შინაარსზე გადასვლა

Five Nights At Freddy's (ვიდეო თამაში)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Five Nights At Freddy's

პოსტერი
დეველოპერ(ებ)ი სკოტ კოუტონი
გამომცემელი სკოტ კოუტონი
სერია Five Nights At Freddy's
ძრავა Clickteam Fusion 2.5
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი 8 აგვისტო, 2014
ჟანრ(ებ)ი point-and-click; survival horror
რეჟიმ(ებ)ი single player
საიტი http://www.scottgames.com/

Five Nights at Freddy's (FNaF)2014 წლის point-and-click გადარჩენის საშინელებათა თამაში, შემუშავებული და გამოცემული ამერიკელი დეველოპერი სკოტ კოუტონის მიერ. მოთამაშე აკონტროლებს მაიკ შმიდტს, ღამის ცვლაში მომუშავე დაცვის თანამშრომელს, ოჯახურ პიცერიაში. შმიდტმა უნდა შეასრულოს თავისი ცვლა და ამავდროულად თავი აარიდოს მკვლელ ანიმატრონულ პერსონაჟებს, რომლებიც ღამით რესტორანში დახეტიალობენ.[1][2] მოთამაშეს აქვს წვდომა სათვალთვალო კამერებსა, რათა ანიმატრონები მთელი ცვლის განმავლობაში აკონტროლოს და ფოლადის კარებზე, რომლებსაც შეუძლია პერსონაჟების ჩაკეტვა. კამერებისა და კარების გამოყენება მოიხმარს მოთამაშის შეზღუდულ ელექტროენერგიას და ამ ენერგიის დაცლა იწვევს ამ ხელსაწყოების გაუმართაობას. თუ მოთამაშე ვერ შეძლებს ანიმატრონიკების ოფისიდან გაყვანას, ის მოულოდნელად შეშინდება (Jumpscare) და თამაში დასრულდება.[3][4]

კოუტონს Five Nights at Freddy's-ის იდეა მისი წინა თამაშის, Chipper & Sons Lumber Co-ს კრიტიკის საფუძველზე გაუჩნდა.[5] მიმომხილველები უნებლიედ შეშინებულ პერსონაჟებს უჩიოდნენ, რამაც კოუტონი საშინელებათა ჟანრის თამაშის შექმნისკენ შთააგონა. Clickteam Fusion 2.5 სათამაშო ძრავის გამოყენებით ექვს თვეში შემუშავებული Five Nights at Freddy's, Windows-ისთვის Desura-ს მეშვეობით 2014 წლის 8 აგვისტოს, ხოლო Steam-ით 18 აგვისტოს გამოვიდა. ის Android-ისთვის, iOS-ისთვის და Windows Phone-ისთვის 2014 წლის ბოლოს გახდა ხელმისაწვდომი. Nintendo Switch-ის, PlayStation 4-ისა და Xbox One-ისთვის ვერსიები 2019 წელს გამოვიდა.[6]

თამაშმა, Five Nights At Freddy's, კრიტიკოსებისგან ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო, ბევრმა კი ის საშიშ და გამორჩეულ საშინელებათა ჟანრის თამაშად მიიჩნია. მიმომხილველებმა შეაქეს ატმოსფერო, ხმის დიზაინი და გეიმპლეის მექანიკა, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა თამაში განმეორებადად მიიჩნია, საშინელებათა სცენების თავისებურებების გამო. ის YouTube-ზე Let's Play-ის ვიდეოების თემა გახდა და დიდი რაოდენობის გულშემატკივარი მოიპოვა. თამაშის წარმატებამ მედია ფრენჩაიზის გაშვება გამოიწვია, რომელიც მრავალი გაგრძელებითა და წიგნით ხასიათდება, ხოლო მისმა პოპულარობამ რამდენიმე იმიტაცია და ფან-თამაში შექმნა. Blumhouse Productions-ის მიერ შექმნილი ფილმის ადაპტაცია 2023 წელს გამოვიდა.[7]

  1. Bates, Ryan. (2014-08-27) Five Nights at Freddy's Review en-US. ციტირების თარიღი: 2023-07-02
  2. Milici, Lauren. (2023-06-27) Josh Hutcherson tries to survive Five Nights at Freddy's in creepy new trailer en. ციტირების თარიღი: 2023-07-02
  3. Musgrave, Shaun. (October 9, 2014) 'Five Nights At Freddy's' Review - One, Two, Freddy's Going To Get You. ციტირების თარიღი: October 22, 2021
  4. Mucchi, Alessandro (2014-10-21). „I brividi e il disagio di Five Nights at Freddy's - review“. Eurogamer (იტალიური). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 13, 2023. ციტირების თარიღი: 2023-07-02.
  5. Marsh, Calum (2023-10-25). „A Reclusive Horror Designer Pivoted From Religious Games“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 30, 2023. ციტირების თარიღი: 2023-12-29.
  6. Ehrhardt, Michelle. (2016-02-01) The many failures of the Five Nights At Freddy's creator en-US. ციტირების თარიღი: 2023-07-03
  7. Five Nights at Freddy's for PC Reviews. Metacritic. Red Ventures (August 8, 2014). ციტირების თარიღი: October 22, 2021