Fiber Distributed Data Interface
იერსახე
მონაცემთა გადაცემის ოპტიკურ-ბოჭკოვანი გამანაწილებელი ინტერფეისი (FDDI) — (ინგლ. Fiber Distributed Data Interface) — 1980-იან წლებში მონაცემთა გადაცემის სტანდარტი ლოკალური ქსელებისათვის 200 კილომეტრის რადიუსში. გამოიყენება ოპტიკურ-ბოჭკოვანი გადამცემი ხაზები და მიიღწევა 100 მბიტ/წმ-მდე სიჩქარე. სტანდარტი დაფუძნებულია Token Ring პროტოკოლზე. დიდ მანძილზე გადაცემის გარდა FDDI ქსელს შეუძლია რამდენიმე ათას მომხმარებელს მოემსახუროს. სტანდარტი შემუშავებულია ამერიკის ნაციონალური სტანდარტების ინსტიტუტის (ANSI)-ის მიერ.