogel, Mitch. (December 3, 2019) Review: Five Nights at Freddy's 2 - A Sinister Sequel That Dials Up The Complexity. Nintendo Life. ციტირების თარიღი: March 18, 2022
  7. Petitte, Omri (November 24, 2014). „Five Nights at Freddy's 2 review“. PC Gamer. Future plc. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 15, 2017. ციტირების თარიღი: November 30, 2014.
  8. Five Nights at Freddy's 2. IMDB. ციტირების თარიღი: 20.11.25.